თეობრომინიალკალოიდი, რომელიც მიიღება კაკაოს მარცვლების ჩენჩოსგან, ასევე მზადდება სინთეზურადაც. თეობრომინი თეთრი, უსუნო, მწარე ფხვნილია. წყალში ცუდად იხსნება, ტუტეებსამჟავებში იხსნება კარგად. არის სპაზმოლიზური საშუალება. ასტიმულირებს გულის მოქმედებას, აფართოებს გულის გვირგვინოვან სისხლძარღვებს და ბრონქების კუნთებს, აძლიერებს შარდის გამოყოფას. ძირითადად იყენებენ ჰიპერტონიული დაავადების და გვირგვინოვანი სისხლძარღვების სპაზმების დროს.

ლიტერატურა

რედაქტირება