რიგის წმინდა პეტრეს ეკლესია

(გადამისამართდა გვერდიდან რიგის წმინდა პეტრეს ტაძარი)

რიგის წმინდა პეტრეს ეკლესია — ეკლესია ლატვიის დედაქალაქ რიგაში. რიგის ერთ-ერთი უძველესი ნაგებობა. პირველადი კონსტრუქცია აიგო 1209 წელს, როგორც საზოგადოების ეკლესია. როსტოკელმა მშენებელმა იოჰან რუმეშოტელმა XV საუკუნის დასაწყისში ეკლესია მნიშვნელოვნად განავრცო. ამჟამინდელი გუმბათის კოშკი 1746 წელს დასრულდა. მისი ბოლო რესტავრაცია 1973 წელს ჩატარდა.

წმინდა პეტრეს ეკლესიის გამორჩეული კოშკი

გუმბათს არსებობის განმავლობაში მეხი ექვსჯერ დაეცა და აქედან ორჯერ (1666 და 1721 წლებში) ჩამოიქცა. მეორე მსოფლიო ომამდე ეს იყო ყველაზე მაღალი ხის კონსტრუქცია ევროპაში. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში შენობის სახურავი და კოშკი ხანძარმა დააზიანა.

საბჭოთა ინჟინრებმა ეკლესია 1970-იან წლებში აღადგინეს. ეკლესიაში დამონტაჟდა ლიფტი, რომელსაც დამთვალიერებლები მის კოშკში 70 მეტრი სიმაღლეზე აჰყავდა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Зирнис, Гунар. Pētera baznīca — Рига, 1984.
  • Холцманис А. О чём рассказывает церковь Петра (буклет). — Рига: Авотс, 1980.