ლაჯანურის ჰიდროელექტროსადგური
ჰიდროელექტროსადგური საქართველოში
(გადამისამართდა გვერდიდან ლაჯანურჰესი)
ლაჯანურის ჰიდროელექტროსადგური, ბ. ჭიჭინაძის სახელობისა — საქართველოს ერთ-ერთი დიდი ჰიდროელექტროსადგური, პირველი უნიკალური მაღალთაღოვანი კაშხალით (კაშხალის სიმაღლე 69 მ). აშენებულია ცაგერის მუნიციპალიტეტში მდინარე რიონის აუზში გადმოგდებული მდინარე ცხენისწყლის ჩანადენზე. მშენებლობა დაიწყო 1953 წელს და დამთავრდა 1960 წელს. სადგურის სიმძლავრეა 112,5 ათასი კვტ, წლიურად გამოიმუშავებს 505 მლნ. კვტ·სთ ელექტროენერგიას. ლაჯანურის ჰიდროელექტროსადგურის კაშხალის მშენებლობის წარმატებით დამთავრებამ დასაბამი მისცა ყოფილ სსრკ-ში პროგრესული ტიპის კაშხალების მშენებლობას.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 151.