ვიქტორ ამბარცუმიანი

სომეხი მეცნიერი

ვიქტორ ამაზასპის ძე ამბარცუმიანი (სომხ. Վիկտոր Համբարձումյան; დ. 5 (18) სექტემბერი1908, თბილისი — გ. 12 აგვისტო, 1996) — სომეხი მეცნიერი, თეორიული ასტროფიზიკის ერთ-ერთი დამაარსებელი[24], სსრკ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1953, წევრ-კორესპონდენტი, - 1939), სომხეთის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1943) და პრეზიდენტი (1947), სოციალისტური შრომის გმირი (1968), სსრკ III-IX მოწვევების უმაღლესი საბჭოს დეპუტატი.

ვიქტორ ამბარცუმიანი
სომხ. Վիկտոր Համազասպի Համբարձումյան
დაბ. თარიღი 5 (18) სექტემბერი, 1908[1] [2] [3]
დაბ. ადგილი თბილისი, ტფილისის გუბერნია, რუსეთის იმპერია[2] [3]
გარდ. თარიღი 12 აგვისტო, 1996(1996-08-12)[1] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [3] (87 წლის)
გარდ. ადგილი ბიურაკანი[13] [3]
დასაფლავებულია ბიურაკანი[3]
მოქალაქეობა  რუსეთის იმპერია
 სსრკ[14]
 სომხეთი[15] [16]
ეროვნება სომხები[17] [2]
საქმიანობა ასტროფიზიკოსი[2] [3] , პოლიტიკოსი და ასტრონომი[18]
მუშაობის ადგილი სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტი[17] , Yelabuga branch of Kazan Federal University[17] , ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტი[17] [2] და ბიურაკანის ობსერვატორია[17] [2] [3]
ალმა-მატერი გერცენის უნივერსიტეტი[17] , სანქტ-პეტერბურგის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი[17] და პულკოვოს ობსერვატორია[17]
განთქმული მოსწავლეები ვიქტორ სობოლევი
სამეცნიერო ხარისხი ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი[3]
მამა ჰამაზასპ ამბარცუმიანი
შვილ(ებ)ი რაფაელ ამბარცუმიანი და რუბენ ამბარცუმიანი
ჯილდოები სტალინური მე-2 ხარისხის პრემია, ჟიულ ჟანსენის პრემია, ლენინის ორდენი, ოქტომბრის რევოლუციის ორდენი, საპატიო ნიშნის ორდენი, ბრიუსის მედალი[19] , სომხეთის ეროვნული გმირი, ერევნის საპატიო მოქალაქე, სომხეთის სსრ-ის მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, შრომის წითელი დროშის ორდენი, შრომითი მამაცობის მედალი, მიხეილ ლომონოსოვის სახელობის დიდი ოქროს მედალი[20] , ჰელმჰოლცის მედალი, ასტრონომიის სამეფო საზოგადოების ოქროს მედალი, კოთენიუსის მედალი, ლენინის ორდენი, ლენინის ორდენი, ნამგალი და ურო, ლენინის ორდენი, ლენინის ორდენი, ნამგალი და ურო, შრომის წითელი დროშის ორდენი, სტალინური 1-ლი ხარისხის პრემია, რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო პრემია, ჟანსენის მედალი, ამერიკის ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიის წევრი, სამეფო საზოგადოების უცხოელი წევრი[21] , სსრკ-ის სახელმწიფო პრემია, სსრკ-ის სახელმწიფო პრემია, სოციალისტური შრომის გმირი, უნგრეთის რესპუბლიკის დროშის ორდენი, ორდენი „კირილე და მეთოდე“, სომხეთის მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, სტალინური პრემია, Armenian SSR State Prize, Commander of the Cross of the Order of Merit of the Republic of Poland, ორდენი პოლონეთის რესპუბლიკის წინაშე დამსახურებისათვის და doctor honoris causa from the University of Paris[22] [23]
საიტი ambartsumian.ru

ამბარცუმიანმა 1946 წელს დააარსა ბიურაკანის ობსერვატორია[25][26]. იგი იყო სომხეთის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მეორე პრეზიდენტი (1947-1993) და ასევე 1961-დან 1964 წლამდე იმყოფებოდა საერთაშორისო ასტრონომიული კავშირის პრეზიდენტის თანამდებობაზე.

ბიოგრაფია

რედაქტირება

ამბარცუმიანის გამოკვლევები შეეხება ვარსკვლავთა დინამიკას, თეორიულ ასტროფოზიკას, ჩვენი გალაქტიკისა და გარეშე გარეგალაქტიკის ასტრონომიულ პრობლემებს. დაამუშავა პლანეტისებრი ნისლეულების სხივური წონასწორობის თეორია. წამოაყენა ახალი და არასტაციონარული ვარსკვლავების ზედაპირიდან ამოფრქვეული მატერიის მასის განსაზღვრის მეთოდი. განავითარა არასტაციონარული ვარსკვლავებიდან არასითბური პროცესების შედეგად ენერგიის გამოყოფის კონცეფცია. დაადგინა, რომ ცალკეული ვარსკვლავების გამოყოფის შედეგად ვარსკვლავთგროვები იშლება და ამის საფუძველზე შეაფასა ამ გროვათა ასაკი. გამოიკვლია (შ. გორდელაძესთან ერთად), რომ სინათლის ვარსკვლავთშორისი შთანთქვა გამოწვეულია ცალკეული ბნელი ნისლეულებით, რომელთა ზოგიერთი მახასიათებელი თვითონვე განსაზღვრა. აღმოაჩინა გალაქტიკაში ახალი ტიპის ვარსკვლავთა სისტემები - ვარსკვლავთა ასოციაციები. შეიმუშავა ბარიონული ვარსკვლავების თეორია. დაადგინა გალაქტიკების ბირთვების კოსმოგონიურუ აქტივობა, რომელიც გრანდიოზულ არასტაციონარულ მოვლენებს იქვევს. ამბარცუმიანის შეხედულებით, რადიოგალაქტიკები არის გიგანტი გალაქტიკების განვითარების ხანმოკლე ეტაპი. ამბარცუმიანი საბჭოთა თეორიული ასტროფიზიკური სკოლის ფუძემდებელია, იყო უცხოეთის სხვადასხვა მეცნიერებათა აკადემიებისა და სამეცნიერო საზოგადოების წევრი, სსრკ სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1946, 1950). სკკპ წევრი 1940 წლიდან. დაჯილდოებულია სამი ლენინის ორდენით, სხვა ორდენებითა და მედლებით.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 2.5 სომხური საბჭოთა ენციკლოპედია / Վ. Համբարձումյան, Կ. ԽուդավերդյանՀայկական հանրագիտարան հրատարակչություն, 1974.
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 3.4 3.5 3.6 3.7 Armenian Concise EncyclopediaՀայկական հանրագիտարան հրատարակչություն, 1990. — ტ. 3.
  4. Massevitch A. G. Viktor Amazaspovich Ambartsumian
  5. Ambartsumian R. V. A life in astrophycis. Selected papers of Viktor A. Ambartsumian // AstrophysicsSpringer Science+Business Media, 1998. — Vol. 41, Iss. 4. — P. 328–330. — ISSN 0571-7256; 1573-8191doi:10.1007/BF02894658
  6. Kalloghlian A. T. On the 90th birthday of Academician V. A. Ambartsumian, founder of the journal Astrophysics, at Symposium No. 194 of the International Astronomical Union // AstrophysicsSpringer Science+Business Media, 1998. — Vol. 41, Iss. 4. — P. 325–327. — ISSN 0571-7256; 1573-8191doi:10.1007/BF02894657
  7. Victor Ambartsumian — 2009.
  8. KNAW Past Members
  9. ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  10. Store norske leksikon — 1978. — ISSN 2464-1480
  11. Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  12. Victor Amazaspovitch Ambartsumian / B. Delmas — 2009.
  13. The Modern Physics of Compact StarsVolkswagen Foundation.
  14. Litvinov V. G., Medvedev N. G. Some optimal and inverse problems for orthotropic noncircular cylindrical shells // Journal of Optimization Theory and ApplicationsSpringer Science+Business Media, 1984. — Vol. 42, Iss. 2. — P. 229–246. — ISSN 0022-3239; 1573-2878doi:10.1007/BF00934298
  15. Armenia famous native sons and daughters
  16. Halton C. Arp, Astronomer Who Challenged Big Bang Theory, Dies at 86 // The New York Times / J. KahnManhattan: New York Times Company, A. G. Sulzberger, 2014. — ISSN 0362-4331; 1553-8095; 1542-667X
  17. 17.0 17.1 17.2 17.3 17.4 17.5 17.6 17.7 MacTutor History of Mathematics archive — 1994.
  18. Czech National Authority Database
  19. https://phys-astro.sonoma.edu/brucemedalists/viktor-ambartsumian
  20. Большая золотая медаль РАН имени М.В.Ломоносоваრუსეთის მეცნიერებათა აკადემია.
  21. List of Royal Society Fellows 1660-2007ლონდონის სამეფო საზოგადოება. — გვ. 10.
  22. Une lettre de M. Ambartsoumian / J. FenoglioParis: Société éditrice du Monde, 1979. — P. 8. — ISSN 0395-2037; 1284-1250; 2262-4694
  23. https://ambartsumian.sci.am/membership/other.php
  24. Blaauw, Adriaan (1997). „V. A. Ambartsumian (18 September 1908–12 August 1996)“. Journal of Astrophysics and Astronomy. Indian Academy of Sciences. 18: 1–8. Bibcode:1997JApA...18....1B. doi:10.1007/BF02714847. ISSN 0250-6335.
  25. Israelian, Garik. „Obituary: Victor Amazaspovich Ambartsumian, 1912 [sic] – 1996“. Bulletin of the American Astronomical Society. 29 (4): 1466–1467. Bibcode:1997BAAS...29.1466I.
  26. „In Passing: Victor Amazaspovich Ambartsumian (1908–1996)“. Journal of the Royal Astronomical Society of Canada. 90: 351. 1996.