გალერეა უფიცი (იტალ. Galleria degli Uffizi, სიტყვასიტყივთ — „კანცელარიის გალერეა“) — სასახლე ფლორენციაში, აგებული 1560-1581 წლებში და ამჟამად ევროპული სახვითი ხელოვნების ერთ-ერთი უმსხვილესი და უმნიშვნელოვანესი მუზეუმია.

ვიწრო ეზო უფიცის ორ ფრთას შორის
უფიცის დერეფნის ხედი

უფიცის ისტორია იწყება 1559 წელს, როდესაც ფლორენციის მმართველმა კოზიმო I მედიჩიმ ქალაქის ყველა ადმინისტრაციული სამსახურის გაერთიანება ერთ ვრცელ სასახლეში ჩაიფიქრა. პროექტის რეალიზაციისთვის მოიწვიეს ხელოვანი ჯორჯო ვაზარი, რომელმაც მუშაობა 1560 წელს დაიწყო. თუმცა 1574 წელს ვაზარი გარდაიცვალა და სამუშაო მისმა მოსწავლემ ბერნარდო ბუონტალენტიმ დაასრულა. 1575 წელს უფიცის შენობაში დაიწყო მუზეუმის ჩამოყალიბება. მისი საფუძველი მედიჩის საოჯახო კოლექცია გახდა.

კოლექცია

რედაქტირება

მუზეუმის კოლექცია იზრდებოდა მედიჩის დინასტიის დაცემის შემდეგაც. ამჟამად ის მოიცავს ისეთ იტალიელ ხელოვანთ შედევრებს, როგორებიცაა ჯოტო, ბოტიჩელი, ლეონარდო და ვინჩი, რაფაელი, ჯორჯონე, ტიციანი, უჩელო, ფილიპო ლიპი, ჩიმაბუე, პიერო დელა ფრანჩესკა და სხვანი. აქვეა ანტიკური, ფრანგული, ესპანური, გერმანული, ჰოლანდიური და ფლამადრიული ხელოვნების ნიმუშებიც.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: