კარმენ პერეირა
კარმენ პერეირა (დ. 1937 — გ. 4 ივნისი, 2016, ბისაუ) — გვინეა-ბისაუს დროებითი და მსოფლიოს პირველი შავკანიანი ქალი პრეზიდენტი (14 მაისი–16 მაისი, 1984).
კარმენ პერეირა | |
---|---|
პორტ. Carmen Pereira | |
დაბადების თარიღი | 22 სექტემბერი, 1936[1] |
დაბადების ადგილი | ბისაუ |
გარდაცვალების თარიღი | 4 ივნისი, 2016[2] (79 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | ბისაუ |
მოქალაქეობა | გვინეა-ბისაუ |
კარიერა
რედაქტირებაპოლიტიკური მოღვაწეობა დაიწყო 1962 წელს, როდესაც გაწევრიანდა გვინეისა და მწვანე კონცხის კუნძულების დამოუკიდებლობის აფრიკულ პარტიაში (რევოლუციური მოძრაობა, რომლის მიზანი იყო დასავლეთ აფრიკაში პორტუგალიის ორი კოლონიისათვის დმოუკიდებლობის მოპოვება). პოლიტიკური აქტივობის გამო ოჯახთან ერთად წავიდა ემიგრაციაში და წლების მანძილზე ცხოვრობდა სენეგალში, ხოლო შემდეგ საცოვრებლად წავიდა საბჭოთა კავშირში, სადაც შეისწავლა მედიცინა.
1980 წლის სახელმწიფო გადატიალების შემდეგ დაბრუნდა გვინეა-ბისაუში და არჩეულ იქნა პარლამენტის წევრად. 1981-1983 წლებში ეკავა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა მინისტრის თანამდებობა. ოდნავ მოგვიანებით კი აირჩიეს პარლამენტის თავმჯდომარედ. 1990-1991 წლებში კი იყო სახელმწიფო მინისტრი. 1984 წელს ახალი კონსტიტუციის საფუძველზე, სახელმწიფოს მოქმედი პრეზიდენტი ჟოან ბერნარდო ვიეირა გადაგა, ხოლო მისი ადგილი დაიკავა პარლამენტის თავმჯდომარემ, კარმენ პერეირამ. ორი დღის შემდეგ დაუბრუნდა პარლამენტს, რომელსაც ხელმძღვანელობდა 1992 წლამდე.