ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ბამბის ნაყინი -  ფხვიერი კონსისტენციის საკონდიტრო ნაწარმი, რომელიც ფიზიკური თვისებებით ბამბას წააგავს. მზადდება მდნადი შაქრისგან, რომელიც ისხმევა ცივ მოტრიალე მეტალის თეფშზე ან კონუსში. ამის შედეგად დამზადებული თხელი ძაფები გუნდად გროვდება. მსუბუქი კონსისტენციის გამო ჩვეულებრივი პორცია დიდი ზომისაა - აღემატება ზრდასრული ადამიანის თავის ზომას. შეიძლება დაემატოს არომატიზატორი და საკვები საღებავი. თავდაპირველად ბამბის ნაყინი თეთრია, მაგრამ მისი ყველაზე პოპულარული და ცნობადი ფერი ღია ვარდისფერია, ევროპაში და ამერიკაში გავრცელებულია ღია ცისფერი, იასამნისფერი, ყვითელი. წითელი და სხვა ფერის ბამბის ნაყინებიც. გაიცემა პლასტმასის ან ქაღალდის ჯოხზე, დახვეულ ქაღალდში ან ქაღალდის ან მუყაოს ცელოფანში. იყიდება მთელი მსოფლიოს მასშტაბით, აზიის სხვადასხვა ქვეყნის სამზარეულოში არსებობს მსგავსი კერძები - კორეული კკულ-ტარაე, ირანული ფაშმაკი და სხვა.

ბამბის ნაყინის წინაპარი შეიძლება იყოს მე-19 საუკუნის ევროპაში დამზადებული დახვეული შაქარი. შაქრის დახვევა რთული, შრომატევადი და ძვირი პროცესი იყო და ჩვეულებრივ მოსახლეობას არ ჰქონდა ამის შესაძლებლობა. ზოგი წყარო მე-15 საუკუნის იტალიაზე მიგვითითებს როგორც კერძის სამშობლოზე. შაქრის დახვევის პირველი მექანიზმი 1897 წელს ინგლისელმა სტომატოლოგმა უილიამ მორისონმა გამოიგონა, დააპატენტა და წარადგინა საქალაქო გასართობ ღონისძიებაზე. მიუხედავად იმ დროისთვის მაღალი ფასის (დღევანდელი მიახლოებით 7$), კერძმა დიდი წარმატება იქონია და პოპულარობა სწრაფად მოიპოვა. მორისონის დაპატენტებული მექანიზმი დღემდე გამოიყენება როგორც უმარტივესი შაქრის დასახვევი მანქანა. შემდეგ მსგავსი ხელსაწყო დააპატენტა ჯოზეფ ლასკომ სხვა სახელწოდებით, რომელითაც ბამბის ნაყინი ახლა ცნობილია ინგლისურენოვსნი ქვეყნების უმეტესობაში. 1970-იან წლებში შეუქმნა პირველი მანქანა, რომელსაც შეეძლო ბამბის ნაყინის შექმნისთანავე ავტომატიზირებული შეფუთვა, რამაც გაამარტივა მისი მსოფლიოში გავრცელება და გაყიდვა კარნავალებზე და სხვა ქუჩის ღონისძიებებზე.

დღეს ბამბის ნაყინი გვხვდება ბევრ, უმეტესად საბავშვო ღონისძიებაზე, ცირკებში, პარკებში და ქუჩებში. ასევე ზოგ ქვეყანაში მზადდება ქარხნებში მაღაზიებისთვის, არსებობს კერძო პირებისთვის განკუთვნილი ხელსაწყოებიც. უმეტესად პოპულარობით ბავშვების შორის სარგებლობს. შეერთებულ შტატებში ბამბის ნაყინის ეროვნული დღე 7 დეკემბერს აღინიშნება.,

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ბამბის_ნაყინი“-დან