ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

პარფიუმერია (ფრანგ. parfumerie, ლათ. per fumum [qqq] — სუნის გავლით) — ნაკეთობების ერთობლიობა, რომელიც გამოიყენება რაიმის არომატიზაციისათვის. ჩვეულებრივ პარფიუმერიის ნაკეთობები წარმოადგენენ თხევად მფრინავი არომატული ნივთიერებაის ხსნარებს. გამხსნელებად შეიძლება იყვნენ ეთილის სპირტი, წყლისა და სპირტის ნარევი, დიპროპილენგლიკოლი და სხვა სითხეები. არომატული ნივთიერებები შეიძლება იყოს როგორც ბუნებრივი ნატურალური წარმომავლობის (ეთერის ზეთები), ასევე ხელოვნური სინთეთიკური არომატიზატორები, მაგალითად ვანილალი).

თარო პარფიუმერიით.

პარფიუმერიის ყველაზე პოპულარული სახეებია:

პარფიუმერული კომპოზიციები შედის ბევრი სხვა ჰიგიენური საშუალებების შემადგენლობაში, როგორებიცაა საპონი, შამპუნი, შხაპის გელი და ა.შ. ქალებისათვის აუცილებელი და შეუცვლელია ვარცხნილობის დასაფიქსირებლად — თმის ლაქი — უკვე 50 წელია მის შემადგენლობაშია პარფიუმერული წყალი. პირველად ასეთი სვლა განახორციელა კომპანია Sunsilk 1966 წელს, როდესაც გამოუშვა ლაქი განახლებული ფორმულით, რომელიც შეიცავდა ცნობილ ფრანგულ პარფუმს.

კონცენტრაცია

რედაქტირება

პარფიუმერული პროდუქციის ტიპები ასახავენ გამხსნელში არომატული რიგის ნაერთების კონცენტრაციას, რომელიც ჩვეულებრივ მშვენიერ არომატში წარმოადგენს ეტალონს ან წყლისა და ეტალონის ნაერთ. სხვადასხვა წყაროები სხვადასხვანაირად განსაზღვრავენ სუნამოების ტიპებს.

პარფიუმერული ზეთების მოცულობითი კონცენტრაცია შემდეგია:

  • Perfume extract (Extrait): 15-40 % (IFRA: ჩვეულებრივ 20 %) არომატული ნაერთები
  • Eau de Parfum (EdP), Parfum de Toilette (PdT): 10-20 % (ჩვეულებრივ ~15 %) არომატული ნაერთები, ზოგჯერ აღინიშნებიან როგორც „millésime“.
  • Eau de Toilette (EdT): 5-15 % (ჩვეულებრივ ~10 %)) არომატული ნაერთი.
  • Eau de Cologne (EdC): ციტრუსული ტიპის პარფიუმერული პროდუქტები 3-8 % (ჩვეულებრივ ~5 %) არომატული ნაერთებისა.

პარფიუმერული ზეთებისათვის გარდა ჩვეულებრივი გამხსნელებისა — ეთანოლი ან ეთანოლისა და წყლის ნარევი, ასევე შეიძლება გამოყენებული იქმას ნეიტრალურ სუნიანი ზეთები მაგალითად გაწმენდილი ქოქოსის ზეთი, ან თხევადი ჟოჟობის ზეთის ტიპის ცვილები.

სუნამოების ინტენსივობა და ხანგრძლივოდა ბაზირებს გამოყენებული არომატების არომატული რიგის ნაერთების ინტენსივობის და ხანგრძლივობის კონცენტრაციაზ. სხვადასხვა პარფიუმერული პროდუქტები შეიცავენ ზეთების სხვადასხვა რაოდენობას. ამიტომაც, ზეთების კონცენტრაცია Eau de Parfum (EdP)-ში აუცილებლად იქნება მეტი ვიდრე Eau de Toilette (EdT)-ში, დიაპაზონის შიგნით სხვადასხვა პროდუქტებს შორის ფაქტობრივი რაოდენობა შეიძლება იცვლებოდეს. EdT ერთ მწარმოებელისაგან შეიძლება იყოს უფრო ძლიერი, ვიდრე EdP სხვა მწარმოებელიისაგან.

მამაკაცის არომატები იშვიათად იყიდება როგორც EdP ან Perfume extract. ასევე ქალის არომატები იშვიათად თუ იქნება EdC კონცენტრაციებში. თუმცა ეს ჰენდერული ჩვეულებრივი ტენდენციაა არომატის კონცენტრაციის განსაზღვრისათვის, ეს ერთმნიშვნელოვნად არ აფიქსირებს, იმას თუ ვისთვის იყო არომატი განკუთვნილი მამაკაცისათვის თუ ქალისათვის.

ამას გარდა, ერთნაირი დასახელების ზოგიერთი არომატი, მაგრამ სხვადასხვაგვარი დასახელების კონცენტრაციით არ შეიძლება განსხვავდებოდნენ მხოლოდ მათი კონცენტრაციით, არამედ ფაქტიუარდ გამოიყენებენ არომატული ნაერთების სხვადასხვაგვარ ნარევებს. მაგალითად, რომ დამზადდეს არომატის EdT ვერსია, უფრო გამოხატული და ხასხასა ვიდრე მისი EdP — ვერსია, EdT-ს შემადგენლობა უნდა შეიცვალოს ისე, რომ ის შეიცავდეს ცოტა მეტ ზედა ნოტებს და/ან ნაკლებ ბაზურ, ფუძე ნოტებს. ზოგ შემთხვევაში, სიტყვები როგორებიცაა „extrême“, „intense“ ან „concentrée“, რომლებიც შეიძლება ეჩვენებინათ არომატულობის კონცენტრაცია, აღნიშნავენ სხვა არომატებს, რომლებსაც ააქვთ კავშირი ბაზასთან, ფუძესთან მხოლოდ მისი არომატული აკორდის მსგავსობით. ამის მაგალითს წარმოადგენს Pour Monsieur - Chanel და Pour Monsieur Concentrée-ისაგან.

პარფიუმერი

რედაქტირება

სუნამოების შედგენის ამოცანის ექსპერტი არის პარფიუმერი, რომელიც ადგენს არომატების კომპოზიციებს სუნამოებისათვის. მათ ასევე მოფერებით უწოდებენ „Nez“ (ფრანგულად ცხვირისათვის) მათი მგრძნობიარე ყნოსვისათვის და სუნის კომპოზიციების შედგენისათვის.

სუნამოების შედგენას პარფიუმერი იწყებს დამსაქმებლის ან კლიენტის მოთხოვნების მიხედვით. პარფიუმერების კლიენტებს წარმოადგენენ მოდის სახლები ან დიდი კორპორაციები მრეწველობის სხვადასხვა დარგიდან. პარფიუმერი არომატებისა და სუნამოების ნარევების შერევის პროცესით ქმნის სუნამოს ფორმულას რომელსაც შემდეგ ყიდის კლიენტს.

 
საშრობი ქაღალდები (ფრანგ.: mouillettes) ჩვეულებრივ გამოიყენება პარფიუმერების მიერ სუნისა და ტონების მაგალითებისათვის

თუმცა არ არსებობს ერთიანი „სწორი“ ტექნიკა სუნამოების შექმნისა, არის საერთო რეკომენაციები იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება კონცეპციიდან შეიქმნას სუნამო. ბევრი ინგრედიენტი არ მონაწილეობს მისი სუნის ფორმირებაში, წარმოადგენენ საღებავებს და ანტიოქსიდანტებს, რათა გააუმჯობესონ სუნამოების კონკურენტუნარიანობა და შენახვის ვადა.

ძირითადი კარკასი

რედაქტირება

პარფიუმერული ზეთები ჩვეულებრივ შედგრბა ათიდან ასამდე ინგრედიენტს და ესენი, როგორც წესი, ასრულებენ კონკრეტულ როლს. ეს კომპონენტები პირობითად შეიძლება დავყოთ ოთხ ჯგუფად:

  • პირველადი არომატები: შეიძლება შედგებოდეს ერთი ან რამდენიმე ძირითადი ინგრედიენტისაგან რომლებიც გარკვეული კონცეფციისაა, როგორიცაა მაგალითად „ვარდი“. ამას გარდა, რამდენიმე ინგრედიენტი შეიძლება ერთად გამოვიყენოთ, რათა შეიქმნას „აბსტრაქტული“ პირველადი არომატი, რომელიც არაა ბუნებრივ ინგრედიენტთან მსგავსი. მაგალითად ჟასმინის და ვარდის არომატები, როგორც წესი, გამოიყენება აბსტრაქციული ყვალილოვანი არომატის შესაქმნელად.
  • ალუბლის სუნი, არომატი ალუბლის კოლაში შეიძლება ჩაითვალოს მოდიფიკატორად.
  • ბლენდერები: ინგრედიენტების დიდი ჯგუფია, რომლებიც უზრუნველყოფენ არომატების რბილ გადასვლას სხვადასხვა „ფენებს“ ან ბაზებს შორის. ისინი თავის მხრივ შეიძლება გამოყენებული იქნას პირველადი არომატის ძირითად ბაზურ კომპონენტებად. ინგრედიენტების საერთო ნარევები შეიცავენ ლინალოოლს და ჰიდროქსიციტრონელალს.
  • ფიქსატორები: გამოიყენებიან ძირითადი არომატის, სუნის გასამტკიცებლად. ბევრი ფისი, მერქნის ხის არომატები და ქარვა ბაზირებს ფიქსატორების ხარისხზე.

ზედა, საშუალო და ბაზური არომატების ნოტები, შეიძლება, ცალკეული პირველადი არომატების და პროდუქტების

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/პარფიუმერია“-დან