ფერდინანდ I (სრი)
ფერდინანდ I (დ. 10 მარტი 1503; ალკალა-დე-ენარესი, ესპანეთი — გ. 25 ივლისი 1564; ვენა, ავსტრია) — საღვთო რომის იმპერატორი 1558 - 1564 წლებში; ასევე იყო 1526 წლიდან უნგრეთისა და ბოჰემიის მეფე, 1527 წლიდან კი ხორვატიის მეფეც, სიკვდილამდე. ტახტზე ასვლამდე კი თავისი ძმის, იმპერატორ კარლ V-ის სახელით მართავდა ავსტრიულ სამემკვიდრეო მიწას ჰაბსბურგთა მხრიდან. ზეობის პერიოდში ფერდინანდის მთავარი გამოწვევა იყო შეჯიბრი ოსმალეთის იმპერიასთან, რომელმაც განსაკუთრებით დიდ წარმატებას 1520-იან წლებში მიაღწია მთელი ცენტრალური ევროპის მასშტაბით; ასევე, რეფორმაცია, რომელმაც შედეგად მოიტანა ქრისტიანული რელიგიის კიდევ რამდენიმე მიმართულებად დაყოფა.
წინაპრები რედაქტირება
ფერდინანდ I-ის წინაპრები
რესურსები ინტერნეტში რედაქტირება
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
- A pedigree of the Habsburg დაარქივებული 2012-07-16 საიტზე Wayback Machine.