ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ჟან-ჟორჯ ნოვერი (Jean-Georges Noverre; დ. 29 აპრილი, 1727 — გ. 19 ოქტომბერი, 1810) — ფრანგი მოცეკვავე და ბალეტმაისტერი, მიმდინარეობა Ballet d'action ან ბალეტი-პანტომიმის დამაარსებელი, რომელიც XIX საუკუნის სიუჟეტური ბალეტის წინამორბედად მიიჩნევა. მისი დაბადების დღეს ამჟამად აღინიშნება ცეკვის საერთაშორისო დღე.

ჟან-ჟორჟ ნოვერი

მისი საცეკვაო დებიუტი ფენტენბლოში შედგა 1743 წელს, ხოლო 1747 წელს მან მისი პირველი ბალეტი დადგა კომედიური ოპერის ეროვნული თეატრისთვის პარიზში. 1748 წელს ის ბერლინში მიიწვია პრუსიის პრინცმა ჰენრიმ, თუმცა ის სტრასბურგში წავიდა, სადაც 1750 წლამდე დაჰყო. რამდენიმე წელი ლიონში მოღვაწეობის შემდეგ 1755 წელს ის ლონდონში მიიწვიეს, სადაც ის ორ წელიწადს დარჩა.

1758–1760 წლებში მან რამდენიმე ბალეტი დადგა ლიონში და გამოაქვეყნა მისი "Lettres sur la danse et les ballets". სწორედ ამ პერიოდს მიეკუთვნება რევოლუცია ბალეტის ხელოვნებაში, რომელშიც უმნიშვნელოვანესი წვლილი ნოვერს მიუძღვის. 1775 წელს ის პარიზის ოპერის თეატრის ბალეტის მეტრად დანიშნეს დედოფალი მარია ანტუანეტას მოთხოვნით. მომდევნო წელს ერთი წლით ვენაში ბრუნდება, თუმცა 1776 წელს ისევ პარიზში გადადის და იმავე პოსტს იჭერს, სანამ საფრანგეთის რევოლუცია მას ყველაფერს დააკარგვინებს. ის სიღარიბეში გარდაიცვალა სენ-ჟერმენ-ან-ლეიში.

ნოვერის ახლო მეგობრებს შორის იყვნენ ვოლტერი, მოცარტი, ფრედერიკ დიდი, დევიდ გერიკი (რომელიც მას "ცეკვის შექსპირს" უწოდებდა). მის გამორჩეულ ბალეტთა შორის იყო "La Toilette de Venus", "Les Jalousies du sérail", "La dour corsaire" და "Le Jaloux sans rival". "ცეკვისა და ბალეტის წერილების" გარდა, ნოვერს დაწერილი აქვს "Observations sur la construction d'une nouvelle salle de l'Opéra" (1781); "Lettres sur Garrick écrites a Voltaire" (1801); და "Lettre à un artiste sur les flies publiques" (1801).