ჯენტრიფიკაცია (ინგლ. gentrification) ან ურბანული ჯენტრიფიკაცია — ფენომენი, რომელშიც იაფი, ფიზიკურად დეგრადირებული უბნები ფიზიკურ განახლებასა და უძრავი ქონების ფასების ზრდას განიცდის, და რომელსაც თან სდევს ამ უბნებში შეძლებული მოქალაქეების გადმოსვლა, რაც იქიდან ძველი, ხელმოკლე, ოჯახების გასახლებას იწვევს.

ბათუმის ერთ-ერთი ქუჩა. ამჟამად მიმდინარე ჯენტრიფიკაციის პროცესმა უძრავი ქონების სწრაფი ზრდა გამოიწვია ბათუმის ძველ უბნებში.

ჯენტრიფიკაციის მხარდამჭერები ხაზს უსვამენ ურბანული განახლების სარგებლობას, მათ შორის ფიზიკურად მოძველებულ უბნებში განახლებულ ინვესტიციებს, სასეხო კაპიტალის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას იპოთეკის დაბალშემოსავლიან მაძიებელთათვის, ვინაიდან მათი ქონების ფასი მატულობს, უმცირესობებისთვის და ბინების პირველად მყიდველებისთვის გაზრდილი სესხების რაოდენობას, ასევე დამქირავებელთათვის გაუმჯობესებულ ფიზიკურ პირობებს და მისთ. ჯენტრიფიკაციას, რომელიც ხშირად კერძო კაპიტალით იწყება, უკავშირებენ კრიმინალის დონის შემცირებას, უძრავი ქონების ზრდას, კულტურულ, ეთნიკურ და სექსუალურ უმცირესობებთან ტოლერანტობის გაზრდას, ისევე როგორც განახლებულ საზოგადოებრივ აქტიურობას.

ჯენტრიფიკაციის მოწინააღმდეგეები ხშირად ხაზს უსვამენ ჯენტრიფიკაციის მიერ უბნის დაბალშემოსავლიანი მოქალაქეებისთვის მინიჭებულ ჰუმანურ ზარალზე. მათი მტკიცებით გადასახადების ზრდა იწვევს უბნის მცხოვრებლების გაფანტვას ქალაქის სხვა უფრო იაფ რაიონებში, ვინაიდან მათთვის ეს ადგილი უკვე ხელმიუწვდომი ხდება. მათი აზრით, ამ პროცესში კრიმინალი კი არ იკლებს, ის უბრალოდ სხვა უბნებზე ნაწილდება.

ეფექტები

რედაქტირება
დადებითი უარყოფითი
  • კრიმინალის დაკლება
  • ადგილობრივ ინფრასტრუქტურასა და საჯარო სერვისებზე დაწოლის შემცირება
  • მომხმარებლების მსყიდველუნარიანობის გაზრდა ადგილობრივი ბიზნესისათვის
  • გამოუყენებელი შენობების რაოდენობის შემცირება
  • დეპოპულაციის სტაბილიზაცია
  • „სოციალური მიქსის“ ზრდა
  • ფისკალური შემოსავლის ზრდა
  • ქონების ფასის ზრდა
  • სამომავლო განვითარების პერსპექტივის ხელშეწყობა
  • მფლობელებისათვის ქონების გასაუმჯობესებლად შეგულიანება
  • ქონების რეაბილიტაცია, როგორც სახელმწიფო, ისე კერძო დაფინანსებით
  • ადგილობრივი სერვისების ფასის ზრდა
  • არაკეთილმეზობლობა და კონფლიქტი
  • უსახლკარობა
  • ხელმისაწვდომი საცხოვრებლების გაქრობა
  • ქირის/ყიდვის ფასის ზრდის გამო გადასახლება
  • პოლიტიკური მონაწილეობის შემცირება
  • კომერციული/ინდუსტრიული გადასახლება
  • ქონების არასტაბილური ფასი
  • გადასახლებულების ზეწოლა მეზობელ ღარიბ უბნებზე
  • გადასახლების ფსიქოლოგიური ეფექტი
  • სოციალური მრავალფეროვნების კლება (ღარიბ და მდიდარ გეტოებად განაწილება)
  • მოსახლეობის შემცირება
წყარო: Lees, Slater & Wyly (2010); Atkinson & Bridge (2005, p. 5)

ლიტერატურა

რედაქტირება
  • (2010) The Gentrification Reader. London: Routledge. ISBN 978-0415548403. 
  • Atkinson, Rowland; Bridge, Gary, eds. (2005). „Gentrification in a Global Context: The New Urban Colonialism“. Gentrification in a Global Context. London: Routledge. ISBN 978-0-415-32951-4.CS1-ის მხარდაჭერა: ref=harv (link)