ნისლეულები

(გადამისამართდა გვერდიდან ნისლეული)

ნისლეულივარსკვლავთაშორისი ღრუბელი, რომელიც მტვრის, გაზისა და პლაზმისაგან შედგება, გამოირჩევა თავისი გამოსხივებით ან მისი შთანთქმით გარე სამყაროსთან შედარებით.

ორიონის დიდი ნისლეული

ვარსკვლავთა გარდა სამყაროში დიდი რაოდენობით გვხვდება გაზმტვეროვანი, კოსმოსური ღრუბლები. მათი უმრავლესობა ბნელია და შეუიარაღებელი თვალისათვის უხილავია. საერთოდ ყველა ნისლეული ბნელია, თუმცა იმ შემთხვევაში თუ მის ახლოს გვხვდება ვარსკვლავი, მაშინ ღრუბელი იწყებს სხვადასხვა ფერში ციალს. ხშირად ბნელი ნისლეულების აღმოჩენა ოპტიკური ტელესკოპით ჭირს, ამიტომ მათზე დაკვირვებები რადიო და რენტგენული ხელსაწყოებითაც მიმდინარეობს ხოლმე.

გარდა ამისა, ცნობილია, რომ ვარსკვლავთა წარმოშობის პროცესი ასეთ კოსმოსურ ნისლეულებში მიმდინარეობს. ერთ-ერთ ასეთ ვარსკვლავთ მშობელ არეს წარმოადგენს, ერთადერთი, შეუიარაღებელი თვალით ხილული, ორიონის ნისლეული.

დიფუზური ნისლეული

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება