ანდრეი კობილა
ანდრეი კობილა (რუს. Андре́й Ива́нович Кобы́ла; დ. ? - გ. 1351) — ივანე კალიტას პერიოდის მოსკოველი ბოიარი, რომანოვების დინასტიის პირველი ისტორიული დამოწმებული წინაპარი.
XIV საუკუნეში, როდესაც მრავალი მოსკოველი ბოიარი საკუთარ წარმომავლობას დასავლურ ფესვებს უკავშირებდნენ, გაჩნდა ვარაუდი ივანე კალიტას სამსახურში პრუსიიდან კობილას ჩამოსვლაზე. გვიანდელი გენეალოგიები კობილას საგვარეულოს უფრო აზვიადებენ და მას განთქმული პრუსიელი მიწათმფლობელი გლანდ კამბილას შვილად იხსენიებენ. შემდგომ გამოკვლევათა მთელი რიგი დიდი ან მცირე ვარაუდით კობილას წარმოშობას ნოვგოროდს მიაწერენ, პრუსიული ფესვებით.