რკინიგზის სადგური

რკინიგზის სადგურირკინიგზის ტრანსპორტის ძირითადი საექსპლუატაციო საწარმო, რომელსაც აქვს სალიანდაგო განვითარება, მგზავრების ვაგონებში ჩასასხდომი და გადმოსასვლელი, ტვირთის სატვირთავ-გადმოსატვირთავი მოწყობილობები და ნაგებობები. რკინიგზის სადგურზე ღებულობენ და უშვებენ მატარებლებს ემსახურებიან მგზავრებს, ტვირთავენ, გადმოტვირთავენ, ღებულობენ და გასცემენ ტვირთსა და ბარგს, ხოლო განვითარებული სალიანდაგო მოწყობილობის შემთხვევაში ადგენენ და ამუმავებენ მატარებლებს. სამუშაოს ხასიათის მიხედვით რკინიგზის სადგური არის შუალედური, უბნის, მახარისხებელი, სატვირთო და სამგზავრო, ხოლო სამუშაოს მოცულობისა და სირთულის მიხედვით – კლასგარეშე (ასრულებს დიდი მოცულობის სამუშაოს და აღჭურვილია მაღალი დონის ტექნიკით), აგრეთვე 1-5-მდე კლასისა.

თბილისის ცენტრალური სადგური

ლიტერატურა

რედაქტირება