მანიერიზმი, იგივე გვიანი რენესანსი (იტალ. maniera — მანერა, სტილი) — მიმდინარეობა ხელოვნებასა და ლიტერატურაში 1520-1580 წლებში.

ლაოკოონი, 1614, ელ გრეკო

მახასიათებლები

რედაქტირება

იმ პერიოდში, როცა რენესანსულმა ხელოვნებამ უმაღლეს წერტილს მიაღწია საგნებისა და სხეულების უნაკლო გამოსახვაში, ზოგიერთი ხელოვანი უარს ამბობს პროპორციების სიზუსტეზე, ფერთა ჰარმონიაზე, დამაჯერებლობაზე და მიზნად ისახავს უფრო ემოციური და არტისტული ეფექტის მოხდენას. მანიერიზმს ახასიათებს:

  • დანაწევრებული სივრცე
  • ბუნდოვანი და არეული სურათი
  • სხეულთა დეფორმაცია
  • მოძრაობის გამოსახვა

მანიერიზმის ნიმუშებია ჯაკოპო და პონტორმოს იოსები ეგვიპტეში, სადაც ჩაცმულობაც, ნაგებობებიც, ფერებიც სრულ შეუსაბამობაშია ბიბლიურ სცენებთან. როსო ფიორენტინიმ, რომელიც პონტორმოს მოსწავლე იყო, 1530 წელს ფლორენციული მანიერიზმი შეიტანა ფონტენბლოში. იგი გახდა ფუძემდებელი XVI საუკუნის ფრანგული მანიერიზმისა, რომელიც ასევე ცნობილია „ფონტენბლოს სკოლის“ სახელით. საფრანგეთიდან ეს მიმდინარეობა გავრცელდა ბელგიაში, ინგლისსა და გერმანიაში.

ლიტერატურაში მანიერიზმზე ძლიერ გავლენას ახდენს იტალიელი ჯიოვანი ბატისტა მარინო. თავის ლექსებში მას გამოყენებული აქვს ახალი მანერა - მანიერიზმი, რომელიც ეძებს ორიგინალობას, ფორმას, ტონს.

ბაროკო და მანიერიზმი

რედაქტირება

დინამიურობისა და მოძრაობისადმი ინტერესით მანიერიზმი ბაროკოს მოასწავებს, ამიტომ მას ზოგჯერ პრებაროკულ პერიოდადაც მოიხსენიებენ.

ბაროკოსა და მანიერიზმის ზოგადი პრინციპები შემდეგია:

  • ორივე არის მოძრაობის, დინამიურობის ხელოვნება, მაგრამ მანიერიზმში მთავარია სტილისტური ვირტუოზულობა, ბაროკოში კი - გამომსახველობა.
  • ორივე სურათის ხელოვნებაა. მანიერიზმში სურათი დეკორატიულია, ბაროკოში კი - ფუნქციონალური.
  • მანიერიზმში მთლიანობა დანაწევრებულია, დეცენტრალიზებული, ბაროკოში კი - რთული და გლობალური.
  • მანიერიზმში ილუზია მცემულია როგორც ასეთი, ბაროკოში კი - როგორც რეალური.
  • მანიერიზმი სამეფო კარის ხელოვნებაა, ბაროკო კი მიმართავს ფართო პუბლიკას და მისი მიზანია ხალხის დარწმუნება, მოხიბვლა.

მანიერისტი მხატვრები

რედაქტირება
 
არჩიმბოლდო, მილანელი მანიერისტი

არქიტექტორები და მოქანდაკეები

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება