ლიბერიის უნივერსიტეტი

ლიბერიის უნივერსიტეტი (University of Liberia, UL) — საზოგადოებრივი ფონდებით მოქმედი უმაღლესი სწავლების დაწესებულება ლიბერიის დედაქალაქ მონროვიაში. ეროვნული მთავრობის 1851 წლის განკარგულებით დაწესებული სკოლა 1863 წელს გაიხსნა, როგორც ლიბერიის კოლეჯი, ხოლო უნივერსიტეტი კი იგი 1951 წელს გახდა. ეს ერთ-ერთი უძველესი უმაღლესი სასწავლებელია დასავლეთ აფრიკაში და აკრედიტაცია მიღებული აქვს ლიბერიის უმაღლესი განათლების კომისიისგან.

უნივერსიტეტს ექვსი კოლეჯი, სამი პროფესიული სკოლა (მათ შორის იურიდიული და სამედიცინო) და სამი სამაგისტრო პროგრამა აქვს და სულ 18.000 სტუდენტი ჰყავს მის სამ ძირითად კამპუსზე ქვეყნის დედაქალაქსა და მის გარშემო. უნივერსიტეტის იურიდიული სკოლა ერთადერთია ქვეყანაში. ამ სკოლის კურსთამდავრებულები ხშირად ლიბერიის პოლიტიკაში წამყვან როლს იჭერენ, მათ შორის იყო ყოფილი პრეზიდენტი არტურ ბარკლეი.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება