ტატარას ხიდი
ტატარას ხიდი (იაპონ. 多々羅大橋 Tatara Ōhashi?) — ვანტური ხიდი, რომელიც ნიშისეტოს გზატკეცილის ნაწილია, აგრეთვე ცნობილი როგორც "შიმანამი კაიდო" (しまなみ海道). ხიდის ცენტრალური გაშლა 890 მეტრია. 2008 წლისთვის ის მსოფლიოში ყველაზე გრძელი ხიდი იყო მთავარი გაშლით ვანტურ ხიდთა შორის სუტონგის ხიდის შემდეგ. გზატკეცილი წარმოადგენს გზებისა და ხიდების სერიას, რომელიც ერთ-ერთი მიმართულებაა ჰონსიუ-სიკოკუს ხიდების პროექტში (აკავშირებს ჰონსიუსა და სიკოკუს კუნძულებს). კურუსიმა-კაიკიოს ხიდიც ამავე მიმართულებაზე მდებარეობს.
ხიდი, რომელიც 1999 წლის 1 მაისს გაიხსნა, ორ საავტომობილო ხაზს მოიცავს ორივე მიმართულებით და აქვს დამატებითი ხაზები ველოსიპედების, მოტოციკლეტებისა და ფეხით მოსიარულეთათვის.