სურენ ავჩიანი
სურენ გიორგის ძე ავჩიანი (დ. 5 აგვისტო, [ძვ. სტ. 24 ივლისი], 1904, თბილისი — გ. 2 ივნისი, 1985) — სომეხი მწერალი, ლიტერატურის მკვლევარი, მთარგმნელი. საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1964).
სურენ ავჩიანი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 24 ივლისი (6 აგვისტო), 1904[1] ან 5 აგვისტო, 1904[2] |
დაბადების ადგილი | თბილისი[1] [2] |
გარდაცვალების თარიღი | 2 ივნისი, 1985[2] (80 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | თბილისი[2] |
დასაფლავებულია | თბილისის სომხური პანთეონი |
საქმიანობა | მწერალი[1] [2] , cultural activist[1] და მთარგმნელი[2] |
ეროვნება | სომხები[1] [2] |
ალმა-მატერი | ნერსისიანის სკოლა[1] |
ჯილდოები | საქართველოს სსრ-ის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე[2] |
განათლება მიიღო თბილისში, ნერსესის სემინარიაში (1916–1920). ცხოვრობს საქართველოში. პირველი ლექსი გამოაქვეყნა 1923 წელს. ავტორია პიესებისა „სოსი და ვარდითერი“ (1946), „ქოროღლი“ (1948), „საიათნოვა“ (1950), „პელ-პუღი“ (1956), ლექსთა კრებულისა „ლექსები“ (1959). მისი შრომებიდან აღსანიშნავია „ხელოვნება და ხელოსნობა“ (1930), „ქართულ-სომხური თეატრალური ურთიერთობანი“ (1960). ეწევა ნაყოფიერ მთარგმნელობითს მოღვაწეობას: სომხურიდან ქართულად თარგმნა ო. თუმანიანის „დავით სასუნცი“ (1939), ა. შირვანზადეს „ქაოსი“ (1950) და სხვა, ქართულიდან სომხურად — ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსები და „ბედი ქართლისა“ (1946), კონსტანტინე გამსახურდიას „დიდოსტატის მარჯვენა“ (1961).
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 183.
- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 სომხური საბჭოთა ენციკლოპედია / Վ. Համբարձումյան, Կ. Խուդավերդյան — Հայկական հանրագիտարան հրատարակչություն, 1974.
- ↑ 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 2.5 2.6 2.7 Հայկական համառոտ հանրագիտարան — Հայկական հանրագիտարան հրատարակչություն, 1990. — ტ. 1.