ბარბაროსი (ძვ. ბერძნ. βάρβαρος [barbaros]) — არაცივილიზებული, უკულტურო ან დაბალი ზნეობის მქონე ადამიანი.

ჰუნები კატალაუნის ბრძოლისას

სიტყვის მრავლობითი ფორმა, ბარბაროსები შეიძლება აღნიშნავდეს დაბალი სოციალური და კულტურული განვითარების მქონე ხალხს, ეთნოსს.

სიტყვა ბარბაროსი ძველ-ბერძნული წარმოშობისაა. ძველ ბერძნულად βάρβαρος (ბარბაროს) ნიშნავდა არა ბერძენს, არა ბერძნულად მოლაპარაკე ადამიანს. სიტყვა იმიტაციურია. ბარ-ბარ გამოხატავს უცნობ ენაზე საუბრის მოსმენისგან მიღებულ შთაბეჭდილებას. ბერძნებს ეჩვენებოდათ რომ მათი ლაპარაკის დროს ისმის „ბარ-ბარ“.

ევროპა ალპების ჩრდილოეთით, ეკავათ მრავალრიცხოვანი ტომების სამ ჯგუფს: კელტებს, გერმანელებს და სლავებს. მათ არ ესმოდათ ერთმანეთის ენა, მაგრამ კელტების, გერმანელებისა და სლავების ენები ერთსა და იმავე ენათა ჯგუფს- ინდოევროპულს მიეკუთვნება, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ამ ხალხთა შორეული წინაპრები ერთმანეთის მეზობლად ცხოვრობდნენ. კელტები ევროპაში ბევრად უფრო ადრე გამოჩნდნენ, ვიდრე გერმანელები და მით უმეტეს, სლავები. ოდესღაც ისინი მთელ ევროპაში ცხოვრობდნენ, ატლანტის ოკეანიდან ბალკანეთის ნახევარკუნძულამდე. შესაბამისად რომაელებიც ყველაზე ადრე კელტებს გაეცნენ-გალების ტომს, რომლებმაც თავის დროზე კაპიტოლიუმის გარდა თითქმის მთელი რომი დაიპყრეს. მოგვიანებით რომაელებმა დაიპყრეს გალების მიწები ჩრდილოეთ იტალიაში და დღევანდელი საფრანგეთის ტერიტორია. ადგილობრივმა მოსახლეობამ რომანიზაცია განიცადა (გალებმა შეითვისეს რომაელთა ენა და წეს-ჩვეულებები). გალიის დასავლეთ რაინის გადაღმა. ქრ.შ-მდე რამდენიმე საუკუნით ადრე განსახლდნენ ჩრდილოეთიდან მოსული გერმანელთა მრავალრიცხოვანი ტომები. მათი ძველი სამშობლო, როგორც ვარაუდობენ ბალტიის ზღვის ჩრდილოეთი და სამხრეთ სანაპირო, ბალტიის ზღვის კუნძულები და სკანდინავიისა და იუტლანდიის ნახევარკუნძულები. დაახლოებით სამი ათასი წლის წინ, როგორც ჩანს მკვეთრი აციების გამო, გერმანელები იძულებული გახდნენ, სამხრეთისაკენ გადასახლებულიყვნენ.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება