ჭადარი
ჭადარი (ლათ. Platanus) — მცენარეთა გვარი ჭადრისებრთა ოჯახისა. ფოთოლმცვივანი მაღალი ხეებია. სიმაღლე 50 მ, გარშემოწერილობა 18 მ აღწევს. ქერქი მომწვანო-ნაცრისფერია, ღეროს სისქეში ზრდასთან ერთად აშრევდება ხოლმე. ფოთლები თათისებრ განკვეთილია, გრძელყუნწიანი ყვავილები წვრილია, ცალსქესიანი, შეკრებილია მჭიდრო თავაკ ყვავილედად. ნაყოფი კრებადი კაკლუჭაა, მთელი ზამთარი ხეზე რჩება, გაზაფხულზე კი იშლება კაკლუჭებად.
ჭადარი | ||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| ||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||||
| ||||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||||
Platanus | ||||||||||||||
|
ჭადარი სწრაფად მზარდი ხეა, ცოცხლობს 2000 წლამდე. ლამაზი, მსუბუქი და მაგარი მერქანი აქვს. იყენებენ სადურგლო საქმეში.
ჭადრის 10-მდე სახეობა გავრცელებულია ჩრდილოეთ ამერიკაში და აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთიდან ინდოჩინეთამდე. საქართველოში კულტივირებულია 2 სახეობა: აღმოსავლური ჭადარი (P. orientalis) და დასავლური ჭადარი (P. occidentalis), რომლებიც მოშენებულია ბაღ-პარკებსა და ქუჩებში. საქართველოში ყველაზე დიდი ჭადარი დგას თელავში, რომლის გარშემოწერილობა 12 მ აღწევს.
ლიტერატურა
რედაქტირება- მიქელაძე ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 375.