საპირფარეშოები იაპონიაში
იაპონიაში არსებობს სამი ტიპის საპირფარეშო, რომლის ყველაზე ძველი ფორმა არის ზეზელა, ანუ სადგომი საპირფარეშო, რომელიც ჯერ კიდევ გავრცელებულია საზოგადოებრივ საპირფარეშოებში. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მზარდი გავრცელება ჰპოვა ე.წ. ურინალებმა. უახლეს დროში ტექნიკურმა პროგრესმა შესაძლებელი გახადა საპირფარეშოების ბიდეს ფუნქციით აღჭურვა, რომელსაც იაპონიაში „ვოშლეტებს“ უწოდებენ (ანუ იაპონურად ウォシュレット), და წარმოადგენს კიტაკიუშუში არსებული შპს ტოტოს ერთ–ერთ სამარკო სახელს. ეს საპირფარეშოები ტექნიკურად საკმაოდ რთულ ფუნქციებს ასრულებენ. მსგავს რამეს იაპონიის გადაღმა ძნელად თუ შეხვდებით სადმე. მაგ.; უნიტაზის ღიობიანი დასაჯდომი სხეულის სითბოზეა ტემპერირებული (ნეგატიურ მხარეს წარმოადგენს ის, რომ შესაძლებელია არასასურველი გვერდითი ეფექტი – მიკრობების მალღივებადობა). წყლის ტემპერატურისა და ბიდეს ნაკადის წნევა შერჩევადია. იქვე, უნიტაზის ღიობიან დასაჯდომთან გათვალისწინებულია სუნის გამნიავებელი ფილტრიც.
ისტორია
რედაქტირებაუძველესი საკანალიზაციო სისტემები იაპონიაში იაიოს დროს (ჩვ. წელთაღრიცხვამდე 300 წელი – ჩვ. წელთაღრიცხვის 250 წელი) მიეკუთვნება და სავარაუდოა, რომ ისინი დიდი დასახლებების საპირფარეშო საჭიროებათა შენობა-დაწესებულებებს იყო მიერთებული. არსებობს დამოწმებული ცნობები უფრო გვიანდელ ნარას პერიოდში (710–784) ჩამდინარე წყლების სისტემის აგების შესახებ იაპონიის მაშინდელ დედაქალაქ (ნარა) ჰეიჯო-კიოში. ამდროინდელია პირველი დამოწმებული წყლის საპირფარეშოები, რომლებსაც 10-დან 15 სმ. სიფართის გასადივარი ღარი უნდა ჰქონოდათ და რომლებსაც თანამედროვე სადგომი საპირფარეშოების მსგავსად იყენებდნენ. ამავე დროიდან არის დღევანდელი საპირფარეშოს ქაღალდის ერთგვარი იაპონური პირველსახე, რომელიც ხის მასალისაგან მზადდებოდა და ამდენად ხის სახოცი შეიძლება ვუწოდოთ. გარდა ამისა, ნაპოვნია დღევანდელი ეზოს საპირფარეშოების მსგავსი საპირფარეშოები გათხრილ ორმოზე დაშენებული საჭირო ოთახითურთ.
მოსაქმებისშემდგომი თვითწმენდისთვის იაპონიაში წყლის მცენარეს იყენებდნენ მანამ, სანამ ედოს ხანაში (1603–დან 1868–მდე) საპირფარეშოს ქაღალდს შემოიღებდნენ. საპირფარეშოს ქაღალდს კი მაშინ ვაში-[[ქაღალდისაგან ამზადებდნენ. მაღალმთიან რეგიონებში ხის ჯოხს და მცენარის ფოთლებს მოიხმარდნენ.
საპირფარეშოებს ხშირად გამდინარე წყლები ერთვოდა, რაც აიოლებდა ფეკალიების ადგილიდან გატანას, თუმცა ორმოებზე დაშენებული საპირფარეშოები უფრო ყოფილა გავრცელებული, რადგან გაცილებით ადვილი იყო ორმოს გათხრა. დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ასევე იმასაც, რომ ორმოში ექსკრემენტების დაგროვების ამგვარი ხერხი შესაძლებელს ხდიდა მოგვიანებით მათი ადგილიდან უფრო იოლად დაძვრა-გატანას და სასუქად გამოყენებას.
გარდა ამისა, დღესაც გადაეყრება კაცი შემთხვევებს ტრადიციული საპირფარეშო კულტურით სარგებლობისა. ოკინავაში საპირფარეშოებს ღორის განვალით აშენებდნენ. ამ ჩვეულებას ბოლო დაედო მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ.
აზუჩი მონოიამას ხანაში (1568-1600) ოსაკას გარშემო გაყვანილი იქნა ტაიკოს არხი, რომელიც დღესაც გამოყენებეშია.
თანამედროვე საკანალიზაციო მოწყობილობის გამოყენება დაიწყო 1884 წელს პირველად კანდაში, ტოკიო ამოაშენეს. დიდი კანტოს მიწისძვრის შემდეგ გადაწყდა სხვა არხების მშენებლობაც გაეგრძელებინათ, რათა თავიდან აეცილებინათ ეპიდემიების გავრცელების საშიშროება.
სანიაღვრე სისტემების მშენებლობა მთელი დატვირთვით მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მოჰკიდეს ხელი, ისე რომ უკვე 2000 წელს მოსახლეობის 60 % იყო ჩართული საერთო ცენტრალურ სანიაღვრე სისტემაში.
დასავლური საპირფარეშოები და ურინალები იაპონიაში პირველად XX საუკუნის დასაწყისში გაჩნდა. დიდი გამოყენება ჰქონდათ აშშ-ს ოკუპაციის დროს 1945 შემდეგ. უკვე 1977 წელს გასაღების მხრივ უფრო მეტი დასავლური საპირფარეშო გასაღდა ვიდრე ტრადიციული სადგომი კლოზეტი. შვეიცარული და ამერიკული ტექნიკის საფუძველზე ფირმა ტოტომ 1980 წელს ახალი ე.წ. ვოშლეტი განავითარა. იაპონურ ფირმებს დღესაც წამყვანი ადგილი უჭირავთ ტექნიკური თვალსაზრისით პროგრესული საპირფარეშო სისტემების დანერგვა-განვითარებაში.
ტერმინოლოგია
რედაქტირებაიაპონურ ენაში მოიპოვება საპირფარეშოს აღმნიშვნელი მრავალი სიტყვა. საკმაოდ ხშირად გამოყენებადი სიტყვა არის ტოირე (トイレ), რომელიც არის ერთგვარი შემოკლებული ფორმა ნასესხობისა ტოირეტტო (トイレット). სიტყვა "ტოირე" წარმოადგენს ქართული "საპირფარეშოს" ეკვივალენტს, ანუ იგი აღნიშნავს როგორც საკუთრივ მოსასაქმებელ ადგილს ასევე ზოგადად საპირფარეშო სივრცესაც.
საპირფარეშოების აღმნიშვნელ მრავალ სიტყვათა შორის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებულია ოტეარაი (お手洗い, სიტყვასიტყვით "ხელსაბანი") და არის კალკური თარგმანი ინგლისური სიტყვისა "lavatory" და აქვს ამერიკული "bathroom"–ის ევფემური ფუნქცია.
სხვა ანგლიციზმი, რომელიც უკვე დამკვიდრდა, არის სიტყვა რიზუტორუმ (レストルーム), რომელიც ინგლისური "restroom"–დან).
გამოთქმა ბენჯო (便所, სიტყვასიტყვით "საექსკრემენტო", ან "ექსკრემენტების ადგილი") არაკეთილხმოვანების გამო საზოგადოებრივ გამოყენებაში არ გვხვდება, არამედ უფრო კერძო სფეროში გამოიყენებენ მას, თანაც უმეტესწილად მამაკაცები.
საზოგადოებრივ ადგილებში გავრცელებული წარწერა, რომელიც საპირფარეშო დაწესებულების არსებობაზე მიანიშნებს არის კეშოშიცუ (化粧室 – Keshōshitsu სიტყვასიტყვით „მეიკ–აპ–ოთახი“), ხშირად ერთ ერთი პიქტოგრამასთან კომბინაციაში.
არსებობს სხვა გამოთქმებიც, როგორიცაა კავაია (厠 Kawaya ) ანდა ჰაბაკარი (憚り Habakari ), მაგრამ ამ სიტყვებს იშვიათად გამოიყენებენ და მოძველებულად მიიჩნევა.
საპირფარეშოს ბენკი (便器, „მოსასაქმებელი“) ჰქვია, ხოლო საპირფარეშოს დასაჯდომს კი ბენზა (便座, „სადეფეკაციო დასაჯდომი“). ბავშვებისთვის, მოხუცებულთათვის და უძლურთათვის განკუთვნილ სპეციალურ (ღამის) ქოთნებს ომარუს (御虎子) უწოდებენ.
იაპონიის საპირფარეშოთა ორგანიზაციის დღე, საპირფარეშოების დღე (ინგლ. აბრევიატურით JTA ) არის 10 ნოემბერი, რადგან 11 და 10 რიცხვებს იაპონურად წაიკითხავენ როგორც ლი ტო(ირე), რაც "კარგ საპირფარეშოდ" ითარგმნება. ჯეითიეი–ს თავმჯდომარე ჰიდეო ნიშიოკა ფლობს საპირფარეშოს ქაღალდის 400–ზე მეტ სახეობის კოლექციას.
საპირფარეშოს ტიპები
რედაქტირებასადგომი საპირფარეშოები
რედაქტირებატრადიციული იაპონური საპირფარეშოს ტიპი (იაპონურად 和式 [Washiki] ვაშიკი) არის სადგომი საპირფარეშო, ანუ ის ტიპი, რომელიც გავრცელებულია მთელს აზიაში, რომელსაც ასევე აზიურ საპირფარეშოსაც უწოდებენ. მიუხედავად ამისა, არსებობს დიდი განსხვავება როგორც დასავლური (დასაჯდომი) საპირფარეშოების, ასევე (სადგომ) საპირფარეშოების მშენებლობასა და გამოყენებაში.
იაპონური სადგომი საპირფარეშოები ძალიან ჰგავს პატარა ურინალებს, რომელიც თითქოს არასწორად, ჰორიზონტალურად დაუდგამთ ძირს. უმეტესწილად ისინი ფაიფურისაგანაა დამზადებული, მხოლოდ იშვიათად თუ შეხვდებით (მაგ,; მატარებლებში) უჟანგავი ლითონისაგან.
დასავლური (დასაჯდომი) საპირფარეშოები
რედაქტირებადასავლურ საპირფარეშოებს იაპონიაში იოშიკი ტოირე ( 洋式トイレ [yōshiki toire]), ანუ „დასავლური ტიპის საპირფარეშოებს“ უწოდებენ. საპირფარეშოების ეს ტიპი დღესდღეობით ყველაზე მეტადაა გავრცელებული მაღალი ტექნოლოგიის საპირფარეშოებთან ერთად კერძო, ან საოჯახო მეურნეობებში.
მაშინ როცა საზოგადოებრივი დაწესებულებებში (სკოლებში, ტაძრებში, რკინიგზის სადგურებში) სადგომი საპირფარეშოებია გავრცელებული, იაპონელები შინ დასაჯდომ საპირფარეშოებს ანიჭებენ უპირატესობას. ეს განსაკუთრებით შეეხება ხანშიშესულებს, დავრდომილთ, ან ავადმყოფებს, რომელთაც უჭირთ სადგომ საპირფარეშოში ჩაცუცქვა და ბალანსის დაცვა. ზოგ ძველებურ იაპონურ საჭირო ოთახებში კიდევ წააწყდებით დასავლური საპირფარეშოების მართებული მოხმარების შესახებ ილუსტრირებულ ინსტრუქციებს. ეს ინსტრუქციები იმდროიდანაა შემორჩენილი, როცა დასავლური (დასაჯდომი) საპირფარეშოები ჯერ კიდევ არ იყო გავრცელებული.
ჩასარეცხი მექანიზმის მეშვეობით ხდება ექსკრემენტების გადატანა სპეციალურ რეზერვუარში, რომელიც დროგამოშვებით ცარიელდება კანალიზაციას უერთდება. ჩარეცხვა კი ძირითადად ხელით, ბერკეტის მეშვეობით ხდება. არის ასევე ჩასარეცხი მექანიზმები, რომლებიც ფეხით პედალირების მეშვეობით ხერხდება. მრავალ იაპონურ საპირფარეშოებში წყლის მომჭირნედ ხარჯვის მიზნით ჩასარეცხი მექანიზმის ორ საფეხური არსებობს „მცირე“ და „დიდი“.
შესაძლებელია ორი ვარიანტი: ერთ–ერთი საპირფარეშო ძირსაა დამაგრებული, ხოლო მეორე კი სიმაღლით 30 სანტიმეტრიან პოდესტზე დგას, რაც უადვილებს მამაკაცებს ზეზეულად შარდვას. ეს ორივე ვარიანტი განკუთვნილია ტანში გასვლისათვის: ჯდომის ნაცვლად საპირფარეშოს მომხმარებელი დაცუცქდება, თანაც პირით საპირფარეშოს კარისკენ კი არა, უკანა კედლის მიმართაა ჩაცუცქული, ანუ საპირფარეშოში შესული კარისკენ არ მოიბრუნებს პირს, არამედ პირდაპირ შესული შემოუბრუნებლად ჩასარეცხი ავზაკის პირისპირ ჩაიმუხლება.
მოსასაქმებელი ჭურჭელი საკმაოდ მცირე ზომისაა და თანაც თხელი. მოსაქმებისას მნიშვნელოვანია სხეულის წონასწორობის დაცვა. იმ უცხოელებისათვის, რომლებიც შინ სხვანაირ საპირფარეშოებს არიან შეჩვეული, ან იაპონიაში ეს–ესაა ჩამოვიდნენ, იქვე მილს ჩასჭიდებენ ხელს და ასე იცავენ ბალანსს. თუკი მილი ძალიან სუსტი კონსტრუქციისა არის, იქვე დამატებით სახელური იქნება დამაგრებული, რათა საპირფარეშოს მომხმარებელმა წონასწორობის დაცვა შესძლოს.
იაპონური ბიდე
რედაქტირებაურინალი (პისუარი)
რედაქტირებაიაპონიაში გავრცელებული ურინალები (პისუარები) და საშარდავი ღარები ძალიან ჰგავს მსოფლიოს დანარჩენ ნაწილებში უმეტესწილად არსებულ საზოგადოებრივ (მამაკაცების) საპირფარეშოებს. მეიჯის–ხანამდე და მის შემდგომაც ურინალებს არამარტო მამაკაცები არამედ ქალებიც გამოიყენებდნენ. ტრადიციულად კიმონოს საცვალის გარეშე, უნიფხვოდ ატარებდნენ ისე, რომ კიმონოს მოხდა ადვილად შესძლებოდათ. მოშარდვისას ისინი ვულვას ოდნავი გადაწევით უმიზნებდნენ ურინალს. ასე ახერხებდნენ იაპონელი ქალები ზეზეულად მოშარდვას. ეს ჩვევა XX საუკუნეში გაჰქრა, მას შემდეგ რაც იაპონელმა მანდილოსნებმა დასავლური ტანისამოსი მოირგეს. დღესდღეობით კიმონოს შიგნით თითქმის ყოველთვის საცვალს იცვამენ. ქალთა ურინალი 1950–იან 1960–იანი წლებში იყო განსაკუთრებით პოპულარული, მაგრამ ვერც ეს ტრადიცია ვერ იქნა შენარჩუნებული. დღეს თუ სადმე ჯერ კიდევ შეიძლება ქალთა ურინალების ხილვა, არის 1964 წლის ტოკიოს ოლიმპიადასთან დაკავშირებით აგებული ეროვნული სტადიონი.
მოწყობილობა, ინვენტარი, აქსესუარი
რედაქტირებაიაპონიაში ისევეა გავრცელებული საპირფარეშოს ქაღალდი, საპირფარეშოს ჯაგრისი და ა.შ. დასავლეთში, როგორც დასავლეთში. მიუხედავად ამისა ამ ქვეყანაში მაინც ნახავთ ზოგ ისეთ სპეციფიკურ ნივთს, რომელსაც იაპონიის გადაღმა ძნელად თუ წააწყდებით სადმე.
„ხმაურიანი პრინცესა“
რედაქტირებაბევრ იაპონელ ქალბატონს ეხამუშებოდა ის, რომ ვიღაცას შეიძლება გაეგონა მის მიერ საპირფარეშოს გამოყენებისას გამოცემული სპეციფიკური ხმები და ამ მიზეზის გამო სხეულის ფუნქციის ხმების ჩასახშობად ერთ ხერხს მიმართავდნენ ; ისინი გამუდმებით ხელს აჭერდნენ საპირფარეშოს ჩასარეცხ მექანიზმს. ყოველივემ კი ფრიად გაზარდა წყლის მარაგის დიდი რაოდენობით მოხმარება. გაწეულმა სპეციალურმა ახსნა-განმარტებითმა სამუშაოებმა დიდი ვერაფერი შედეგი გამოიღო და ამიტომაც 1980 წლიდან დაინერგა ახალი მოწყობილობა, რომელიც წყლის ჩარეცხვის მსგავს ხმას გამოსცემდა, ამან კი ისევ მნიშვნელოვანწილად შეამცირა წყლის არარაციონალური მომხმარება. ამ მხრივ ერთ-ერთი ცნობილი სამარკო ნიშანია ოტოჰიმე (音姫 [Otohime]), რომელიც სიტყვასიტყვით, იაპონური ღმერთქალის ამავე სახელის მიხედვით შეურჩევიათ და „ხმაურიან პრინცესას“ ნიშნავს. ღმერთქალის ეს სახელი კანჯით იწერებოდა – 乙姫. ოტოჰიმე იყო ზღვის მეფის რჲუჯინის [Ryūjin] ქალი.
ეს აპარატი დღესდღეობით ყველა ახლადაშენებულ საზოგადოებრივ საპირფარეშოშია დაყენებული. ამას გარდა ბევრი ძველი საპირფარეშო აღჭურვეს ოტოჰიმეთი. ოტოჰიმე არის ცალკე მოწყობილობა და მიმაგრებულია კედელზე, ანდა თივთონ ვოშლეტის ფუნქციაშია ინტეგრირებული.
ღილაკზე ხელის დაჭერით, ანდა სენსორზე ხელის აქნევით აქტივირდება და მუშაობაში მოდის ეს მოწყობილობა და გამოსცემს წყლის ჩხრიალის მსგავს ხმაურს. ეს ხმა გარკვეული დროის გასვლის შემდეგ ისევ წყდება. ამ ნოვაციის დანერგვის შედეგად, სავარაუდოდ ყოველ მოხმარებაზე საშუალოდ 20 ლიტრი წყლის დაზოგვა მოხერხდა. მიუხედავად ამისა, ზოგი ქალბატონი ჯერ კიდევ ფიქრობს, რომ "პრინცესის" ხმა მეტისმეტად ხელოვნურად ჟღერს და საპირფარეშოს მოხმარებისას ჩასარეცხ მოწყობილობაზე გამუდმებულ ხელის დაჭერას ამჯობინებს მაინც . მამაკაცების საპირფარეშოებში ჯერჯერობით არ გაჩენილა „ხმაურიანი პრინცესით“ მომსახურების მოთხოვნა.
საპირფარეშოს ქოშები
რედაქტირებაიაპონელთა ცხოვრება ხშირად იყოფა ე.წ. „სუფთა“ და „უსუფთაო“ ადგილებად, ამიტომ ცდილობენ ამ ორ სფეროს რაც შეიძლება ნაკლები შეხება ჰქონდეთ ერთმანეთთან. მაგალითისათვის ბინა არის „სუფთა“, ხოლო გარეთ კი „უსუფთაობაა“. ეს დაყოფა რომ შენარჩუნდეს ბინაში შესვლისას ფეხსაცმელების იხდიან–ხოლმე, რათა „უსუფთაო“ ფეხსაცმელები „სუფთა“ სივრცეში არ მოხვდეს.
ისტორიულად ფეხსაცმელებს სახლში არ ატარებდნენ, არამედ - გარეთ, ქუჩაში. საპირფარეშო მდებარეობდა ეზოში, რომელშიც საგანგებოდ ამ მიზნისთვის განკუთვნილი ფეხსაცმლით შედიოდნენ.
XX საუკუნეში სანიტარულ-ჰიგიენური სიტუაცია მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, გაჰქრა ეზოს ტულეტი, რომლის მაგივრად თანამედროვედ აღჭურვილი საპირფარეშოები გავრცელდა. თანამედროვედ აღჭურვილი საპირფარეშოები უკვე სახლებშია განთავსებული, მაგრამ საპირფარეშო სივრცე მაინც „უსუფთაო“ სივრცედ განიხილება, რომელშიც სპეციალური ფეხსაცმელებით შედიან.
ამ მიზეზის გამო საპირფარეშოს „უსუფთაო“ სივრცესა და საცხოვრებული ბინის „სუფთა“ იატაკს შორის უშუალო შეხება რომ არ იყოს ოჯახებისა და ზოგ საზოგადო საპირფარეშოების შესასვლელებში ე.წ. საპირფარეშოს ქოშები. ამ ქოშებს საპირფარეშოში შესვლისას იცვამენ, ხოლო იქიდან გამოსვლისას ისევ იხდიან-ხოლმე. საპირფარეშოს წინ ქოშების არსებობით შეიძლება ასევე მიხვდეთ საპირფარეშო მოცემულ მომენტში დაკავებულია თუ არა.
საპირფარეშოს ჩასარეცხი ავზაკი
რედაქტირებაბევრი საპირფარეშო აღჭურვილია სპეციალური წყლის დასაზოგი სისტემით. საპირფარეშოს ჩასარეცხი ავზაკის ხუფზე მომცრო ხელდასაბანი მოწყობილობაა, რომელშიც ხელის დასაბანად საჭირო წყლის რაოდენობაა დამარაგებული. ყოველივე კი მიზნად ისახავს წყლის მომჭირნედ ხარჯვას.
საზოგადოებრივი საპირფარეშო
რედაქტირებაკულტურული ასპექტები
რედაქტირებასანიტარული ინდუსტრია
რედაქტირებასიტუაცია ევროპაში
რედაქტირებადღესდღეობით იაპონური ვოშლეტები ევროპაშიცაა გავრცელებული. არც ისე დიდი ხნის წინ დადგინდა ევროპული ბაზრისთვის საჭირო მოთხოვნები და ნორმები. ამასობაში ტექნიკა ისეა განვითარებული, რომ შეესაბამება ევროპის კონტინენტზე გაყიდულ საშხაპე და საპირფარეშო ტექნიკის წარმოების სფეროში ევროკავშირის სივრცეში მიღებულ და გავრცელებულ სტანდარტებს.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- (ინგლისური) Japanese sewer history and modern technology
- (ინგლისური) Gesundheitliche Vorteile der Stehtoilette
- (იაპონური) The Japanese Toilet Association
- (გერმანული) High Tech Toiletten in Japan დაარქივებული 2008-03-25 საიტზე Wayback Machine.
- (გერმანული) YouTube video
- (გერმანული) Blog Artikel Der "Händewasch-Ort"
- (ინგლისური) The Culture Behind Japanese Toilets დაარქივებული 2015-12-23 საიტზე Wayback Machine.