ღუნიბის მოედანი — ყოფილი მოედანი ძველ თბილისში იმ ადგილზე, სადაც ახლა საქართველოს პარლამენტის შენობა დგას რუსთაველის გამზირზე. სახელწოდება მოედანმა მიიღო რუსეთის ჯარის მიერ 1859 წ. 25 მარტს დაღესტანში შამილის ციხესიმაგრის, ღუნიბის აღების აღსანიშნავად. 1897 წ. ალექსანდრე ნეველის სამხედრო ტაძრის მშენებლობასთან დაკავშირებით მოედანს ტაძრის მოედანი („სობორნი“) ეწოდა, თუმცა მან ფაქტობრივად არსებობა შეწყვიტა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • კვირკველია, თ., ძველთბილისური დასახელებანი, გვ. 89. «საბჭოთა საქართველო», თბ., 1985
  • ძიძიგური მ., იოსებიძე დ. XIX საუკუნეში ნიკოლოზისა და ღუნიბის მოედნების დაარსებისა და მათი შემდგომი სახეცვლილების შესახებ // კავკასიის მაცნე: (სპეციალური გამოცემა [3]). – 2004 . – გვ. 33-38. რეზ. რუს. და ინგლ. ენებზე