ვაშინგტონი

(გადამისამართდა გვერდიდან კოლუმბიის ოლქი)
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ვაშინგტონი (მრავალმნიშვნელოვანი).

ვაშინგტონი (ინგლ. Washington) — ამერიკის შეერთებული შტატების დედაქალაქი.[1] ფედერალური ოლქი აშშ-ში, მდებარეობს სამხრეთ ატლანტიკურ რეგიონში. დაარსდა ამერიკის რევოლუციის შემდეგ, როგორც ახალი, დამოუკიდებელი სახელმწიფოს მთავრობის ადგილი; სახელი ეწოდა აშშ-ის პირველი პრეზიდენტისა და დამფუძნებელი მამის, ჯორჯ ვაშინგტონის პატივსაცემად.[2] როგორც აშშ-ის მთავრობისა და რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციის ადგილსამყოფელი, ვაშინგტონი მნიშვნელოვანი მსოფლიო პოლიტიკური დასახლებაა.[3] ესაზღვრება მერილენდსა და ვირჯინიას; ტურისტული თვალსაზრისით ქალაქი ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილია, რომელსაც ყოველწლიურად 20 მილიონზე მეტი მნახველი სტუმრობს.[4][5]

დედაქალაქი
ვაშინგტონი
Washington, D.C.
დროშა გერბი


Justitia Omnibus
ქვეყანა აშშ-ის დროშა აშშ
ფედერალური ოლქი კოლუმბიის ოლქი
კოორდინატები 38°53′42″ ჩ. გ. 77°02′12″ დ. გ. / 38.895111° ჩ. გ. 77.03667° დ. გ. / 38.895111; -77.03667
ქალაქის მერი ვინსენტ გრეი
დაარსდა 1790
ფართობი 177.0 კმ²
ცენტრის სიმაღლე 0–125
მოსახლეობა 601 723 კაცი (2010)
სიმჭიდროვე 3 481 კაცი/კმ²
აგლომერაცია 5 5 მილიონი
სასაათო სარტყელი UTC-5, ზაფხულში UTC-4
სატელეფონო კოდი 202
საფოსტო ინდექსი 20001-20560, 20565-20599,
56901, 56915, 56920, 56944
ოფიციალური საიტი dc.gov
ფოტო სატელიტიდან
(2002)
ვაშინგტონი — აშშ
ვაშინგტონი

1790 წელს მერილენდის შტატიდან გამოყოფილ იქნა დედაქალაქის ასაშენებლად. 1791-დან დედაქალაქია. ქალაქი მდებარეობს მდინარე პოტომაკზე, აგებულია პიერ-შარლ ლანფანის გეგმის მიხედვით, მთავარი მონუმენტებია: კაპიტოლიუმი, ვაშინგტონის მონუმენტი.

2019 წლის მონაცემებით ვაშინგტონს 705 749 მოსახლე ჰყავდა.[6] მერილენდიდან და ვირჯინიის გარეუბნებიდან გადმოსული ადამიანებით ვაშინგტონის მოსახლეობა სამუშაო დღეებში მილიონს აჭარბებს. 6.2 მილიონი მოსახლით ვაშინგტონის მეტროპოლიტენის მიდამო (მერილენდის, ვირჯინიის და დასავლეთ ვირჯინიის ნაწილების ჩათვლით) სიდიდით მესამეა მთელ აშშ-ში.

 
ვაშინგტონის მონუმენტი ტიდალის აუზის ხედით (2007 წლის აყვავებული ალუბლის ხეების ეროვნული ფესტივალი)

კიოპენის კლიმატის კლასიფიკაციის მიხედვვით ვაშინგტონს ახასიათებს ნოტიო სუბტროპიკული კლიმატი.[7] ტრევარტას კლასიფიკაციით იგი ოკეანური კლიმატით ხასიათდება.[8] ზამთარი, ჩვეულებრივ, ცივია მცირე თოვლით, ზაფხული კი ცხელი და ნოტიო.

გაზაფხული და შემოდგომა ზომიერად თბილია, ხოლო ზამთარი — ცივი; თოვლის წლიური საშალო ოდენობა 39 სანტიმეტრია. დეკემბრის შუა რიცხვებიდან თებერვალის შუა რიცხვებამდე საშუალო ტემპერატურა 3 გრადუსია.[9] ამასთან, ზამთარში ტემპერატურა 16 გრადუსს იშვიათად აღემატება.[10]

ზაფხული ცხელი და ნოტიოა, ივლისში ტემპერატურის საშუალო მაჩვენებელი 26,6 გრადუსია და საშუალო დღიური ფარდობითი ტენიანობა დაახლოებით 66%-ია. ზაფხულში ტემპერატურა რეგულარულად უახლოვდება 38 გრადუსს.[11] ზაფხულში სიცხისა და ტენიანობის ერთობლიობა საკმაოდ ხშირად წარმოქმნის ჭექა-ქუხილს, ზოგიერთ მათგანში ზოგჯერ ტორნადოდ გარდაიქმნება ვაშინგტონის ტერიტორიაზე.[12]

ზაფხულის ბოლოსა და შემოდგომის დასაწყისში ქალაქს იშვიათად კვეთს ქარიშხლები, თუმცა, ნაწილობრივ ქალაქის მდებარეობის გამო, უმეტესად, ვაშინგტონამდე მხოლოდ შესუსტებული სახის ქარიშხალი აღწევს.[13] სხვადასხვა სახის ნალექები ქალაქში მთელი წლის განმავლობაში მოდის.[14]

კლიმატური ცვლილებების გამო მომავალში ვაშინგტონის საშუალო ტემპერატურა გაიზრდება, ხოლო წვიმები გახშირდება.[15]

ვაშინგტონში უმაღლესი ტემპერატურა, 41 გრადუსი, ორჯერ დაფიქსირდა, 1918 წლის 6 აგვისტოსა და 1930 წლის 20 ივლისს.[16] ხოლო უდაბლესი ტემპერატურა, -26 გრადუსი, 1899 წლის 11 თებერვალს, ამავე წლის დიდი ქარბუქის წინ, დაფიქსირდა.[17] ჩვეულებრივ, წლის განმავლობაში ქალაქში 32 გრადუსზე მაღალი ტემპერატურა 37 დღე, ხოლო ყინვა 64 დღე ფიქსირდება.[9] საშუალოდ, ყივნა პირველად 18 ნოემბერს, ხოლო უკანასკნელად 17 მარტს ფიქსირდება.[18][19]

მოსახლეობა

რედაქტირება
Demographic profile 2010[20] 1990[21] 1970[21] 1940[21]
თეთრკანიანები 38,5% 29,6% 27,7% 71,5%
 —არაესპანელი თეთრკანიანები 34,8% 27,4% 26,5%[22] 71,4%
შავკანიანი აფრიკელი ამერიკელები 50,7% 65,8% 71,1% 28,2%
ესპანელები ან ლათინოები (ნებისმიერი რასის) 9,1% 5,4% 2,1%[22] 0,1%
აზიელები 3,5% 1,8% 0,6% 0,2%

ვაშინგტონის მოსახლეობა 2019 წლის მონაცემებით არის 705 749.[6] ზრდის ტენდენცია ვაშინგტონში არის 2000 წლიდან, სადაც მანამდე 50 წლის განმავლობაში მუდმივად კლება ფიქსირდებოდა.[23] 2010 წლის აღწერის შემდეგ ქალაქის მოსახლეობა 100,000-ზე მეტი ადამიანით გაიზარდა.[6] 2010 წლის მონაცემებით ის იყო მოსახლეობის მიხედვით აშშ-ს 24-ე ქალაქი.[24] 2010 წლის მონაცემებით, ოლქებიდან სამუშაოდ შემოსული ადამიანების გამო ვაშინგტონის მოსახლეობა დღის განმავლობაში 1 მილიონს აღემატებოდა.[25] ოლქი რომ სახელმწიფო იყოს, იგი მსოფლიოში სიდიდით 49-ე ადგილს დაიკავებდა და იქნებოდა ისეთი სახელმწიფოებზე წინ, როგორებიცაა ვერმონტი და უაიომინგი.[26]

ვაშინგტონის მეტროპოლიტენი, რომელიც მოიცავს ოლქს და მის შემოგარენს, არის მეექვსე უდიდესი მიტროპოლიტური ტერიტორია შეერთებულ შტატებში, რომელსაც 2014 წლის მონაცემებით, 6 მილიონი მცხოვრები ჰყავს.[27] როცა ვაშინგტონის ტერიტორიაში შედიოდა ბალტიმორი და მისი მიმდებარე ადგილები, ვაშინგტონის მეტროპოლიტენის პოპულაცია 2016 წლის მონაცემებით 9,6 მილიონს შეადგენდა, რაც მას შეერთებულ შტატებში სიდიდით მეოთხე მეტროპოლიტენად აქცევდა.[28]

2017 წლის აღმწერი ბიუროს მონაცემებით ვაშინგტონის მოსახლეობაში შედიოდა: 47,1% შავკანიანი ან აფრო-ამერიკელი, 45,1% თეთრკანიანი (36,8% არა-ესპანელი თეთრკანიანი), 4,3% აზიელი, 0,6% ინდოელი ან ადგილობრივი ალასკელი და 0,1% ჰავაიელი ან სხვა წყნარი ოკეანის კუნძულის ადგილობრივი მოსახლე.[26]

ქალაქის დაარსების დღიდან ვაშინგტონში აფრო-ამერიკელთა მნიშნვნელოვანი პოპულაცია ცხოვრობს.[29] 1800-1940 წლებში აფრო-ამერიკელთა რიცხვი ქალაქის მოსახლეობის 30% შეადგენდა.[30] შავკანიანმა მოსახლეობამ რაოდენობის პიკს 1970-იან წლებში მიაღწია (გახდა დაახლოებით მოსახლეობით 70%), მაგრამ მას შემდეგ მათი რაოდენობა ქალაქში მნიშვნელოვნად შეამცირა შავკანიანების გარეუბნებში გადასახლებამ. ნაწილობრივ ჯენტრიფიკაციის შედეგად, 2000-2010 წლებში არა-ესპანელი თეთრკანიანების პოპულაცია 31,4%-ით გაიზარდა, ხოლო შავკანიანების რაოდენობა 11,5%-ით შემცირდა.[31]

2010 წლის მონაცემებით ქალაქის მოსახლეობის 17%-ს 18-წლამდე ახალგაზრდები წარმოადგენდა; ეს მაჩვენებელი აშშ-ის საშუალო მაჩვენებელზე 24%-ით დაბალი იყო. თუმცა, მოსახლეობის საშუალო ასაკით (34 წელი) ოლქს 50 შტატში ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ჰქონდა.[32] 2010 წლის მონაცემებით, ვაშინგტონის ოლქში ცხოვრობდა 81 734 იმიგრანტი;[33] ემიგრაციის ძირითადი წყაროები იყო: სალვადორი, ვიეტნამი, ეთიოპია.[34]

ვაშინგტონის რაიონის მოსახლეობაში: 17% ბაპტისტია, 13% კათოლიკე, 6% ევანგელური პროტესტანტი, 4% მეთოდისტი, 3% ეპისკოპალისტი/ანგლიკანი, 3% ებრაელი, 2% აღმოსავლელი მართლმადიდებელი, 1% ორმოცდაათიანელი, 1% ბუდისტი, 1% ადვენტისტი, 1% ლუთერანი, 1% მუსლიმი, 1% პრესვიტერიანი, 1% მორმონი და 1% ჰინდუ.[35]

2010 წლის მონაცემებით ოლქის მოსახლეობის 90%-ზე მეტს ჯანმთელობა დაზღვეული ჰქონდა, რაც აშშ-ის მეორე საუკეთესო მეჩვენებელი იყო. ეს ნაწილობრივ გამოწვეულია ქალაქის იმ პროგრამებით, რომლებიც დაბალი შემოსავლის მქონე პირებს ჯანმრთელობის დაზღვევაში ეხმარება.[36] 2009 წლის მოხსენებით დადგინდა, რომ ოლქის მოსახლეობის სულ მცირე სამ პროცენტს აქვს აივ-ინფექცია ან შიდსი.[37]

ღირშესანიშნაობები

რედაქტირება
 
ლინკოლნის მემორიალი, რომელსაც ყოველწლიურად 6 მილიონი ადამიანი სტუმრობს

ნაციონალური მოლი არის დიდი, ღია პარკი ვაშინგტონის ცენტრში, ლინკოლნის მემორიალსა და კაპიტოლიუმს შორის. მისი მნიშვნელობის გამო, მოლში ხშირად იმართება პოლიტიკური პროტესტები, კონცერტები, ფესტივალები და საპრეზიდენტო ინაუგურაციები. ვაშინგტონის მონუმენტი და ჯეფერსონ პიერის პარკის ცენტრთან ახლოს, თეთრი სახლის სამხრეთით მდებარეობს. ნაციონალური მოლის აღმოსავლეთით მდებარეობს მეორე მსოლფიო ომის მემორიალი; აგრეთვე მოლში ვხვდებით კორეის ომის ვეტერანთა მემორიალსა და ვიეტნამის ვეტერანთა მემორიალს.[38]

მოლის სამხრეთით მდებარეობს ტიდალის აუზი, რომლის გარშემო იაპონური ალუბლის ხეებია გაშენებული. ტიდალის აუზის გარშემო მდებარეობს ფრანკლინ დელანო რუზველტის მემორიალი, ჯორჯ მეისონის მემორიალი, ჯეფერსონის მემორიალი, მარტინ ლუთერ კინგ უმცროსის მემორიალი და კოლუმბიის ომის მემორიალი.[38]

ეროვნული არქივის სახლი ფლობს ათასობით დოკუმენტს, რომელიც ამერიკის ისტორიისთვის მეტად მნიშვნელოვანია; მათ შორისაა დამოუკიდებლობის დეკლარაცია, კონსტიტუცია და უფლებათა კანონპროექტი.[39] კაპიტოლის გორაკზე მდებარე სამსართულიანი შენობა, კონგრესის ბიბლიოთეკა - მსოფლიოში უდიდესი ბიბლიოთეკის კომპლექსი, რომლის კოლექციაში შედის 147 მილიონზე მეტი წიგნი, ხელნაწერი და სხვა მასალები.[40] შეერთებული შტატების უზენაესი სასამართლოს მშენებლობა დასრულდა 1935 წელს; ამ დრომდე სხდომები კაპიტოლის ძველი სენატის პალატაში იმართებოდა.[41]

ხელოვნება

რედაქტირება
 
ჯონ ფ. კენედის საშემსრულებლო ხელოვნების ცენტრი

ვაშინგტონი არის ეროვნული ხელოვნების ბირთვი. ჯონ ფ. კენედის საშემსრულებლო ხელოვნების ცენტრი არის ნაციონალური სიმფონიური ორკესტრის, ვაშინგტონის ნაციონალური ოპერისა და ვაშინგტონის ბალეტის ცენტრი. კენედის ცენტრის ღირსება გაიცემა ყოველწლიურად და ენიჭება მას, ვინც აშშ-ის კულტურაში დიდ წვლილს შეიტანს.[42] ფორდის ისტორიული თეატრი (პრეზიდენტ აბრაამ ლინკოლნის მკვლელობის ადგილი) ასრულებს როგორც საშემსრულებლო ადგილის, ისე ისტორიული მუზეუმის ფუნქციას.[43]

 
ნაციონალ პარკი

ვაშინგტონი შედის აშშ-ის იმ 13 ქალაქში, რომელთაც მამაკაცთა გუნდები ქვეყნის 4 ყველაზე პოპულარულ სპორტის სახეობაში ჰყავს. ვაშინგტონ უიზარდსი (ნაციონალური საკალათბურთო ასოციაცია) და ვაშინგტონ კაპიტალსი (ნაციონალური ჰოკეის ლიგა) შეხვედრებს „Capital One Arena“-ზე მართავენ. ვაშინგტონ მაისტიკსი (ქალთა ნაციონალური საკალათბურთო ასოციაცია) თამაშობს „წმ. ელიზაბედის აღმოსავლურ გასართობსა და სპორტის“ არენაზე. ნაციონალ პარკში, 2008 წელს ოლქის სამხრეთით გახსნილ ბეისბოლის მოედანზე, შეხვედრებს ატარებს ვაშინგტონ ნაციონალი (ბეისბოლის ძირითადი ლიგა).

ამჟამინდელ ვაშინიგტონის ოლქის გუნდებს პროფესიონალური ლიგის ჩემპიონობა 13-ჯერ აქვთ მოპოვებული: ვაშინგტონ რედსკინს ხუთჯერ (1980-აიენებში მოპოვებული სუპერ თასების ჩათვლით),[44] „D.C. United“-ს ოთხჯერ,[45] ხოლო ვაშინგტონ ვიზარდსს (შემდეგში ვაშინგტონ ბალეტსს), ვაშინგტონ კაპიტალს, ვაშინგტონ მისტიკსა და ვაშინგტონ ნაციონალს თითი-თითოჯერ აქვთ ჩემპიონობა მოპოვებული.[46][47]

სხვა პროფესიონალურ და ნახევრად-პროფესიონალურ გუნდებში შედიან: DC დეფენდერსი (XFL), ოლდ გლორი DC (ძირითადი რაგბის ლიგა), ვაშინგტონ ქასთლსი (მსოფლიო გუნდირი ჩოგბურთი); ვაშინგტონ D.C. სლეიერსი (აშშ-ს რაგბის ლიგა); ბალტიმორ ვაშინგტონ იგლსი (აშშ-ის ავსტრალიური ფეხბურთის ლიგა); D.C. დივასი (ქალთა დამოუკიდებელი საფეხბურთო ლიგა); და პოტომაკის ათლეტთა კლუბი RFC (რაგბის სუპერ ლიგა). ვაშინგტონი აგრეთვე მასპინძლობს ორ ძირითად ყოველწლიურ მარათონს: მარინე კორპსის მარათონს, რომელიც ყოველ შემოდგომას იმართება, და როკ'ნ'როლის აშშ-ის მარათონს, რომელიც გაზაფხულობით ტარდება. მარინე კორპსის მარათონმა სათავე 1976 წლიდან აიღო და ხშირად მოიხსენიებენ, როგორც „ხალხის მარათონი“, რადგან ესაა უდიდესი მარათონი, რომელიც მონაწილეებს პრიზებს არ სთავაზობს.[48]

ვაშინგტონის ოლქის 4 გუნდი თამაშობს NCAA-ს პირველ დივიზიონში; ეს გუნდებია: ამერიკან იგლსი, ჯორჯ ვაშინგტონ კოლონიალსი, ჯორჯთაუნ ჰოისი და „ჰოვარდ ბისონი და ლედი ბისონი“. მათგან გამორჩეულია ჯორჯთაუნ ჰოისის კაცთა საკალათბურთო გუნდი, რომელიც აგრეთვე კაპიტალ ვან არენაზე თამაშობს. 2008-20012 წლებში ოლქი მასპინძლობდა საკოლეჯო ფეხბურთის ყოველწლიური თასის თამაშებს RFK სტადიონზე.[49]

განათლება

რედაქტირება

უმაღლესი განათლება

რედაქტირება

კერძო უნივერსიტეტებში შედიან: ამერიკული უნივერსიტეტი (AU), ამერიკის კათოლიკური უნივერსიტეტი, გალადეტის უნივერსიტეტი, ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტი, ჯორჯთაუნის უნივერსიტეტი, ჰოვარდის უნივერსიტეტი, ტრინიტის ვაშინგტონის უნივერსიტეტი. კორკორანის ხელოვნებისა და დიზაინის კოლეჯი, უძველესი ხელოვნების სკოლა ქალაქში, 2014 წელს ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შეუერთდა და ახლა ფუნქციონირებს, როგორც აღნიშნული უნივერსიტეტის ხელოვნების სკოლა.

ოლქი ცნობილია ისეთი კვლევითი სამედიცინო დაწესებულებებითაც, როგორიცაა: „ვაშინგტონის ჰოსპიტალ ცენტრი“ და ბავშვთა ეროვნული სამედიცინო ცენტრი. გარდა ამისა, ქალაქში არის სამი სამედიცინო სკოლა და ასოცირებული სასწავლო საავადმყოფოები ჯორჯ ვაშინგტონის, ჯორჯთაუნის და ჰოვარდის უნივერსიტეტებში.[50]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Introduction: Where Oh Where Should the Capital Be? en.
  2. Washington, D.C. History F.A.Q. en-US (2014-05-27). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-09-10. ციტირების თარიღი: 2020-07-21.
  3. Broder, David S.. (February 18, 1990) Nation's Capital in Eclipse as Pride and Power Slip Away. დაარქივებულია ორიგინალიდან — აგვისტო 10, 2015. ციტატა: „In the days of the Truman Doctrine, the Marshall Plan and the creation of NATO, [Clark Clifford] said, we saved the world, and Washington became the capital of the world.ციტირების თარიღი: ივლისი 21, 2020.
  4. The 10 most-visited cities in the US this year. ციტირების თარიღი: March 6, 2018
  5. Cooper, Rebecca. (May 9, 2017) D.C. breaks another domestic tourism record. Washington Business Journal.
  6. 6.0 6.1 6.2 Population and Housing Unit Estimates. ციტირების თარიღი: May 21, 2020.
  7. Kottek, Markus; Grieser, Jürgen; Beck, Christoph; Rudolf, Bruno; Rubel, Franz (November 6, 2008). „World Map of the Köppen-Geiger climate classification updated“. Meteorologische Zeitschrift. 15 (3): 259. Bibcode:2006MetZe..15..259K. doi:10.1127/0941-2948/2006/0130. ISSN 0941-2948. დაარქივებულია ორიგინალიდან — September 6, 2010. ციტირების თარიღი: December 3, 2009.
  8. Peterson, Adam (2016-09-22), English: Trewartha climate types for the contiguous United States, https://commons.wikimedia.org/wiki/File:US_trewartha.svg. წაკითხვის თარიღი: 2019-03-08
  9. 9.0 9.1 "NowData - NOAA Online Weather Data" დაარქივებული 2015-07-24 საიტზე Wayback Machine. . National Oceanic and Atmospheric Administration. Retrieved October 3, 2019.
  10. https://www.washingtonpost.com/weather/2020/02/17/dc-area-forecast-temperatures-seesaw-this-week-between-mild-cool-while-extreme-winter-weather-stays-away/
  11. „Average Conditions: Washington DC, USA“. BBC Weather. ციტირების თარიღი: August 30, 2010.
  12. Iovino, Jim. Severe Storm Warnings, Tornado Watches Expire. NBCWashington.com. ციტირების თარიღი: August 30, 2010.
  13. Schwartz, Rick (2007). Hurricanes and the Middle Atlantic States. Blue Diamond Books, გვ. 9. ISBN 978-0-9786280-0-0. 
  14. "WMO Climate Normals for WASHINGTON DC/NATIONAL ARPT VA 1961–1990". National Oceanic and Atmospheric Administration. Retrieved July 18, 2020.
  15. United States Environmental Protection Agency. (2016). What Climate Change Means for the District of Columbia. (Report No. 123).
  16. Samenow, Jason (June 29, 2012). „Washington, D.C. shatters all-time June record high, sizzles to 104“. The Washington Post.
  17. Watson, Barbara McNaught. (November 17, 1999) Washington Area Winters. National Weather Service. დაარქივებულია ორიგინალიდან — December 31, 2010. ციტირების თარიღი: September 17, 2010.
  18. Grieser, Justin; Livingston, Ian (November 8, 2017). "The first freeze is coming Saturday and, for most of the D.C. area, it's historically late". The Washington Post.
  19. Livingston, Ian; Grieser, Justin (April 3, 2018). "When will the last freeze happen around the D.C. region, and when is it safe to plant?" The Washington Post.
  20. Demographic Characteristics of the District and Metro Area. DC Office of Planning/State Data Center.
  21. 21.0 21.1 21.2 District of Columbia—Race and Hispanic Origin for Selected Cities and Other Places: Earliest Census to 1990. U.S. Census Bureau. ციტირების თარიღი: April 21, 2012
  22. 22.0 22.1 From 15% sample
  23. Morello, Carol; Dan Keating (December 22, 2011). „D.C. population soars past 600,000 for first time in years“. The Washington Post. ციტირების თარიღი: August 26, 2011.
  24. Population Change for Places With Populations of 50,000 or More in the United States and Puerto Rico: 2000 to 2010. United States Census Bureau (September 27, 2011). ციტირების თარიღი: December 21, 2011.
  25. Austermuhle, Martin. (May 31, 2013) D.C.'s Population Grows 79 Percent Every Workday, Outpacing Other Cities. WAMU. ციტირების თარიღი: June 1, 2013.
  26. 26.0 26.1 QuickFacts: District of Columbia. U.S. Census Bureau (July 1, 2017). ციტირების თარიღი: October 11, 2018
  27. Annual Estimates of the Resident Population: April 1, 2010 to July 1, 2016. United States Census Bureau, Population Division (March 2017). დაარქივებულია ორიგინალიდან — თებერვალი 13, 2020. ციტირების თარიღი: March 6, 2018.
  28. Annual Estimates of the Resident Population: April 1, 2010 to July 1, 2016—United States—Combined Statistical Area; and for Puerto Rico. United States Census Bureau, Population Division (March 2017). დაარქივებულია ორიგინალიდან — თებერვალი 13, 2020. ციტირების თარიღი: March 6, 2018.
  29. Kolchin, Peter (1994). American Slavery: 1619–1877. New York: Hill and Wang, გვ. 81. 
  30. Historical Census Statistics on Population Totals By Race, 1790 to 1990. United States Census Bureau (September 13, 2002). დაარქივებულია ორიგინალიდან — August 4, 2011. ციტირების თარიღი: August 13, 2011.
  31. Morello, Carol; Keating, Dan (March 24, 2011). „Number of black D.C. residents plummets as majority status slips away“. The Washington Post. ციტირების თარიღი: March 25, 2011.
  32. Age and Sex Composition: 2010. United States Census Bureau (May 2011). ციტირების თარიღი: August 17, 2011.
  33. Selected Social Characteristics in the United States. American Community Survey 2010. United States Census Bureau. დაარქივებულია ორიგინალიდან — თებერვალი 12, 2020. ციტირების თარიღი: January 21, 2012.
  34. Singer, Audrey. (2001)The World in a Zip Code: Greater Washington, D.C. as a New Region of Immigration. The Brookings Institution. ციტირების თარიღი: May 12, 2012.
  35. County Membership Report: District of Columbia: Religious Traditions, 2010. Association of Religion Data Archives. დაარქივებულია ორიგინალიდან — October 28, 2014.
  36. Reed, Jenny. (April 21, 2010) National Health Care Reform is a Win for DC. DC Fiscal Policy Institute. დაარქივებულია ორიგინალიდან — October 2, 2011. ციტირების თარიღი: August 17, 2011.
  37. Vargas, Jose Antonio; Darryl Fears (March 15, 2009). „HIV/AIDS Rate in D.C. Hits 3%“. The Washington Post. pp. A01. ციტირების თარიღი: March 21, 2009.
  38. 38.0 38.1 National Mall & Memorial Parks: History & Culture. National Park Service (September 28, 2006). ციტირების თარიღი: February 18, 2012.
  39. Rotunda for the Charters of Freedom. The National Archives. ციტირების თარიღი: June 28, 2008.
  40. General Information. Library of Congress (February 1, 2011). ციტირების თარიღი: July 9, 2011.
  41. The Court Building. Supreme Court of the United States. ციტირების თარიღი: August 19, 2011.
  42. About the Kennedy Center Honors. The Kennedy Center. დაარქივებულია ორიგინალიდან — May 16, 2008. ციტირების თარიღი: June 29, 2008.
  43. Rothstein, Edward (February 6, 2009). „Where a Comedy Turned to Tragedy“. The New York Times. ციტირების თარიღი: April 2, 2011.
  44. History by Decades. Washington Redskins. დაარქივებულია ორიგინალიდან — მარტი 22, 2011. ციტირების თარიღი: May 29, 2011.
  45. D.C. United History & Tradition. D.C. United. ციტირების თარიღი: June 13, 2010.
  46. NBA Finals: All-Time Champions. National Basketball Association (2008). ციტირების თარიღი: June 29, 2008.
  47. Khurshudyan, Isabelle; Stubbs, Roman; Dougherty, Jesse; Allen, Scott; Greenberg, Neil; Steinberg, Dan (2018-06-08). „Capitals win Stanley Cup, Washington's first major sports championship since 1992“. Washington Post (ინგლისური). ISSN 0190-8286. ციტირების თარიღი: 2018-06-12.
  48. MCM History. Marine Corps Marathon. დაარქივებულია ორიგინალიდან — January 19, 2015. ციტირების თარიღი: May 18, 2011.
  49. Emergence of the Bowl. D.C. Bowl Committee. დაარქივებულია ორიგინალიდან — July 20, 2011. ციტირების თარიღი: May 18, 2011.
  50. Bowman, Inci A.. Historic Medical Sites in the Washington, DC Area. U.S. National Library of Medicine. ციტირების თარიღი: August 17, 2011.