ჯუზეპე არჩიმბოლდო

(გადამისამართდა გვერდიდან არჩიმბოლდო)

ჯუზეპე არჩიმბოლდო (იტალ. Giuseppe Arcimboldo; დ. დაახლ. 1527, მილანი — გ. 11 ივლისი, 1593, იქვე) — იტალიელი ფერმწერი.

ჯუზეპე არჩიმბოლდო
დაიბადა 1527[1]
დაბადების ადგილი მილანი[2] [3] [1]
გარდაიცვალა 11 ივლისი, 1593(1593-07-11)[2] [1] [4] [5] [6] [7] [8]
გარდაცვალების ადგილი მილანი[2] [3] [1]
ჟანრი ნატურმორტი[4] , საპორტრეტო ფერწერა[4] , ალეგორია[4] , ანიმალისტური ფერწერა[4] , ფიგურა[4] , რელიგიური ხელოვნება[4] და პორტრეტი

სწავლობდა მამამისთან, ბიაჯი არჩიმბოლდოსთან, რომელთან ერთადაც მილანის ტაძარში შუშის ოსტატად მუშაობდა (1549–1558). მუყაოზე შეასრულა შპალერები მანიერისტული ორნამენტებით კომოს ტაძრისთვის (1558). 1562 წელს პრაღაში მიიწვია იმპერატორმა ფერდინანდ I-მა; მოგვიანებით სარგებლობდა იმპერატორების მაქსიმილიან II-ისა და რუდოლფ II-ის მფარველობით (იყო კარის მხატვარი 1587 წლამდე; 1591 წელს მიიღო პფალცგრაფის ტიტული). იყო საიმპერატორო კუნსტკამერის (იშვიათობათა კაბინეტის) კურატორი და კარის დღესასწაულების ორგანიზატორი (ეს ესკიზები შეადგენს მისი გრაფიკული მემკვიდრეობის ძირითად ნაწილს — უფიცის გალერეასა და სხვა კოლექციებში); დაკავებული იყო მუსიკისა და ფერის ხატოვანი შეწყობის პრობლემებს.[9]

ყველაზე მეტად ცნობილია როგორც მანიერიზმის მიმართულების უაღრესად უცნაური ნახატების ავტორი. უპირატესად ესენია ე.წ. ფანტასტიკური თავები — ჭრელი კოლორიტის მქონე „პორტრეტები“, რომლებიც შედგენილია საგულდაგულოდ ჩახატული მცენარეების, ნაყოფების, ყვავილების, მინერალებისა და სხვა ბუნებრივი საგნების შეთანწყობით (იშვიათად ხელნაკეთი ნივთებიც აქვს გამოყენებული, მაგალითად წიგნები; იხ. აგრ. ანამორფიზმი). ძირითადად ეს ნახატები არის წელიწადის დროებისა და ბუნებრივი სტიქიების პერსონიფიკაციები (დაცულია ვენის ხელოვნების ისტორიის მუზეუმში, ლუვრში, დრეზდენის გალერეასა და სხვ.), მხოლოდ ერთი წარმოადგენს ნამდვილ პორტრეტს („რუდოლფ II ვერტუმნუსის სახით“, დაახლ. 1591, სკუკლოსტერის ციხე, შვედეთი). აგრეთვე ხატავდა გროტესკულ ანთროპომორფულ პეიზაჟებს, სადაც ბორცვები და კლდეები თავისა და მხრების სახითაა წარმოჩენილი. მისი შემოქმედება ხელახლა აღმოაჩინეს XX საუკუნის სიურრეალისტებმა.[9]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. 2.0 2.1 2.2 Deutsche Nationalbibliothek Record #118503871 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  3. 3.0 3.1 http://www.getty.edu/vow/ULANFullDisplay?find=Giuseppe+Arcimboldo&role=&nation=&prev_page=1&subjectid=500028171
  4. 4.0 4.1 4.2 4.3 4.4 4.5 4.6 RKDartists
  5. Internet Speculative Fiction Database — 1995.
  6. Discogs — 2000.
  7. ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  8. Kaufmann T. D. Arcimboldo [Arcimboldi], Giuseppe // Grove Art Online / J. Turner[Oxford, England], Houndmills, Basingstoke, England, New York: OUP, 2017. — doi:10.1093/GAO/9781884446054.ARTICLE.T003904
  9. 9.0 9.1 Соколов М. Н. Арчимбольдо Джузеппе // Большая российская энциклопедия. т. 2. — М., 2005. — стр. 347.