ენიო მორიკონე
ენიო მორიკონე (იტალ. Ennio Morricone; დ. 10 ნოემბერი, 1928, რომი — გ. 6 ივლისი, 2020, რომი) — იტალიელი კომპოზიტორი და დირიჟორი. მხატვრული და ტელეფილმებისთვის მორიკონემ 500-ზე მეტი მუსიკა დაწერა.
ენიო მორიკონე | |
---|---|
მაესტრო | |
![]() ენიო მორიკონე კანის კინოფესტივალზე 2012 წელს | |
ბიოგრაფია | |
დაბ. თარიღი | 10 ნოემბერი, 1928 |
დაბ. ადგილი | რომი[1] |
წარმოშობა | რომი, იტალია |
გარდ. თარიღი | 6 ივლისი, 2020 (91 წლის) |
გარდ. ადგილი | რომი, იტალია |
დასაფლავებულია | Laurentino |
ჟანრ(ებ)ი | კინო მუსიკა, კლასიკური მუსიკა, პოპ-მუსიკა, ჯაზი, ლაუნჯ მუსიკა |
საქმიანობა | კომპოზიტორი, დირიჟორი, მესაყვირე |
აქტიური | 1946–2020 |
ჯილდოები | გრემი (1988), ოსკარი (2007, 2016), ოქროს გლობუსი (1987, 2000, 2016), დავიდ დი დონატელო (1988, 1989, 1991, 1993, 1999, 2000, 2007, 2010, 2013) |
ხელმოწერა |
![]() |
საიტი | enniomorricone.it |
ენიო მორიკონე ვიკისაწყობში |
ბიოგრაფიარედაქტირება
დაიბადა 1928 წელს, ცნობილი ჯაზშემსრულებლის ოჯახში, იტალიის დედაქალაქ რომში. მამამისი უკრავდა ტუბაზე. ენიო მორიკონემ დაამთავრა წმინდა სესილიას სახელობის კონსერვატორია.
1950-იანი წლებიდან მოყოლებული მორიკონე მიიჩნევა, ერთ-ერთ გავლენიან კომპოზიტორად. მუსიკას ძირითადად ვესტერნის ჟანრის ფილმებისთვის წერდა. თანამშრომლობდა ისეთ ცნობილ რეჟისორებთან, როგორებიცაა სერჟიო ლეონე, ბერნარდო ბერტოლუჩი, პიერ პაოლო პაზოლინი და სხვები.
1962 წლიდან ენიო მორიკონე მუშაობას იწყებს ხმის ჩამწერ სტუდიაში, სადაც არანჟირებას უკეთებს მრავალ სიმღერას. 2007 წელს ენიო მორიკონეს კინემატოგრაფში შეტანილი დიდი წვლილისათვის ოსკარის პრემია მიენიჭა.
რესურსები ინტერნეტშირედაქტირება
სქოლიორედაქტირება
- ↑ გერმანიის ეროვნული ბიბლიოთეკა, ბერლინის სახელმწიფო ბიბლიოთეკა, ბავარიის სახელმწიფო ბიბლიოთეკა და სხვ. Record #119011328 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.