ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

გამოკლება (აღინიშნება მინუსის ნიშნით ), ოთხი არითმეტიკული მოქმედებებიდან ერთ-ერთი (დანარჩენი სამი არის მიმატება, გამრავლება, გაყოფა). გამოკლება ამცირებს საწყისი ელემენტების რაოდენობას. მაგალითად, თუ თავიდან 5 ატამი გვაქვს და 2-ს გამოვაკლებთ, 3 გვრჩება, მათემატიკურად გამოისახება როგორც: .

5 − 2 = 3“ (სიტყვიერად, „ხუთს გამოკლებული ორი უდრის სამს“)

გარკვეული გადმოსახედიდან, გამოკლება არის მიმატების საპირისპირო მოქმედება.

გამოკლება მიჰყვება რამდენიმე მნიშვნელოვან წესს. იგი არის ანტიკომუტაციური, რაც ნიშნავს იმას, რომ საკლებისა და მაკლების გადანაცვლებით, სხვაობის ნიშანი იცვლება. ის ასევე არის ასოციაციური, რაც გვეუბნება, რომ როდესაც ერთ რიცხვს ორზე მეტი სხვა რიცხვი აკლდება, თანმიმდევრობას აქვს აზრი. რადგან 0 არის მიმატების ნეიტრალური ელემენტი, მისი გამოკლებით პასუხი არ იცვლება.

აღნიშვნა და ტერმინოლოგია

რედაქტირება
 
0–10 რიცხვების გამოკლება. წრფე = საკლებს. X ღერძი = მაკლებს. Y ღერძი = სხვაობას.

გამოკლება ჩვეულებრივ იწერება საკლებსა და მაკლებს შორის მინუსია ნიშნის „−“ გამოყენებით. სხვაობა გამოისახება ტოლობის ნიშნით. Მაგალითად,

  (გამოითქმის როგორც „ორს მინუს/გამოკლებული ერთი უდრის ერთს“)
  („ოთხს გამოკლებული ორი უდრის ორს“)
  („ექვსს გამოკლებული სამი უდრის სამს“)
  („ოთხა გამოკლებული ექვსი უდრის მინუს ორს“)

რიცხვი რომელიც აკლდება მეორე რიცხს, არის მაკლები, რომელსაც აკლდება — საკლები, ხოლო პასუხს სხვაობა ეწოდება.

საკლებს − მაკლები = სხვაობას

მთელ და ნამდვილ რიცხვებთან

რედაქტირება

მთელი რიცხვები

რედაქტირება
 

წარმოიდგინეთ b სიგრძის მონაკვეთი, მარცხენა ბოლოს დავარქვათ a , მარჯვენას c. საწყისი a წერტილიდან c წერტილამდე მისასვლელად გვჭირდება b მანძილის გავლა. ეს გადაადგილება მარჯვნისაკენ მათემატიკურად მიმატებით გამოისახება ,როგორც:

a + b = c .

c- დან b-მდე მისასვლელად მარცხნივ უნდა გადავაადგილდეთ, ეს გადაადგილება მათემატიკურად გამოკლებით გამოისახება:

cb = a .

ნატურალური რიცხვები

რედაქტირება

ორი ნატურალური რიცხვის სხვაობა არ არის ნატურალური რიცხვი, თუკი მაკლები საკლებზე დიდია. მაგალითად, 30-ს ვერ გამოვაკლებთ 35-ს ისე რომ ნატურალური რიცხვი მივიღოთ სხვაობად.

თვისებები

რედაქტირება

ანტიკომუტაციურობა

რედაქტირება

გამოკლება არის ანტიკომუტაციური, რაც იმას ნიშნავს, რომ საკლებსა და მაკლებს ადგილებს თუ შევუცვლით მარცხნიდან მარჯვნივ, პასუხი იქნება საწყისის უარყოფითი ვერსია. თუ a და b ნებისმიერი ორი რიცხვია, მაშინ

ab = −(ba) .

არაასოციაციურობა

რედაქტირება

გამოკლება არაასოციაციურია, რაც ვლინდება მაშინ, როდესაც რამდენიმეწევრიანი გამოსახულება გვაქვს. მაგალითად:

abc

შეიძლება განისაზღვროს როგორც (ab) − c ან a − (bc), მაგრამ ეს ორი შესაძლებლობა გვიბრუნებს სხვადასხვა პასუხს. ამ საკითხის გადასაჭრელად, უნდა განისაზღვროს მოქმედებების თანმიმდევრობა, სხვადასხვა თანმიმდევრობა სხვადასხვა შედეგს მოგვცემს.

Საზომი ერთეულები

რედაქტირება

ორი რიცხვის გამოკლება, როდესაც ისინი სხვადასხვა ერთეულს აღნიშნავენ, დაუშვებელია. ანუ 20 კილოგრამს 400 გრამს უბრალოდ  -ით ვერ ავღნიშნავთ, რადგან სხვაობას იგივე საზომი ერთეული უნდა ჰქონდეს.

გამოკლების ნაწილებად დაშლა

რედაქტირება

ერთი მეთოდი, რომელიც სასარგებლოა ორი რიცხვის სხვაობის ზეპირად გამოსათვლელად, არის შემდეგი:

მაგალითად ავიღოთ: 1234 − 567 :

  • 1234 − 500 = 734
  • 734 − 60 = 674
  • 674 − 7 = 667
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/გამოკლება“-დან