ცხინვალის რეგიონი

(გადამისამართდა გვერდიდან სამხრეთი ოსეთი)

ცხინვალის რეგიონი (ოს. Цхинвалы регион) ან სამხრეთი ოსეთი (ოს. Хуссар Ирыстон, Хуссар Ир, რუს. Южная Осетия) — პირობითი სახელი რეგიონისა, რომელიც მოიცავს ყოფილი საქართველოს სსრ-ს სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიას (1922-1990). 1989 წელს დაწყებული ქართულ-ოსური კონფლიქტის შედეგად, საქართველოს უზენაესი საბჭოს მიერ ოლქის სტატუსი გაუქმებულ იქნა (1990 წლის 10 დეკემბერი), ხოლო ტერიტორია გადანაწილდა ახალგორის, გორის, ჯავის, ქარელის, ონისა და საჩხერის რაიონებზე. საქართველოს დღევანდელი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით, ყოფილი ავტონომიის ტერიტორია შედის შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის მხარეებში. საქართველოს კონსტიტუციაში რეგიონის აღსანიშნავად იხმარება ტერმინი „ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი“, ხოლო სხვა ოფიციალურ დოკუმენტებში — „ცხინვალის რეგიონი“, ან „ცხინვალის რეგიონი (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი)“.

ჯავის ლანდშაფტი

სეპარატისტულმა ძალებმა 1990 წელს დამოუკიდებლობა გამოაცხადეს სახელწოდებით — „სამხრეთ ოსეთის საბჭოთა დემოკრატიული რესპუბლიკა“ (ოს. Демократон Советон Республикæ Хуссар Ирыстон), რამაც 1991-1992 წლებში რეგიონში საომარი მოქმედებები გამოიწვია. 1992 წლიდან (სოჭის ხელშეკრულება) რეგიონში განთავსდა მშვიდობისმყოფელთა შერეული ძალები. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ რუსეთის ფედერაციამ, ნიკარაგუამ, ვენესუელამ და ნაურუმ აღიარეს „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის“ დამოუკიდებლობა. 2008 წლის აგვისტოდან დღემდე რეგიონის მთელ ტერიტორიას აკონტროლებს რუსეთის საოკუპაციო არმია.

2008 წლის 23 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“, რომელსაც 31 ოქტომბერს ხელი მოაწერა საქართველოს პრეზიდენტმა, მ. სააკაშვილმა.

საერთაშორისო საზოგადოება არ ცნობს „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის“ დამოუკიდებლობას და მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, რომ შეასრულოს საფრანგეთის პრეზიდენტ ნ. სარკოზის შუამავლობით დადებული 6 პუნქტიანი გეგმა და მისმა ჯარებმა დატოვონ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები.

ცხინვალის რეგიონი მდებარეობს კავკასიონის ცენტრალური ქედის სამხრეთ კალთებზე. მისი ჩრდ. საზღვარი გადის კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის გასწვრივ, ხოლო აღმ. საზღვარი — ალევის ქედის გასწვრივ; რეგიონის დასავლეთ საზღვარი კვეთს ლიხის, რაჭის და შოდა-კედელას ქედებს, მდინარეებისძირულას, ყვირილას, ჯეჯორას და ღარულას ხეობებს და მთავრდება უშუალოდ მამისონის უღელტეხილთან; სამხრეთ საზღვარი მიუყვება შიდა ქართლის ვაკის ჩრდ. პერიფერიას. ჩრდილოეთით ცხინვალის რეგიონი ესაზღვრება რუსეთის ფედერაციის ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკა — ალანიას, ხოლო დანარჩენი სამი მხრიდან — საქართველოს ადმინისტრაციულ ერთეულებს: აღმოსავლეთით — ყაზბეგის და დუშეთის მუნიციპალიტეტებს, სამხრეთით — კასპის, გორის, ქარელის და ხაშურის, ხოლო დასავლეთით — საჩხერის და ონის მუნიციპალიტეტებს.[1][2]

ცხინვალის რეგიონის ტერიტორიას უკავია 3800 კმ². 1989 წლის აღწერით მოსახლეობა იყო 98 500 ადამიანი, აქედან 65 200 ოსი (66,2 %), 28 500 ქართველი (29 %), 2100 რუსი (2,2 %), 1000 სომეხი (1 %), 100 აზერბაიჯანელი (0,1 %) და 16 000 (1,5 %) სხვა ეროვნებათა წარმომადგენლები. ცხინვალის რეგიონში მდებარეობს თავად ქ. ცხინვალი, 4 დაბა — ახალგორი (ყოფილი ლენინგორი), ყორნისი (ყოფილი ზნაური), კვაისა და ჯავა და 300-მდე სოფელი.[3]

ცხინვალის რეგიონი ხასიათდება მაღალმთიანი (ჩრდილოეთით) და საშუალო სიმაღლის (სამხრეთით) რელიეფით. მაღალმთიანი რელიეფი მოიცავს კავკასიონის წყალგამყოფ ქედს და მის რამდენიმე განშტოებას. ამ ადგილებში კავკასიონის მთავარი ქედი, მის სხვა ნაწილებთან შედარებით, დაბალია და 4000 მ.-ზე ქვემოთ მდებარეობს. რეგიონის ცენტრალურ და სამხრეთ რაიონებში მთების სიმაღლე მერყეობს 2000 მ.-ის ფარგლებში, ხოლო შიდა ქართლის ვაკის გასწვრივ მდებარე ზოგიერთი წყალგამყოფი ქედი კი 1000 მ.-ს აღწევს.

ცხინვალის რეგიონის ძირითადი ნაწილის წყალჩასადინარი არის მდ. მტკვრის აუზი (ჩამდინარე კასპიის ზღვაში), ხოლო მცირე ნაწილის — მდ. რიონის აუზი (ჩამდინარე შავ ზღვაში). მთავარ სამდინარო სისტემას ამ ადგილებში ქმნიან მდინარეები დიდი ლიახვი, პატარა ლიახვი, ქსანი, მეჯუდა, ლეხურა, აღმოსავლეთის ფრონე და სხვ. ცხინვალის რეგიონის ტერიტორიის დაახლოებით ნახევარი უკავია ტყის მასივებს, ხოლო დანარჩენი ნაწილი — ალპურ და სუბალპურ მდელოებს. უკიდურეს სამხრეთის ვაკეებში გვხვდება, ასევე, ეკალ-ბარდიანი სტეპი.[1]

ისტორიოგრაფია [4]

რედაქტირება

აშელის და მუსტიეს პერიოდი

რედაქტირება

ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე დადასტურებული პირველყოფილი ადამიანის ცხოვრების კვალი, მოყოლებული ქვედა პალეოლითიდან. არქოლოგ ო. ჯაფარიძის აზრით, უკვე აშელის პერიოდის (1 500 000/1 300 000 — 200 000/120 000 წწ. ძვ. წ.) დასაწყისში პირველყოფილმა ადამიანმა ფართოდ აითვისა ანდეზიტით მდიდარი ცხინვალის რეგიონი. დღესდღეობით, აშელის პერიოდის საცხოვრებლები დადასტურებულია რეგიონის, როგორც დაბლობ ზოლში (ლაშებალთა, ჩრდილეთი და სხვ.), ასევე მაღალმთიან რაიონებში (კუდარო, წონა) და სხვ. განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს კუდაროს მღვიმე (1600 მ. ზღვის დოიდან), სადაც აღმოჩენილია ქვის ინვენტარის (ხელცულები, ანატკეცები და სხვ.) დიდი რაოდენობა, ასევე სხვადასხვა ცხოველის ძვლები (ძირითადად, მღვიმის დათვის).[5][6][7][8][9][10][11][12][13][14][15][16][17][18][19][20]

ქვედა პალეოლითის მუსტიეს პერიოდის (200 000/120 000 — 40 000/35 000 წწ. ძვ. წ.) დადგომასთან ერთად პირველყოფილი ადამიანი კიდევ უფრო ინტენსიურად ითვისებს ცხინვალის რეგიონის ტერიტორიას. ამ პერიოდის არქეოლოგიური ძეგლები, ძირითადად, ღია საცხოვრებლები, დადასტურებულია ცხინვალის რეგიონის მთისწინა ზოლში: ლიახვის, ქსნის, აღმოსავლეთის ფრონეს, და მეჯუდას ხეობებში (მორგო, ჯიჯოეთი, კუსირეთი, თამარაშენი, ფეკვინარი და სხვ.). აღსანიშნავია, რომ ქ. ცხინვალის შემოგარენში ნაპოვნ მუსტიეს ეპოქის ძეგლებს, ადგილობრივი ქვის ინდუსტრიის თავისებურებათა გამო, ზოგიერთი მეცნიერი ცალკე, ე. წ. ცხინვალის მუსტიეს ჯგუფად გამოყოფს. აღნიშნულ პერიოდში პირველყოფილი ადამიანი ძველებურად იყენებს კუდაროს და წონას მღვიმეებს, მაგრამ არა მუდმივ საცხოვრისად, არამედ სამონადირეო დროებით სადგომებად. ამ მხრივ საყურადღებოა ო. ჯაფარიძის მოსაზრება, რომელიც კუდაროსა და წონაში გამოვლენილ მასალებზე დაყრდნობით, ვარაუდობს, რომ აღნიშნული მღვიმეები გამოიყენებოდა დროებით სადგომებად არა ცხინვალის რეგიონის მთისწინა ზოლის ადგილობრივ მაცხოვრებელთა მიერ, არამედ დასავლეთ საქართველოდან (ყვირილას ხეობის გავლით) გადმოსულ მონადირეთა მიერ.[5][7][8][9][10][12][21][22]

ზედა პალეოლითის, ნეოლითის და ენეოლითის ხანა

რედაქტირება
ზედა პალეოლითი
რედაქტირება

ზედა პალეოლითის ხანის (40 000/35 000 — 12 000/11 000 წწ. ძვ. წ.) დადგომასთან ერთად, კავკასიაში კლიმატური აციება იწყება. სავარაუდოა, რომ სწორედ ამ გარემოებამ აიძულა ადგილობრივი მოსახლეობა, დაეტოვებინა საცხოვრებელი ადგილები კავკასიის მთიან ზოლში და გადასახლებულიყო დასავლეთ საქართველოში, ძირითადად, ზღვისპირა რაიონებში. ეს პროცესები შეეხო ცხინვალის რეგიონსაც, რისი შედეგიცაა ის, რომ ამ საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, პირველყოფილი ადამიანის კვალი აღნიშნულ რეგიონში ნაპოვნი არ არის. ზედა პალეოლითის ბოლოს კავკასიაში კლიმატური პირობები ისევ შეიცვალა: დამთავრდა გამყინვარების პერიოდი და დადგა მეზოლითის (შუა ქვის ხანა) ეპოქა (ძვ. წ. XII-XI — IX-VIII ათასწლეულები). მშვილდ-ისრით შეიარაღებულმა და ადრემატრიარქატულ თემებში გაერთიანებულმა პირველყოფილმა ადამიანებმა იწყეს დაბრუნება კავკასიის მთის ზოლში. მათი საცხოვრებლები კვლავ ჩნდება ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე (კუდარო, წონა, პიჩიჯინი, ჯერმუხი, სელო და სხვ.). სავარაუდოა, რომ მეზოლითურ ეპოქაში კავკასია უაღრესად მნიშვნელოვანი ეთნიკური პროცესების არენა გახდა. ო. ჯაფარიძის დაკვირვებით, მეზოლითის ეპოქის ბოლოს კავკასიის ლინგვოეთნოკულტურული ერთობის დანაწევრება დასრულდა და ყველა ძირითადმა ენობრივმა ჯგუფმა, მათ შორის, წინარე ენებმა — ქართველურმა (სამხ. კავკასია), აფხაზურ-ადიღეურმა (ჩრდ.-დას. კავკასია) და ვაინახურ-დაღესტნურმა (ჩრდ.-აღმ. კავკასია) მეტ-ნაკლებად საბოლოო სახე მიიღეს. რაც შეეხება ცხინვალის რეგიონს, ამ ეპოქაში, სამხრეთ კავკასიის სხვა რეგიონებთან ერთად, ის დასახლებული იყო წინარექართველურ ენაზე მოლაპარაკე ტომებით.[5][6][14][15][23][24][25][26][27][28]

ნეოლითის ხანის (ძვ. წ. IX-VIII — VI ათასწლ.) ადამიანი თანდათანობით გადადის მეურნეობის მწარმოებლურ დარგებზე — მიწათმოქმედებასა და მესაქონლეობაზე. ჩნდებიან სოფლის ტიპის დასახლებები ხელოვნური ნაგებობებით, ადამიანი პირველად ქმნის თიხის ჭურჭელს და სხვ. აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდში განსაკუთრებით მჭიდროდ იყო დასახლებული სამხრეთ კავკასიის დასავლეთი, ანუ კოლხეთის დაბლობი. მიუხედავად ამისა, ნეოლითური დასახლებები დიდი რაოდენობითაა გამოვლენილი ცხინვალის რეგიონში (ნაგუთნი, ზურახო, ჯიჯოეთი და სხვ.). ნიშანდობლივია ისიც, რომ ამ ადგილებში გამოვლენილი არქეოლოგიური მასალა ორგანულ მსგავსებას ახდენს კოლხეთის მოსაზღვრე მთიანი რეგიონის ქვის ინვენტართან. აკად. ო. ჯაფარიძე ამის საფუძველზე ვარაუდობს, რომ ნეოლითის ეპოქის განმავლობაში, ისევე, როგორც მეზოლითის ხანაში, კოლხეთისა და შიდა ქართლის ტერიტორიები დასახლებული იყო წინარექართველური ტომებით.[5][6][7][29][30][31][32][33][34]

ენეოლითი
რედაქტირება

შემდგომ პერიოდში, ენეოლითის ხანაში (VI ათასწ. II ნახ. — IV ათასწ. I ნახ.) სამხრეთ კავკასიის ცენტრალურ რაიონებში საფუძველი ეყრება ე. წ. სიონის ადრესამიწათმოქმედო კულტურას. აკად. ო. ჯაფარიძის დაკვირვებით, აღნიშნული არქეოლოგიური კულტურის არეალში, სხვა რეგიონებთან ერთად მოექცა შიდა ქართლიც და მასთან ერთად, ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაც. სიონის კულტურის მქონე მოსახლეობა ცხოვრობდა ალიზის აგურით ნაგებ ქვის საძირკვლიან სახლებში და ძირითადად, შეიარაღებულნი იყვნენ ქვის ინვენტარით. ამას გარდა, საყოფაცხოვრებო მეურნეობაში იხმარებოდა კერამიკული ჭურჭელი, რომელიც ფორმის, ორნამენტისა და დამზადების ტექნოლოგიის თვალსაზრისით მსგავსია დასავლეთ საქართველოში აღმოჩენილ იმავე ეპოქის კერამიკასთან. ამ მსგავსებისა და სხვა არქეოლოგიური მონაცემების საფუძველზე, ქართველ მეცნიერთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ენეოლითის ეპოქაში სამხრეთ კავკასიის დასავლეთი და ცენტრალური რეგიონები, მათ შორის, ცხინვალის რეგიონი, ძველებურად ქართველური ტომებით იყვნენ დასახლებული.[5][7][32][35][36][37]

ბრინჯაოს ხანა

რედაქტირება
ადრებრინჯაოს ხანა
რედაქტირება

ადრებრინჯაოს ხანაში (ძვ. წ. IV ათასწ. II ნახ. — III ათასწ. I ნახ.) სამხრეთ კავკასიის ცენტრალურ და აღმოსავლეთ რეგიონებში გავრცელებას იქყებს განასაკუთრებული არქეოლოგიური კულტურა, რომელიც სამეცნიერო ლიტერატურაში მტკვარ-არაქსის კულტურის სახელითაა ცნობილი. მისთვის დამახასიათებელია აშკარად გამოკვეთილი ბრინჯაოს მეტალურგია და სპეციფიკური სახეობის კერამიკული მასალა. თვით მტკვარ-არაქსის კულტურა შედგება რამდენიმე ლოკალური ვარიანტისგან. მათგან განსაკუთრებით აღნიშვნის ღირსია ე. წ. შიდა ქართლის ვარიანტი, რომელიც მოიცავს ცხინვალის რეგიონის ტერიტორიას (ზღუდრისგვერდა, ნაცარგორა, ქულბაქები, ძაღინა, ნული, საკირეები და სხვ.), კოლხეთის დაბლობის აღმოსავლეთ რაიონებს და ჩრდილოეთ კავკასიის ცენტრალურ რაიონებს. აკად. ო. ჯაფარიძის აზრით, მტკვარ-არაქსის კულტურა ყალიბდებოდა ენეოლითის ეპოქის ორი ადგილობრივი არქეოლოგიური კულტურის — სიონისა და შულავერი-შომუთეფეს საფუძველზე. სიონის კულტურას ქმნიდნენ ქართველური ტომები, ხოლო შულავერი-შომუთეფეს — ხურიტები და ვაინახურ-დაღესტნური მოსახლეობა. შესაბამისად, მეცნიერის აზრით, შემდგომი ხანის მტკვარ-არაქსის კულტურას აყალიბებდნენ ქართველური, ხურიტული და ვაინახურ-დაღესტნური ტომები. რაც შეეხება უშუალოდ შიდა ქართლის ლოკალურ ვარიანტს, სამხრეთ კავკასიაში მისი გავრცელების არეალი თითქმის სრულიად ემთხვევა სიონის კულტურის გავრცელების არეალს. ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ ადრებრინჯაოს ხანაში ცხინვალის რეგიონისა და კოლხეთის აღმოსავლეთი რაიონების ტერიტორიები ძველებურად დასახლებული იყო ქართველური ტომებით, რომლებიც ასევე ინტენსიურად ითვისებდნენ ჩრდილოეთ კავკასიის ცენტრალურ რაიონებსაც.[5][7][38][39][40][41][42][43][44][45][46][32][47][48][49][50][51][52][53][54][55]

შუაბრინჯაოს ხანა
რედაქტირება

შუაბრინჯაოს ხანაში (ძვ. წ. III ათასწ. II ნახ. — II ათასწ. II ნახ.) სამხრეთ კავკასიის ცენტრალურ და აღმოსავლეთ რეგიონებში, მათ შორის ცხინვალის რეგიონში, მნიშვნელოვანი ცვლილებები ხდება. აქ ჩრდილოეთიდან თანდათანობით გადმოდიან მომთაბარე ინდოევროპული ტომები და მიუხედავად მათი მცირერიცხოვნობისა, არსებითად ცვლიან ადგილობრივი მიწათმოქმედი მოსახლეობის სამეურნეო ცხოვრების ყაიდას. ამის შედეგად, აღნიშნული ტერიტორიის არქეოლოგიული რუკიდან უცბად გაქრნენ ყველა სახის დასახლებები და გაჩნდნენ აქამდე უცნობი ყორღანული სამარხები. მაგრამ, მიუხედავად მკვეთრი ცვლილებებისა და თრიალეთის ბრწყინვალე კულტურის წარმოქმნისა, იმავე ყორღანებში აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალებით (ბრინჯაოს ნივთები, კერამიკა და სხვ.) დასტურდება, რომ მყარად იქნა შენარჩუნებული ადგილობრივი კულტურული ტრადიციებიც. ეს მასალა გენეტიკურ კავშირს ამჟღავნებს უფრო ადრინდელ მტკვარ-არაქსის კულტურასთან. ამგვარად, სახეზეა ორი კულტურის — ქართველური მოსახლეობის და ჩრდილოეთიდან მოსული ინდოევროპული ტომების კულტურების ორგანული შერწყმის ფაქტი. მტკვარ-არაქსისა და თრიალეთის კულტურას შორის გენეტიკურ კავშირს ცხადად მოწმობს შუაბრინჯაოს ხანის არქეოლოგიური მასალა, რომელიც აღმოჩნდა ცხინვალის რეგიონში, იმ ძეგლებზე (ქვასათალი, ნაცარგორა, ქულბაქები, ნული, საკირეები და სხვ.), სადაც აქამდე დაფიქსირებული იყო ადრებრინჯაოს ხანის ფენის კვალი. ამ და კიდევ ბევრი სხვა გარემოებიდან გამომდინარე, ო. ჯაფარიძემ გამოთქვა მოსაზრება, რომ თრიალეთის კულტურის გავრცელების არეალი, ანუ სამხრეთ კავკასიის ცენტრალური და აღმოსავლეთ რეგიონები, ცხინვალის რეგიონის ჩათვლით, შუაბრინჯაოს ხანაში ძველებურად დასახლებული იყო ქართველური და ნაწილობრივ, ასიმილირებული ინდოევროპული ტომებით.[5][7][32][39][40][43][46][47][49][50][51][54][56][57][58][59][60][61][62][63][64][65][66][67][68][69]

გვიანბრინჯაოს ხანა
რედაქტირება

გვიანბრინჯაოს და ადრერკინის ხანაში (ძვ. წ. II ათასწ. II ნახ. — I ათასწ. I ნახ.) კავკასიის ტერიტორიაზე ჩნდება რამდენიმე ლოკალური არქეოლოგიური კულტურა, რომელთა შორის აღსანიშნავია დამოუკიდებელი კულტურები, რომლებიც ჩამოყალიბდნენ სამხრეთ კავკასიის დასავლეთ და ცენტრალურ ნაწილში, კერძოდ, დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში. იმდენად, რამდენადაც საქართველოს ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მდებარე ცხინვალის რეგიონი დასავლეთ საქართველოს ესაზღვრება, მის ტერიტორიაზე გაბატონებული ადგილობრივი აღმოსავლურ-ქართული კულტურა აქ განიცდის დასავლურ-ქართულ, ანუ კოლხური კულტურის გავლენას. ამ კულტურათა ურთიერთშეხების კვალი ცხადად გამოჩნდა ცხინვალის რეგიონში გამოვლენილ არქეოლოგიურ ძეგლებში (ნაცარგორა, ქვასათალი, საკირეები, ცოისი, თლია, ძარწემი, ქვემო ავლევი და სხვ.). მართლაც, ამ ადგილებიდან აკრეფილ ნივთიერ მასალებში ერთადაა წარმოდგენილი, ერთი მხრივ, აღმოსავლურ-ქართული ხანჯლები (სატევარი) და ისრისპირები, ხოლო მეორე მხრივ — კოლხური ცულები და თოხები; ერთი მხრივ — ტიპური შიდაქართლური კერამიკა, ხოლო მეორე მხრივ — დასავლურქართული თიხის ჭურჭელი და ა. შ. ამის პარალელურად, ცხინვალის რეგიონის არქეოლოგიურ ძეგლებში ძალიან სუსტია ჩრდილო და ცენტრალური კავკასიის კულტურების გავლენა. აქედან გამომდინარე, ცნობილი ქართველი არქეოლოგი ნ. აფხაზავა მიიჩნევს, რომ გვიანბრინჯაოს-ადრერკინის ეპოქაში ცხინვალის რეგიონის ტერიტორია ძველებურად დასახლებული იყო ქართველური ტომებით, უფრო სწორად, საერთოქართული ეთნიკური ერთობის დაშლის შემდეგ ჩამოყალიბებული ქართული, ზანური და სვანური ელემენტებით. გარდა ამისა, მეცნიერის მოსაზრებით, აღნიშნულ ტერიტორიაზე, სავარაუდოდ, ასევე ცხოვრობდნენ მრავალრიცხოვანი ჩრდილოკავკასიური — ვაინახური ეთნიკური ჯგუფები.[5][39][54][56][70][71]

ძვ. წ. VII-VI საუკუნეები

რედაქტირება

ძვ. წ. VII-VI საუკუნეებში კავკასიის ტერიტორიაზე საკმაოდ საინტერესო მოვლენები განვითარდა. ძველი ბერძენი მემატიანეს ჰეროდოტეს (დაახ. 485-424 წწ.) „ისტორიის“ ცნობათა თანახმად, ამ პერიოდში სამხრეთ კავკასიისკენ მასშტაბურ საომარ ექსპედიციას აწყობენ ჩრდილოეთ შავიზღვისპირეთში მოსახლე ირანულენოვანი სკვითური ტომები. სავარაუდოდ, სკვითების მიერ ორგანიზებული ლაშქრობა აღწერილია ასევე შუასაუკუნეების ქართულ ისტორიულ თხზულებაში — „მეფეთა ცხოვრება“ (დაახ. VIII ს.), სადაც მათ შეცდომით გვიანდელი ეთნონიმი — „ხაზარები“ ეწოდებათ. ამ ცნობათა სარწმუნოობა დასტურდება კავკასიის სხვადასხვა ნაწილში გამოვლენილი არქეოლოგიური მასალებით (ძვ. წ. VII-VI სს.), სადაც ცხადად გამოიყოფა ე. წ. სკვითური კულტურის ელემენტები. დღესდღეობით, სკვითების საბრძოლო იარაღი და მათი დაკრძალვის წესისთვის დამახასიათებელი ცალკეული ელემენტები დაფიქსირებულია ცხინვალის რეგიონში აღმოჩენილ ძეგლებზე (თლია, ყორნისი და სხვ.). მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია თლიის სამაროვანი, სადაც წარმოდგენილია არა წმინდად სკვითური კომპლექსები, არამედ მათი ელემენტები, თავდაპირველად ადგილობრივ კულტურულ ელემენტებთან რომ თანაარსებობდნენ, ხოლო ძვ. წ. V საუკუნისთვის საერთოდ რომ ქრებიან.

სურათს, რომელიც გამოვლინდა როგორც ზემოთ ნახსენებ თლიის სამაროვანზე, ასევე ცხინვალის რეგიონის სხვა ძეგლებზე, სპეციალისტები ორგვარ ახსნას უძებნიან. არქეოლოგ ნ. აფხაზავას აზრით, ძვ. წ. VII-VI საუკუნეებში ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე არ დასტურდება სკვითური მოსახლეობის რაიმე მნიშვნელოვანი ჯგუფების დასახლების ფაქტი. ადგილი ჰქონდა მხოლოდ ადგილობრივი კავკასიელი მოსახლეობის მხრიდან სკვითური კულტურული ტრადიციების მხოლოდ ნაწილობრივ ათვისებას. შესაბამისად, მეცნიერის აზრით, ეთნიკური სურათი, როცა ჯერ კიდევ გვიანბრინჯაოს-ადრერკინის ხანაში ცხინვალის რეგიონი დასახლებული იყო ქართველური და მხოლოდ ნაწილობრივ ჩრდილოკავკასიური (ვაინახური) ტომებით, ძვ. წ. VII-VI საუკუნეებშიც უცვლელი დარჩა. დღესდღეობთ, ნ. აფხაზავას დასკვნები მთლიანად გაზიარებულია ქართულ ისტორიოგრაფიაში. სხვა თვალსაზრისი აქვს ცნობილ ოს არქეოლოგს, ბ. ტეხოვს, რომელიც ვარაუდობს, რომ აღნიშნულ დროს ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე, მართალია, მცირე მასშტაბით, მაგრამ მაინც მოხდა სკვითური ეთნიკური ელემენტის დამკვიდრება, რომელიც მალე აღერია ადგილობრივ მოსახლეობას. ბ. ტეხოვის მოსაზრებას თითქმის მთლიანად იზიარებენ ოსი მეცნიერები, რომლებიც ვარაუდობენ, რომ ხსენებული სკვითური ეთნიკური ელემენტი, ინფილტრირებული ძვ. წ. VII-VI სს-ებში, შორეული წინაპარია ჩვენი თანამედროვე ოსი ხალხისა, რომელიც კავკასიაში ცხოვრობს.[54][72][73][74][45][48][75][76][77][78][79][80][81][82][83][84]

ადრეანტიკური, ელინისტური და გვიანანტიკური ხანა

რედაქტირება
ადრეანტიკური ხანა
რედაქტირება

ადრეანტიკური ხანის (ძვ. წ. VI-IV სს.) ძეგლები ცხინვალის რეგიონში მხოლოდ ორ ადგილას აღმოჩნდა — საძეგურში და ყანჩაეთში. ქართველი და რუსი მეცნიერები — გ. გობეჯიშვილი, ი. სმირნოვი, ი. გაგოშიძე, შ. ამირანაშვილი და სხვ. მიიჩნევენ, რომ ამ ადგილებში გამოვლენილი ნივთიერი მასალა, მიუხედავად აქემენიდური კულტურის სრულიად შესამჩნევი გავლენისა, უმეტესწილად ადგილობრივი წარმოშობისაა და მათი მომხმარებლებიც ის ადგილობრივი მაცხოვრებლები იყვნენ, რომელთაც სოციალურ იერარქიაში მაღალი მდგომარეობა ეკავათ. ნ. აფხაზავას დაკვირვებით, საძეგურში და ყანჩაეთში აღმოჩენილი არქეოლოგიური ინვენტარი ორგანულ მსგავსებას ავლენს სამხრეთ კავკასიის დასავლეთ და ცენტრალურ ნაწილებში, კერძოდ, დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში (ვანი, კავთისხევი და სხვ.), დადასტურებულ იმავე ეპოქის ნივითიერ მასალასთან. ყველაფერი ეს, თავის მხრივ, მიუთითებს, რომ ადრეანტიკურ ეპოქაში ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე არ მომხდარა რაიმე ეთნიკური ცვლილება, აქ ძველებურად ქართული მოსახლეობა სახლობდა.[48][54][73][84][85][86][87][88][89][90]

ელინისტური ხანა
რედაქტირება
 
იბერიის სამეფო

ძვ. წ. IV-III საუკუნეების მიჯაზე საქართველოს სამხრეთ და აღმოსავლეთ ტერიტორიაზე ქართლის, ანუ იბერიის სამეფო წარმოიშვა. „მეფეთა ცხოვრების“ ცნობით, ქართლის სამეფოს დამაარსებელმა და მისმა პირველმა მმართველმა, სახელგანთქმულმა ფარნავაზ მეფემ (ძვ. წ. IV ს. ბოლო — ძვ. წ. III ს. I ნახ.) თავისი სამფლობელო გაყო ცხრა სამხედრო-ადმინისტრაციულ ერთეულად, აქედან რვა იყო საერისთავო (ერისთავით სათავეში) და ერთი სასპასპეტო (სპასპეტით სათავეში). სასპასპეტოს ტერიტორია, როგორც ყველაზე მთავარი ადმინისტრაციული ერთეულისა, მთლიანად მოიცავდა ისტორიული შიდა ქართლის რეგიონებს, მათ შორის, ცხინვალის რეგიონს. ფარნავაზ მეფის მიერ შექმნილმა სამხედრო-ადმინისტრაციულმა მოწყობამ პრაქტიკულად უცვლელი სახით იარსება მთელი ელინისტური ხანის (ძვ. წ. IV-ძვ. წ.I სს.) და გვიანანტიკური პერიოდის (ახ. წ. I-IV სს.) განმავლობაში. მთელ ამ პერიოდში ცხინვალის რეგიონის ტერიტორია, რომელიც ქართლის სასპასპეტოში შედიოდა, ქართლის სამეფოს განუყოფელი ნაწილი იყო. „მეფეთა ცხოვრების“ თანახმად, ამ დროს ცხინვალის რეგიონი ძველებურად ქართული ეთნოსით იყო დასახლებული. გარკვეული ცვლილებები ამ მხრივ შეიმჩნევა მხოლოდ ძვ. წ. III საუკუნეში, როდესაც ქართლის მეფე საურმაგმა ვაინახური ტომების („დურძუკების“) ნაწილი მოიყვანა და დაასახლა ქართლის სამეფოს ჩრდილოეთ საზღვრის გასწვრივ, მათ შორის ცხინვალის რეგიონის მაღალმთიან მხარეში.

ანტიკური და გვიანანტიკური ხანა
რედაქტირება
 
კავკასიის რუკა. ახ. წ. 250 წ.

მაგრამ სტრაბონი (დაახ. ძვ. წ. 64/63 — 23/24 წწ.) თავის „გოეგრაფიაში“ წერს, რომ ქართლის (იბერიის) სამეფოს მთიან ზოლში მცხოვრები იბერიელებს ჩრდილო კავკასიაში მცხოვრებ სკვითებთან და სარმატებთან მეზობლურ და ნათესაური კავშირები ჰქონდათ. ამ ცნობის სარწმუნოებას აღიარებენ ცნობილი ქართველი ისტორიკოსები — აკადემიკოსები ს. ჯანაშია, ნ. ბერძენიშვილი და გ. მელიქიშვილი, რომლებმაც გამოთქვეს აზრი, რომ ძველი და ახალი წელთაღრიცხვის მიჯნაზე ცხინვალის რეგიონის მთისწინა და დაბლობი რაიონები ქართული ეთნოსით იყო დასახლებული, ხოლო მათ ჩრდილოეთით მდებარე მაღალმთიან ზოლში ქართველებთან ერთად ცხოვრობდნენ ირანულენოვან სარმატებთან მონათესავე ტომები (არქეოლოგ ბ. ტეხოვის ვარაუდით — თანამედროვე ოსების წინაპრები). ზემოთ ჩამოთვლილ მეცნიერთაგან განსხვავებით, არქეოლოგი ნ. აფხაზავა სტრაბონის ცნობას კრიტიკულად უდგება. ისტორიულ-კულტუროლოგიური ხასიათის მონაცემთა პარალელურად ის ითვალისწინებს ასევე იმ გარემოებას, რომ ქართლის სამეფოს ჩრდილოეთ რაიონებში აღმოჩენილ არქეოლოგიურ ძეგლებზე (არკნეთი, სოხთა, სტირფაზი, მონასტერი, ქლივანა, ზახორი და სხვ.) პრაქტიკულად არ შეინიშნება სკვითურ-სარმატული კულტურული ტრადიციის კვალი. აქედან გამომდინარე, ძვ. წ. IV საუკუნიდან ახ. წ. IV საუკუნემდე ცხინვალის რეგიონის მაღალმთიან რაიონებში ირანულენოვანი, უფრო სწორად კი, სარმატული ელემენტი წარმოდგენილი არ ყოფილა. ანტიკური ავტორები — პლინიუს უფროსი (ახ. წ. 23/24 — 79 წწ.) და პტოლემაიოსი (ახ. წ. II ს.) — განსხვავებულ ცნობებს გვაწვდიან: ისინი მიუთითებენ, რომ ცხინვალის რეგიონის მაღალმთიან ზოლში ცხოვრობდა დვალების ტომი („თალები“, „ვალები“, „უალები“), რომელთა ფესვებსაც მეცნიერთა ერთი ნაწილი აკავშირებს ვაინახურ, ხოლო მეორე — ქართველურ (ზანურ) ეთნიკურ სამყაროსთან.[54][57][74][86][91][92][93][94][95][96][97][98][99][100][45][101][25][48][102][103][104][105][106][107][108][109][110][111][112][113][114][115][116][117]

IV-VIII საუკუნეები

რედაქტირება
საეკლესიო და საერო ადმინისტრაცია
რედაქტირება

326 წელს ქართლის მეფე მირიანმა ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა. ამ დროიდან მოყოლებული VI საუკუნის შუა წლებამდე მიდიოდა ქართლის (იბერიის) სამეფოს მოსახლეობის ქრისტიანიზაცია. განსაკუთრებით აღსანიშნავია ვახტანგ გორგასლის მიერ V საუკუნის ბოლო მეოთხედსა და VI საუკუნის დასაწყისში ჩატარებული საეკლესიო რეფორმა. რეფორმების შედეგად, ავტოკეფალურ ქართლის საკათალიკოსოში შეიქმნა რამდენიმე ახალი ეპარქია, მათ შორის, რუისის, ურბნისის, ნიქოზის და სამთავისის, რომლებმაც ცხინვალის რეგიონის მთელი ტერიტორია მოიცვეს. კერძოდ, რუისის ეპარქიის შემადგენლობაში დასავლეთის ფრონის, შუა ფრონის, აღმოსავლეთის ფრონისა და ფცის ხეობები შედიოდნენ. ნიქოზის ეპარქია ლიახვის ხეობის დაახლოებით ნახევარს, დვალეთს და მაღრანდვალეთს მოიცავდა. ურბნისის ეპარქიაში შევიდნენ ლიახვის ხეობის მეორე ნახევარი და პატარა ლიახვის ხეობა, ხოლო სამთავისის ეპარქიაში — ქსნის და ლეხურას ხეობები. IV-V საუკუნეებში ცხინვალის რეგიონი ძველებურად ქართლის სამეფოს შემადგენლობაში იყო, კონკრეტულად კი, შიდა ქართლის სასპასპეტოსი. მაგრამ, ვითარება კარდინალურად შეიცვალა VIII საუკუნის I ნახევარში, როდესაც ქართლის ერისმთავარმა არჩილმა (VIII ს-ის I ნახ.), თავისი უფროსი ძმის, მირის ანდერძის თანახმად, შიდა ქართლის ტერიტორია და მათ შორის, ცხინვალის რეგიონიც, გაუყო ორ ფეოდალს — ნერსე ნერსიანს და ადარნასე ადარნასიანს, როგორც სამკვიდრო მამულები.

არქეოლოგიური ძეგლები
რედაქტირება

ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე ადრეშუასაუკუნეების მრავალი არქეოლოგიური ძეგლი გამოვლინდა, ძირითადად, სამაროვნები — ე.წ. ორმოსამარხები, რაც ამ პერიოდის აღმოსავლეთ საქართველოს არქეოლოგიური კულტურისთვის ტიპურია. აღსანიშნავია, რომ აქ არ გვხვდება ე. წ. თაროსამარხები, ანუ კატაკომბური ტიპის სამარხები, რომლებიც ფართოდ იყო გავრცელებული ჩრდილოეთ კავკასიაში და რომლებიც ადრეშაუასაუკუნეთა ეპოქაში ადგილობრივი ალანური კულტურის მთავარი მახასიათებელია. გარდა ამისა, IV-VIII საუკუნეების ცხინვალის რეგიონის სამაროვნების აბსოლუტურ უმრავლესობას ახასიათებთ ერთი თავისებურება: დაკრძალვის წესები აქ ან სრულიად ქრისტიანულია, ან აშკარად განიცდიან ქრისტიანობის გავლენას. ამით, ხსენებული ძეგლები კარდინალურად განსხვავდებიან ჩრდილოეთ კავკასიაში გავრცელებული ალანური კულტურის ნიმუშებისგან, მაგრამ ავლენენ ორგანულ კავშირს აღმოსავლეთ საქართველოს ქრისტიანულ არქეოლოგიურ კულტურასთან.

ეთნიკური შემადგენლობა
რედაქტირება

ამ და სხვა მონაცემთა საფუძველზე, ქართველი არქეოლოგი ნ. აფხაზავა მიიჩნევს, რომ IV-VIII საუკუნეებში ცხინვალის რეგიონი, როგორც ქართლის სამეფოს ნაწილი, დასახლებული იყო მხოლოდ ქრისტიანი ქართველებით. სხვა მოსაზრებისაა ოსი არქეოლოგები რ. ძათიათი და ბ. ტეხოვი. ეს უკანასკნელი არ უარყოფს, რომ IV-VIII საუკუნეებში ცხინვალის რეგიონი შედიოდა ქართლის სამეფოში და დასახლებული იყო ქრისტიანი ქართველებით. მაგრამ ზემოთ ნახსენებ არქეოლოგიურ ძეგლებზე გამოვლენილი ზოგიერთი ნივთიერი მასალის საფუძველზე, რომლებიც ასევე დამახასიათებელია იმავდროული ალანური კულტურისთვის, ბ. ტეხოვი ვარაუდობს, რომ IV-VIII საუკუნეებში ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე ქართული ეთნოსის ძირითად მასასთან ერთად, საკმაოდ რაოდენობით წარმოდგენილი იყო ჩრდილოეთ კავკასიიდან მოსული ირანულენოვანი ეთნიკური ელემენტიც, ანუ ხალხები, რომელთა პირდაპირ შთამომავლებად, გვიანდელი წერილობითი წყაროების თანახმად, ითვლებიან დღევანდელი ოსები.[45][54][74][99][100][48][101][103][118][108][119][109][120][112][121][114][122][123][124][63][106][116][125][117][126][127][128][129][130][131][132]

IX-XIII საუკუნეები

რედაქტირება
წერილობითი წყაროები
რედაქტირება

IX-XIII საუკუნეებში ცხინვალის რეგიონის ისტორიის შესახებ საკმაოდ ბევრი მასალა მოიპოვება აღნიშნული ხანის ქართულ საისტორიო თხზულებებში, მათ შორის — „მატიანე ქართლისა“ (XI ს.), „ცხოვრება მეფეთ მეფისა დავითისი“ (XII ს.), „ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი“ (XIII ს.), „ასწლოვანი მატიანე“ (XIV ს.), ასევე, ბასილი ეზოსმოძღვრის „ცხოვრება მეფეთ მეფისა თამარისი“ და ანონიმი ისტორიკოსის — „ლაშა-გიორგის დროინდელი მატიანე“.

სამთავროების ბრძოლა რეგიონისთვის
რედაქტირება

ჩამოთვლილი წყაროების თანახმად, IX-X საუკუნეებში ცხინვალის რეგიონის ტერიტორიების გამო მუდმივად ომობდნენ სხვადასხვა დამოუკიდებელი სამთავროები, რომლებიც ერთიანი ქართული სახელმწიფოს დაშლის შემდეგ (VIII ს.) წარმოიქმნენ. განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩეოდნენ აფხაზეთის სამეფო (დასავლეთ საქართველო), ტაო-კლარჯეთის სამთავრო (სამხრეთ-დასავლეთ საქართველო) და კახეთის საქორეპისკოპოსო (აღმოსავლეთ საქართველო). თავდაპირველად, ხანგრძლივი ომების შემდეგ, გამარჯვება კახეთის საქორეპისკოპოსოს და ტაო-კლარჯეთის (ქართველთა) სამთავროს დარჩათ. IX საუკუნის I ნახევარში მათ საკამათო ტერიტორია გაიყვეს — ქსნის ხეობა დარჩა კახეთის მთავარს, ხოლო მისგან დასავლეთით მდებარე მიწები ტაო-კლარჯეთის სამთავროს შეურთდა. მაგრამ, IX საუკუნის II ნახევრიდან ვითარება არსებითად შეიცვალა: აფხაზეთის სამეფომ თავისი საზღვრების აღმოსავლეთით განხორციელებული წარმატებული ექსპანსიის შედეგად, დაიპყრო შიდა ქართლის (და, შესაბამისად, ცხინვალის რეგიონის) ის ტერიტორიები, რომლებიც მანამდე ტაო-კლარჯეთის სამთავროს ეკუთვნოდნენ და X საუკუნის დასაწყისისთვის ამ ტერიტორიაზე შეიქმნა სამხედრო-ადმინისტრაციული ერთეული — ქართლის საერისთავო.

ერთიანი საქართველოს სამეფოში
რედაქტირება

ამ დროიდან X საუკუნის ბოლომდე ცხინვალის რეგიონის ტერიტორიებზე ბატონობისთვის არ წყდებოდა სასტიკი ბრძოლები აფხაზეთის მეფეებსა და კახეთის ქორეპისკოპოსებს შორის. ამ საომარ მოქმედებებში, გარე ძალების გარდა, აქტიურად იყვნენ ჩართული ცხინვალის რეგიონში მაცხოვრებელი ქართული ფეოდალური საგვარეულოები, მათ შორის, ტბელთა, ყანჩაელთა, სხვილოსელთა, კორინთელთა, წირქვალელთა და სხვა. მაგრამ, XI საუკუნის დასაწყისში ბაგრატ III-ის მიერ დაწყებული ქართული მიწების პოლიტიკური გაერთიანების ხანგრძლივი პროცესი დასრულდა: ქართლის საერისთავო, რომელიც მანამდე აფხაზეთის მეფეს ემორჩილებოდა, ცხინვალის რეგიონთან ერთად გაერთიანებული ქართული სახელმწიფოს სამხედრო-ადმინისტრაციული ერთეული გახდა. აღსანიშნავია, რომ ქართლის საერისთავოს სტატუსს და ადმინისტრაციულ საზღვრებს მნიშვნელოვანი ცვლილებები არ განუცდიათ ერთიანი ქართული სახელმწიფოს დაშლამდე, ანუ XIII საუკუნის 40-იან წლებამდე.

საეკლესიო გეოგრაფია
რედაქტირება

ცხინვალის რეგიონის საეკლესიო გეოგრაფიაში IX-XIII საუკუნეებში არავითარი ცვლილება არ შეიმჩნევა: ამ ტერიტორიაზე კვლავინდებურად მოქმედებდა საქართველოს ეკლესიის ოთხი ეპარქია — რუისის, ურბნისის, ნიქოზისა და სამთავისის. მათ დაქვემდებარებაში იყო მრავალი ეკლესია-მონასტერი, რომელთა შორის ბევრი IX-XIII საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების ბრწყინვალე ნიმუშებია: არმაზის (864 წ.) და წირქოლის (VIII-IX სს.) ტაძრები, ერედვის ბაზილიკა (906 წ.), ხეითის საბაწმინდის ეკლესია (X ს.), დოდოთის ცხრაკარას ეკლესია (X-XI სს.), ნიქოზის (X-XI სს.), იკორთის (1172 წ.), თიღვის (XII ს.) გუმბათიანი ტაძრები, ხოფას მონასტერი (XIII ს.) და სხვა.

ეპიგრაფიკა
რედაქტირება

ცალკე აღსანიშნავი თემაა ცხინვალის რეგიონში გამოვლენილი IX-XIII საუკუნეების მდიდარი ეპიგრაფიკული მასალა. ესენია არმაზის ეკლესიის წარწერები (864 წ.), სადაც იხსენიება აფხაზეთის მეფე გიორგი I (861-868 წწ.) და გამგებელი გიორგი, წორბისის ეკლესიის — იხსენიება ივანე ერისთავი და გამგებელი საბბაჲ (880 წ.), ერედვის ეკლესიის — იხსენიება აფხაზეთის მეფე კონსტანტინე III (893-922 წწ.), ქართლის „უფალი“ ივანე ტბელი და ნიქოზის ეპისკოპოსი სტეფანე (914 წ.), წირქოლის ეკლესიის — იხსენიება აფხაზეთის მეფე ლეონ III (957-967 წწ.), ბიეთის ეკლესიის — იხსენიება ერისთავთერისთავი იოანე ყანჩაელი (IX-X სს.), ასევე თიღვის ეკლესიის სამშენებლო წარწერა, რომელშიც იხსენიება ეპისკოპოსი გიორგი მროველი (XI ს-ის I ნახ.), იმავე ეკლესიის წარწერა, რომელშიც მოხსენიებულია შირვანის ყოფილი დედოფალი თამარი (დავით აღმაშენებლის ასული) (1152 წ.), იკორთის წარწერა, სადაც იხსენიება ერისთავთერისთავები ბეშქენი და ვარდანი (1172 წ.), ოჟორის ეკლესიის წარწერა, სადაც იხსენიება ვინმე სიაოშ ალექსანდრეს ძე (XII-XIII სს.) და სხვა. დასკვნის სახით უნდა აღინიშნოს, რომ ცხინვალის რეგიონის IX-XIII საუკუნეების ეპიგრაფიკული ძეგლები, რომლებიც ადგილობრივი სასულიერო და საერო პირების მიერ არის შედგენილი, შესრულებულია ქართულ ენაზე (გამონაკლისია ყანჩაეთის ეკლესიის რამდენიმე ფრესკული წარწერა ბერძნულად), ქართული ანბანის ორი სახეობით — ასომთავრულითა და ნუსხურით.

ეთნიკური შემადგენლობა
რედაქტირება
 
კავკასია 1124 წელს

ზემოთ ხსენებულ ეპიგრაფიკულ მასალაზე დაყრდნობით, ქართველმა ისტორიკოსმა გ. ოთხმეზურმა გამოთქვა მოსაზრება, რომ IX-XIII საუკუნეებში ცხინვალის რეგიონი საქართველოს სახელმწიფოს ერთიანი სივრცის განუყოფელი ნაწილი იყო და ის, უპირატესად, ქართული ეთნიკური მასით იყო დასახლებული. ანალოგიურ მოსაზრებას იზიარებს არქეოლოგი ნ. აფხაზავა, რომელმაც შეისწავლა რა ცხინვალის რეგიონის შუასაუკუნეების ხანის არქეოლოგიური მასალა (ზემო ედისი, ყაუ-ძუარი, ანუ ჯვარის სოფელი, კორინთა და სხვ.), მივიდა დასკვნამდე, რომ აღნიშნული ტერიტორია IX-XIII საუკუნეებში, როგორც წინა ეპოქაში, ქართული ეთნიკური ელემენტით იყო დასახლებული. ხსენებულ მეცნიერთაგან განსხვავებით, არქეოლოგმა ბ. ტეხოვმა გამოთქვა მოსაზრება, რომ ცხინვალის რეგიონში აღმოჩენილი IX-XIII საუკუნეების არქეოლოგიური მასალის ცალკეული ნიმუშები ჩრდილოეთ კავკასიაში დაფიქსირებულ ე. წ. ალანური კულტურის ეგზემპლარებთან მნიშვნელოვან მსგავსებას ავლენენ. შესაბამისად, ბ. ტეხოვი მიიჩნევს, რომ აღნიშნულ ეპოქაში ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე, ქართული მოსახლეობის პარალელურად, წარმოდგენილი უნდა ყოფილიყო ასევე ოსურ-ალანური ეთნიკური ელემენტი.[54][124][133][134][135][136][137][101][138][45][139][112][140][141][116][142][126][143][117][144][145][146][147][148][149][150][151][152][153][154]

XIII-XVIII საუკუნეები

რედაქტირება
წერილობითი წყაროები
რედაქტირება

XIII-XVIII საუკუნეების ცხინვალის რეგიონის ისტორია გაშუქებულია ქართულ წერილობით წყაროებში: ანონიმი ავტორის „ასწლოვანი მატიანე“ (XIV ს.), „ძეგლი ერისთავთა“ქსნის ერისთავების საგვარეულო ქრონიკა (XIV-XV სს.), ფარსადან გორგიჯანიძის „საქართველოს ისტორია“ (XVII ს.), „სწავლულ კაცთა“ კომისიის მიერ შედგენილი „ახალი ქართლის ცხოვრება“ (XVIII ს.), ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (XVIII ს.), სეხნია ჩხეიძის „ცხოვრება მეფეთა“ (XVIII ს.), პაპუნა ორბელიანის „ამბავნი ქართლისანი“ (XVIII ს.), ომან ხერხეულიძის „მეფობა ირაკლი მეორისა“ (XVIII ს.); ასევე XIII-XVIII საუკუნეების ქართული დიპლომატიური ძეგლები, უცხოელ მოგზაურთა თხზულებები და ჩანაწერები და სხვა.

ადმინისტრაციული სტატუსი ერთიანი სამეფოს დაშლის შემდეგ
რედაქტირება
 
ქსნის ერისთავების სასახლე ახალგორში

ზემოთ ჩამოთვლილი წყაროები მოგვითხრობენ, რომ XIII საუკუნის 40-იან წლებში ერთიანი ქართული სახელმწიფო გაიყო ორ ნაწილად და წარმოიქმნა დასავლეთ საქართველოს სამეფო და აღმოსავლეთ საქართველოს სამეფოები. ქართლის საერისთავო, ცხინვალის რეგიონის ტერიტირიებითურთ, აღმოსავლეთ საქართველოს შემადგენლობაში დარჩა, რომელიც, თავის მხრივ, მონღოლ ხანებს (ილხანებს) ემორჩილებოდა. XIII საუკუნის 60-70-იან წლებში ქართლის საერისთავოს გამოეყო ქსნის ხეობა და ცხინვალის რეგიონის ამ ნაწილში წარმოიქმნა ქსნის საერისთავო. XIV საუკუნის I ნახევარში მეფე გიორგი V ბრწყინვალემ (1299, !313-1346 წწ.) აღადგინა ერთიანი ქართული სამეფო. ქართლისა და ქსნის საერისთავოები, ცხინვალის რეგიონის ტერიტორიებითურთ, კვლავ ერთიანი საქართველოს ნაწილი გახდნენ. მაგრამ 1480-1482 წლებში ერთიანი ქართული სამეფო კვლავ დაიშალა. ცხინვალის რეგიონი, ამჯერადაც, ქართლის სამეფოს ფარგლებში აღმოჩნდა მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ მისი ტერიტორია გაყოფილ იქნა ორ ახალ სამხედრო-ადმინისტრაციულ უწყებას — II (მემარჯვენე) და IV (არიერგარდი) სადროშოებს შორის. ამ დროიდან მოყოლებული XVIII საუკუნის შუა წლებამდე ცხინვალის რეგიონის სამხედრო-ადმინისტრაციული სტატუსი პრაქტიკულად არ შეცვლილა. 1762 წელს მეფე ერეკლე II-მ აღმოსავლეთ საქართველო ქართლ-კახეთის სამეფოდ გააერთიანა, რის შედეგადაც, ცხინვალის რეგიონის ტერიტორია II (მემარჯვენე) სადროშოში მოექცა. 1801 წლის 12 სექტემბერს რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრე I-მა (1801-1825 წწ.) გამოაქვეყნა მანიფესტი ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმებისა და მისი რუსეთთან მიერთების შესახებ. ამ აქტის თანახმად, მთელი აღმოსავლეთ საქართველო (და, შესაბამისად, ცხინვალის რეგიონი) რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შევიდა.

ფეოდალური სენიორიები
რედაქტირება

XIII-XVIII საუკუნეებში ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე რამდენიმე ადგილობრივი ქართული ფეოდალური სენიორია (სამფლობელო) იყო. განსაკუთრებით აღსანიშნავია სურამელების, ქვენიფნეველების, თავხელისძე-მაჩაბელის, გაბელისძე-ამირეჯიბის, ზევდგინიძე-ამილახორის, ფალავანდიშვილების და ფავლენიშვილების თავადური საგვარეულოები. ამ წარჩინებული საგვარეულოების ბევრ წარმომადგენელს ქართულ სახელმწიფო იერარქიაში მაღალი თანამდებობა ეკავა. XIII-XVIII საუკუნეებში ცხინვალის რეგიონის გარკვეული ნაწილი ბაგრატიონთა მმართველი დინასტიის დომენი იყო.

საეკლესიო ადმინისტრაცია
რედაქტირება

აღნიშნულ ხანაში ცხინვალის რეგიონის საეკლესიო გეოგრაფია პრაქტიკულად არ შეცვლილა: XIII-XVIII საუკუნეებში ადგილობრივი მართლმადიდებელი მოსახლეობის სულიერ წინამძღვრებად რჩებოდნენ მროველი, ურბნელი, ნიქოზელი და სამთავნელი ეპისკოპოსები, რომლებიც ქართლის კათოლიკოს-პატრიარქს ემორჩილებოდნენ. ამ დროს ცნობილი ქართულ ეკლესია მონასტრები იყვნენ წირქვალი (VIII-IX სს.), ყანჩაეთის კაბენი (IX-XIII სს.), ხეითის საბაწმინდის ეკლესია (X ს.), იკორთა (XII ს.), თირი (XIII-XVII სს.), ლარგვისი (XIV-XVIII სს.) და სხვა.

ეპიგრაფიკა
რედაქტირება

ცხინვალის რეგიონის ტერიტირიაზე XIII-XVIII საუკუნეების მრავალი ეპიგრაფიკული ძეგლი გამოვლინდა, რომელთა უმეტესი ნაწილი, რამდენიმე გვიანდელი სომხური წარწერის გარდა, შესრულებულია ქართულ ენაზე ქართული დამწერლობის ორი სახეობით (ასომთავრული და მხედრული). ისტორიული თავლსაზრისით განსაკუთრებით საინტერესოა თირის მონასტრის წარწერა, რომელშიც იხსენიება ქვეყნის მოლარეთუხუცესი ხელა და მისი ძმები — სიაოში, რატი, მაჩაბელი და ასათა თავხელისძეები (XIV-XV სს.); იკორთის ტაძრის წარწერა — იხსენიება ქართლის დედოფალი როდამი და ქსნის ერისთავი იესე (1673 წ.); თირის მონასტრის წარწერა — იხსენიება ეპისკოპოსი ფილიპე მროველი და მისი ძმები — არდაშელი და ელიზბარ თაქთაქისძეები (1682 წ.); ეპიტაფია ხეითის საბაწმინდის ეკლესიიდან — იხსენიება გიორგი მაჩაბელი, მისი ცოლი ელენე და ამ უკანასკნელის მამა — იოთამ ამილახვარი (1745); ასევე, წარწერა იკორთის ტაძარში — იხსენიება ქართლის დედოფალი ქეთევანი (1798 წ.) და სხვა.

ეთნიკური პროცესები
რედაქტირება

განსახილველ, საკმაოდ ხანგრძილვ პერიოდში ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე მნიშვნელოვანი ეთნიკური პროცესები განვითარდა: დაიწყო ჩრდილოეთ კავკასიაში მაცხოვრებელ ოსთა მასიური გადმოსახლება სამხრეთ კავკასიაში, რის შედეგადაც ისინი თანდათანობით განსახლდნენ ცხინვალის რეგიონის სხვადასხვა კუთხეში. ამასთან დაკავშირებით, საინტერესოა ერთ-ერთი ქართული სიგელი (დათარიღებული 1621-1650 წლებით), რომელშიც საუბარია ცხინვალის რეგიონის მაღალმთიანი ზოლის, კერძოდ, ზემო ჯავის ოსთა გამოისობით გაუკაცრიელებაზე. ამ დოკუმენტზე დაყრდნობით, ქართველმა მეცნიერებმა — ისტორიკოსმა ჯ. გვასალიამ, გეოგრაფმა კ. ხარაძემ და ეთნოგრაფმა ბ. გამყრელიძემ გამოთქვეს მოსაზრება, რომ შესაძლოა უკვე XVII საუკუნის I ნახევარში ზემო ჯავის კუთხე, ისე, როგორც ცხინვალის რეგიონის მთელი მაღალმთიანი ზოლი, ოსთა მუდმივი თარეშის გამო, ქართული მოსახლეობისგან დაცარიელდა. სხვა სიტყვებით, სწორედ ამ დროს ჩრდილოეთ კავკასიიდან მოსულმა ოსებმა დაიპყრეს მაღალმთიანი დასახლებები, რომლებიც აქამდე ეთნიკური ქართველებით იყო დასახლებული. ზემოთ ხსენებული სიგელის შინაარსი თავისებურად იქნა განმარტებული ოსი მეცნიერების — გ. თოგოშვილისა და ი. ცხოვრებოვის მიერ, რომლებმაც წამოაყენეს ვერსია იმის შესახებ, რომ საქმე ეხება არა ჯავის კუთხის ოსებისგან შევიწროებული ქართული მოსახლეობისგან დაცლას, არამედ, პრიქით — თავად ოსური ეთნიკური ელემენტისგან, რომლებიც, მათი აზრით, უკვე XVII საუკუნის I ნახევრისთვის დამკვიდრებულნი იყვნენ ცხინვალის რეგიონის მაღალმთიან ზოლში. ამ თვალსაზრისით, საინტერესოა რუსი თავადის, მიხეილ ტატიშჩევის (Татищев Михаил Игнатьевич) ცნობა, რომელიც საქართველოში ელჩის რანგში იმყოფებოდა. ტატიშჩევის თანახმად, XVII საუკუნის დამდგომს ცხინვალის რეგიონის მაღალმთიან ზოლში, კერძოდ, მდ. დიდი ლიახვის ხეობის ჩრდილოეთ ნაწილში, დაფიქსირებულია ოსური მოსახლეობა.

ოსთა კომპაქტური განსახლება და რაოდენობა
რედაქტირება
 
საქართველო 1762 წელს

ვახუშტი ბატონიშვილის ცნობილ, ვრცელ ისტორიულ თხზულებაში — „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (1743-1745 წწ.) არის დამადასტურებელი ცნობა იმ ფაქტისა, რომ XVIII სუკუნის I ნახევარში ოსები კომპაქტურად სახლობდნენ ცხინვალის რეგიონის მაღალმთიან ზოლში — მდინარეების დიდი ლიახვის, პატარა ლიახვის, მეჯუდას, ლეხურას და ქსნის ხეობათა ზემო წელში. ცხინვალის რეგიონის მთისწინა და დაბლობ ადგილებში, ვახუშტი ბაგრატიონის ცნობებით, ქართული მოსახლეობა ცხოვრობდა. 1770 წლის დემოგრაფიული აღწერის თანახმად, XVIII საუკუნის II ნახევარში ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე ქართველების გვერდით არსებობდა ოსების საკმაოდ დიდი კოლონია — დაახლოებით 2860 კომლი, აქედან 2000 კომლი ქსნის საერისთავოს ტერიტორიაზე და 860 კომლი — თავად მაჩაბელთა სამფლობელოში. ამასთან, ცხინვალის რეგიონში მცხოვრები ოსები ქართლ-კახეთის სამეფოს ქვეშევრდომობაში იყვნენ და იგივე სამოქალაქო უფლებები და მოვალეობები ჰქონდათ, რაც ადგილობრივ ქართულ მოსახლეობას.[54][101][124][133][134][155][156][157][158][159][160][153][161][144][162][163][164][165][166][146][167][168][169][123][170][149][171][172][173][174][175][176][177][178][133][179][116][180][117][181][182][183][184][185][186][187][188]

1801-1918 წლები

რედაქტირება
 
მღვდელ იოანე იალღუზიძის მიერ შედგენილი და ქართული ნუსხა-ხუცურით დაბეჭდილი ოსური ლოცვანი (მარცხნივ. 1820 წ.) და ოსური კურთხევანი (მარჯვნივ, 1824 წ.)

1801-1918 წლებთან დაკავშირებით ყველაზე მეტი წყარო გვაქვს. ესენია რუსეთის იმპერიის სხვადასხვა უწყებების მიერ გაცემული ოფიციალური დოკუმენტები (ანგარიშები, აღწერა და სხვ.), რუსული და ქართული პერიოდული გამოცემების (გაზეთები, ჟურნალები, კრებულები და სხვ.) მრავალრიცხოვანი პუბლიკაციები, ქართველი, რუსი და უცხოელი ავტორების მიერ გამოქვეყნებული თუ არქივებში დაცული მასალები და ა. შ.

ამ წყაროთა თანახმად, ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმების შემდეგ, 1802 წელს რუსეთის იმპერიის ხელისუფლებამ ჩვენთვის საინტერესო რეგიონის ტერიტორია ორ ნაწილად გაყო — გორის და დუშეთის მაზრებად. თუ ვერწმუნებით იმავე პერიოდის ერთ-ერთ დოკუმენტს, ცხინვალის რეგიონის ზოგიერთი მაღალმთაინი სოფელი (ყორნისი, ტბეთი, კუსირეთი, გუდისი, ფოტრისი, ჩვრისი, მღვრისი, სათიხარი, კულბითი, ხრომისწყარო, ჟამური და სხვ.) კომპაქტურად იყო ოსებით დასახლებული, ხოლო ზოგიერთში (ძვილეთი, სვერი, ერედვი, ქორდი, დიცი, აწერისხევი, ჭარები, სნეკვი, ბელოთი, საცხენისი, ვანათი, ვარძიაანთკარი, მერეთი, კარბი, არბო და სხვ.) შერეული — ქართული და ოსური მოსახლეობა ცხოვრობდა. მაღალმთიანი ზოლისგან განსხვავებით, ცხინვალის რეგიონის მთისწინეთი და დაბლობი ზოლი თითქმის მთლიანად ქართულ მოსახლეობას ჰქონდა ათვისებული. ქალაქებსა და დაბებში — ცხინვალი, ახალგორი, ჯავა — ქართველების გარდა ცხოვრობდნენ მხოლოდ ებრაელები და სომხები.

 
ცხინვალი 1886 წელს

ეთნიკური რეალიები, რომლებსაც რუსი სახელმწიფო მოხელეები XIX საუკუნის დასაწყისში ცხინვალის რეგიონში აფიქსირებდნენ, საკმაოდ თავისებურად იყო მათ მიერ ინტერპრეტირებული. მაგალითად, საქართველოში ყოფნისას (1802 წ.), გენერალ კარლ კნორინგის საიმპერატორო კარისადმი შედგენილ ანგარიშში ცხინვალის რეგიონის მაღალმთიანი მხარეები, სადაც ოსური მოსახლეობა ჭარბობდა, ოსეთი ეწოდება (Осетия), ხოლო დანარჩენ, ძირითადად ქართველებით დასახლებულ ტერიტორიას კი — საქართველო (Грузия)[189][190].

XIX საუკუნის პირველი მესამედის სხვა რუსულ დოკუმენტებში ტერმინის — „ოსეთი“ და ოსები“ პარალელურად გამოიყენება ასევე „საქართველოს ოსეთი“ („Грузинская Осетия“) / „ქართველი ოსები“ („Грузинские осетины“), „საქართველოს კუთვნლი ოსეთი“ („Осетия, принадлежащая Грузии“) / „საქართველოს კუთვნილი ოსები“ („Осетины, принадлежащие Грузии“), „ჩრდილოეთ ქართლის ოსეთი“ („Осетия Северной Картли“) / „ჩრდილოეთ ქართლის ოსები“ („Осетины Северной Картли“) და სხვა[190]. 1830 წელს საქართველოში გამომავალ გაზეთში — „Тифлисские ведомости“ გამოქვეყნდა ანონიმი ავტორის სტატია, რომელშიც ის იყენებდა ტერმინს — „სამხრეთ ოსეთი“ (ცხინვალის რეგიონის ოსებით დასახლებული კუთხეების აღსანიშნავად) და „ჩრდილოეთი ოსეთი“ (ოსებით დასახლებული ჩრდილოეთ კავკასიის ტერიტორია). ამ დროიდან ტერმინმა — „სამხრეთ ოსეთი“ თანდათანობით გამოდევნა ხმარებიდან ყველა სხვა და მყარად მოიკიდა ფეხი, როგორც ქართულ, ასევე რუსულ და უცხოურ გამოცემებში.

 
კირილიცათი შესრულებული ოსური ლოცვანი

1840 წელს აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს ტერიტორია ახალ ადმინისტრაციულ ერთეულში — საქართველო-იმერეთის გუბერნიაში გაერთიანდა. ამასთან, ცხინვალის რეგიონი გორის მაზრის შემადგენლობაში აღმოჩნდა. ცოტა მოგვიანებით, 1842 წელს გორის მაზრის შემადგენლობიდან გამოიყო ოსეთის ოკრუგი, რომელიც მოიცავდა ცხინვალის რეგიონის ოსებით დასახლებული მაღალმთიან ზოლს, კერძოდ, ნარის (ისტ. დვალეთი), ჯავისა და ლიახვის თემებს. „ოსეთი“, როგორც სახელი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულისა, პირველად სწორედ ამ დროს დაფიქსირდა. 1843 წელს გორის მაზრას ჩამოაცილეს კიდევ ორი, ასევე ოსებით დასახლებული, თემი — მთისა და ქსნის, რომლებიც საქართველო-იმერეთის გუბერნიის მთიან ოკრუგში (Горный округ) შევიდნენ.

1858 წელს ოსეთის ოკრუგი კავკასიის მეფისნაცვლის ალექსანდრე ბარიატინსკის განკარგულებით გაუქმდა, დვალეთი (ნარის უბანი) კი თერგის ოლქს გადაეცა. 1846 წელს საქართველო-იმერეთის გუბერნია გაუქმდა და სამაგიეროდ წარმოიქმნა ორი ადმინისტრაციული ერთეული — თბილისის და ქუთაისის გუბერნიები. ცხინვალის რეგიონის ტერიტორია ამჯერადაც გადანაწილდა სამ ადმინისტრაციულ ერთეულს — გორის მაზრას, ოსეთის და მთის ოკრუგებს შორის. 1848 წლის მონაცემების თანახმად გორის მაზრის ხეობებში 56 ოსური სოფელი იყო, სადაც 117 კომლი, 7939 სული ოსი ცხოვრობდა. ამ აღწერაში არ შედიოდა ის 135 კომლი, რომელიც საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გადავიდა.[191] 1859 წელს ოსეთის ოკრუგი გაუქმდა და მისი ტერიტორია, ნარის ოკრუგის გამოკლებით, დაუბრუნდა გორის მაზრას და სახელად ოსეთის მონაკვეთი (Осетинский участок) ეწოდა. უშუალოდ ტერმინი „სამხრეთი ოსეთი“, უკვე 1860 წლიდან ფიქსირდება ოფიციალურ დოკუმენტებში[189]. 1864 წელს გორის მაზრას ე. წ. ქსნის მონაკვეთი (Ксанский участок) მიუერთეს, მაგრამ ცოტა ხნით: 1867 წელს ეს უკანასკნელი ახლად შექმნილ თბილისის გუბერნიის დუშეთის მაზრაში შევიდა. ამ დროიდან 1917 წლის თებერვლის რევოლუციამდე ცხინვალის რეგიონის სტატუსში პრაქტიკულად არავითარი ცვლილება არ განხორციელებულა.

XIX საუკუნის მეორე ნახევარში ცხინვალის რეგიონში ჩრდილოკავკასიელი ოსების გადმოსახლებამ მანამდე არნახული მასშტაბები მიიღო: თუ 1860 წელს ჩრდილოეთ კავკასიაში ცხოვრობდა 47 000 ოსი, ხოლო ცხინვალის რეგიონში — მხოლოდ 19 000, 1880 წლისთვის მათი რიცხვი გაიზარდა 59 000 და 52 000-მდე, შესაბამისად. ოსური მოსახლეობის ასეთმა მკვეთრმა გაზრდამ ცხინვალის რეგიონში დაარღვია ისტორიულად ჩამოყალიბებული ეთნო-დემოგრაფიული ბალანსი. ამას დაემატა საქართველოში განხორციელებული მრავალმხრივი იმპერიული რუსიფიკატორული პოლიტიკის შედეგები, რის შედეგადაც, ისტორიული ტრადიციის საწინააღმდეგოდ, ახლადგადმოსახლებული ოსების ინტეგრაცია ხდებოდა არა ქართულ, არამედ რუსულ სამხედრო-პოლიტიკურ, სოციალურ-ეკონომიკურ და კულტურულ-ენობრივ სივრცეში. ამას შედეგად მოჰყვა ცხინვალის რეგიონში მოსახლე ქართული და ოსური მოსახლეობის გაუცხოვება, რასაც ხშირად თან სდევდა შეიარაღებული შეტაკებები.[155][192][193][194][195][196][197][198][199][200][201][202][203][204][205][206][187][207][208][117][209][210][211][212][213][214][215][216][217]

სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი

რედაქტირება
 
ოსური ტექსტი ქართული ანბანით. 1940 წელს სტალინირში (ცხინვალი) გამოცემული წიგნის — „ხუსსარ ირისტონი ფოლკლორ“ (სამხრეთ ოსური ფოლკლორი) — წინასიტყვაობა. ოსური ენისთვის ქართული ანბანი გამოიყენებოდა 1938-1954 წლებში. 1954 წლიდან — კირილიცა.

1921 წლის 26 მარტს, საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, შეიქმნა სამხრეთ ოსეთის რევკომი. საბოლოო იურიდიული დაკანონება ტერმინებისა „სამხრეთი ოსეთი“ და „ჩრდილოეთი ოსეთი“ მოხდა 1922-24 წლებში, როდესაც შეიქმნა ჯერ „სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი“ (აპრილი, 1922), ორი წლის შემდეგ კი — ჩრდილოეთ ოსეთის ასსრ (ივლისი, 1924).

საქართველოში, კერძოდ შიდა ქართლის ჩდილო ნაწილში კომპაქტურად მცხოვრები ოსების ეთნიკურ-პოლიტიკური ავტონომიური ტერიტორიული ერთეული (ოლქი), საქართველოს სსრ-ს შემადგენლობაში 1922 წლის 20 აპრილიდან, 1990 წლის 11 დეკემბრის ჩათვლით. შეიქმნა საქართველოს ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის და სახალხო კომისრების საბჭოს მიერ №2 დეკრეტით.

 
ქართული ანბანით შესრულებული ოსური გრამატიკა. სტალინირი (ცხინვალი), 1940 წ.

მდებარეობდა ცენტრალური კავკასიონის სამხრეთ კალთაზე. ჩრდ. საზღვარი იყო კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის თხემი, აღმ. — ალევის ქედი, დას. საზღვარი კვეთდა ლიხის, რაჭისა და კედელას ქედებს, მდინარეების ძირულის, ყვირილის, ჯეჯორისა და ღარულის ზემო დინების ხეობებს და მთავრდებოდა მამისონის უღელტეხილთან. სამხრეთ საზღვარი შიდა ქართლის ვაკის ჩრდილო პერიფერიაზე გადიოდა. სამხრეთ ოსეთის აო-ს ჩრდილოეთით ესაზღვრებოდა ჩრდილოეთ ოსეთის ასსრ, აღმოსავლეთით ყაზბეგისა და დუშეთის, სამხრ-ით — კასპის, გორის, ქარელისა და ხაშურის, დას-ით — საჩხერისა და ონის რაიონები.

ფართობი 3,8 ათასი კმ² (საქართველოს ტერიტორიის 5,4 %).მოსახლეობა 97,4 ათასი კაცი (1981). ცენტრი — ქ. ცხინვალი. სამხრეთ ოსეთში იყო 4 ადმინისტრაციული რაიონი: ზნაურის, ლენინგორის (ამჟ. ახალგორი), ცხინვალის და ჯავის. ერთი საოლქო დაქვემდებარების ქალაქი (ცხინვალი), ოთხი დაბა (ზნაური, კვაისა, ლენინგორი, ჯავა).

დამოუკიდებელი საქართველოს პერიოდში

რედაქტირება
 
სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი
 
ე. წ. სამხრეთ ოსეთის საავტომობილო სანომრე ნიშანი

1990 წლის 11 დეკემბერს, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ მიიღო კანონი „სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის გაუქმების შესახებ“[218] 1991 წელს გაუქმდა ცხინვალისა და ზნაურის რაიონები, ცხინვალის რაიონი შეუერთდა გორის რაიონს, ხოლო ზნაურისა – ქარელს. ჯავის რაიონის რამდენიმე სოფელი (240 კმ2) გადაეცა საჩხერისა და ონის რაიონებს. დაბა ზნაურს ეწოდა ყორნისი.[219]ამავდროულად 1990-91 წლებში მიმდინარეობდა სამხედრო შეიარაღებული დაპირისპირება საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისა და სამხრეთ ოსეთის აო-ის ძალებს შორის. 1992 წლის 24 ივნისს საქართველომ და რუსეთმა დაგომისში მოაწერეს ხელი შეთანხმებას, რომლის ძალითაც ცხინვალის რეგიონში მყოფ რუსეთის სამხედრო შენაერთებს მიეცა „სამშვიდობო მისიის“ სტატუსი. ხელშეკრულების შედეგად შეწყდა შეიარაღებული მოქმედებები, კონფლიქტის ზონაში განთავსდა სამი (ქართული, რუსული და ოსური) სამშვიდობო ბატალიონი, ცხინვალის რეგიონი დაიყო ქართულ და ოსურ ზონებად და შეიქმნა შერეული კომისია, რომელშიც შედიოდა საქართველო, რუსეთი, სამხრეთ ოსეთი და ჩრდილოეთ ოსეთი. 2008 წლის ომის შემდეგ საქართველომ დატოვა შერეული კომისია, გავიდა დსთ-დან და ცხინვალის რეგიონში რუსეთის შეიარაღებულ ძალების ყოფნას ოფიციალურად უწოდა ოკუპაცია.

სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა

რედაქტირება
 
ცხინვალის რეგიონის რუკა. მწვანე ფერით აღნიშნულია საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიები 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომამდე
 
რუსი „ევრაზიელი“ ალექსანდრ დუგინი ცხინვალის რეგიონში. (2008 წლის ივლისი)
 
რუსეთის არმიის ინტერვენცია საქართველოში როკის გვირაბით 2008 წლის აგვისტოში.

ე.წ. „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა“ არის თვითგამოცხადებული რესპუბლიკა, მდებარეობს საერთაშორისოდ აღიარებულ საქართველოს ტერიტორიაზე. ამ ყოფილი საბჭოთა ავტონომიური ოლქის დამოუკიდებლობა, რომელიც 17 წელია დე ფაქტო აკონტროლებს რეგიონის მნიშვნელოვან ნაწილს, 2008 წლის 26 აგვისტოს დე იურე ცნო რუსეთის ფედერაციამ, იმავე წლის აგვისტოს ომის შემდეგ. თუმცა საერთაშორისო თანამეგობრობა არ ცნობს რეგიონის დამოუკიდებლობას და დე იურე მიიჩნევა საქართველოს რეგიონის შიდა ქართლის ნაწილად.

ცხინვალის რეგიონის დღევანდელი სტატუსი

რედაქტირება

დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული, (ასევე სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული[220]) — ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე. ერთეულის შექმნის მიზანია ყოფილი ოლქის ტერიტორიაზე დროებითი სახელმწიფო მმართველობის განხორციელება, ამ ტერიტორიაზე საქართველოს იურისდიქციის სრულ აღდგენამდე.

დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ტერიტორიაზე სახელმწიფო მმართველობას ახორციელებს დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაცია. სახელმწიფო მმართველობის განხორციელების უფლებამოსილების მინიჭება შეუძლია საქართველოს პრეზიდენტს, პარლამეტთან შეთანხმებით. დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი იყო დიმიტრი სანაკოევი.

 
ქართველთა დემონსტარცია სტოკჰოლმი რუსეთის პოლიტიკის წიააღმდეგ ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში (მაისი, 2008 წ.)

2008 წლის 31 ოქტომბერს პრეზიდენტმა სააკაშვილმა ხელი მოაწერა კანონს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, რომელიც პარლამენტმა ერთი კვირით ადრე მიიღო.

კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონს (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიები) მოიცავს. კანონის მოქმედება ასევე ვრცელდება კონფლიქტამდე მიერ კოდორის ხეობაზე, ცხინვალის ჩრდილოეთით მდებარე ქართულ სოფლებსა და ახალგორის მუნიციპალიტეტზე, ასევე საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ პერევზე.

კანონი ითვალისწინებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე თავისუფალ გადაადგილებასა და ეკონომიკურ საქმიანობაზე შეზღუდვებს.

კერძოდ, კანონის თანახმად, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლა დაშვებულია მხოლოდ დანარჩენი საქართველოს ტერიტორიიდან.

დოკუმენტის თანახმად, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში შესვლა უცხოელი მოქალაქეებისთვის „ყველა სხვა მიმართულებიდან“ — რუსეთის ჩათვლით, „ისჯება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით“. თუმცა, კანონში ასევე ჩამოთვლილია ის „განსაკუთრებული შემთხვევები“, რომლის დროსაც სეპარატისტულ რეგიონებში შესვლა არ ჩაითვლება უკანონოდ. კანონის თანახამდ, „სპეციალური ნებართვა“ შესაძლოა გაიცეს“ იმ შემთხვევაში, თუ „ეს ემსახურება საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების, დეოკუპაციის ან ჰუმანიტარულ მიზნებს“.

კანონი ასევე კრძალავს ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებას (სამეწარმეო ან არასამეწარმეო), თუ ამგვარ საქმიანობას სჭირდება ნებართვა, ლიცენზია ან რეგისტრაცია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ის ასევე კრძალავს საჰაერო, საზღვაო და სარკინიგზო მიმოსვლას, აგრეთვე საერთაშორისო საგზაო სატრანსპორტო გადაზიდვას; ასევე ბუნებრივი რესურსების მოპოვებას და ფულად გადარიცხვებს.

თუმცა, კანონში ასევე ნათქვამია, რომ ყველა ეკონომიკური საქმიანობა შესაძლოა განხორციელდეს მხოლოდ საქართველოს სახელმწიფოს ნებართვით, თუ „ეს ემსახურება საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების, დეოკუპაციის ან ჰუმანიტარულ მიზნებს“.

თუმცა, კანონის იმ დებულებას, რომელიც ეკონომიკური საქმიანობის აკრძალვას ეხება უკუქმედების ძალა აქვს და ეხება ყველა იმ გარიგებას, რომელიც 1990 წლიდან მოყოლებული შედგა.

კანონში ნათქვამია, რომ რუსეთის ფედერაცია — სახელმწიფო, „რომელმაც განახორციელა სამხედრო ოკუპაცია“ — მთლიანადაა პასუხისმგებელი ადამიანის უფლებების დარღვევაზე აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. დოკუმენტის თანახმად, „ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეებისათვის, მოქალაქეობის არმქონე პირებისათვის და სათანადო ნებართვით საქართველოში მყოფი და ოკუპირებულ ტერიტორიებზე გადასული უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის მიყენებული მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება ეკისრება რუსეთის ფედერაციას“.

კანონი ძალაშია სეპარატისტულ რეგიონებში საქართველოს იურისდიქციის სრულ აღდგენამდე.

კანონში ასევე ნათქვამია, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოქმედი დე ფაქტო სახელმწიფო სტრუქტურები და ხელისუფლების წარმომადგენლები „უკანონოდ“ არიან მიჩნეული.[221][222]

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Темо Джоджуа, Историография Цхинвальского региона (Южная Осетия), Историографический диалог вокруг непризнанных государств : Приднестровье, Нагорный Карабах, Армения, Южная Осетия и Грузия. Науч. ред. Кимитака Мацузато. Sapporo: Slavic Research Center, Hokkaido University, 2007
  • პროფ. გ. თოგოშვილი და ი. ცხოვრებოვი (შემდგენლები). „ოსეთის ისტორია დოკუმენტებსა და მასალებში (უძველესი დროიდან მე-XVIII საუკუნის ბოლომდე)“, სამტომეული (რუსულ ენაზე), ცხინვალი, 1960-62 წწ.
  • თოთაძე, ანზორ. „ოსები საქართველოში: მითი და რეალობა“ / [რედ.: მარიამ ლორთქიფანიძე]. — თბილისი : უნივერსალი, 2006. — 111გვ. ; 20სმ.. — ბიბლიოგრ. ტექსტ. შენიშვნ.. — ISBN 99940-61-90-9.შინაარსი: კონფლიქტის ანატომია; ოსების ჩამოსახლება საქართველოში; ცხინვალის ძირძველი მოსახლეობა; როდიდან იხმარება ტერმინი „სამხრეთ ოსეთი“; მართლა შეუერთდა თუ არა „სამხრეთ ოსეთი“ რუსეთს 1774 წელს; გაყალბებული ისტორია; ცალმხრივად დანახული მოვლენები და „დაჩაგრული“ ოსები.
  • სონღულაშვილი, ავთანდილი. „„სამხრეთ ოსეთი“ საქართველოში?!“ / [რედ.: პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ვაჟა შუბითიძე]. — თბილისი, 2009.
  • Ментешашвили И. Осетинский сепаратизм в 1918-1920 гг. // Осетинский вопрос. Гори; Тбилиси, 1996

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 სამხრეთ-ოსეთის ავტონომიური ოლქი, ქსე.
  2. საქართველოს სსრ, თბ., 1981
  3. გ. ფირცხალავა, საქართველოს მოსახლეობა: ეროვნული შემადგენლობა, ოჯახები, მიგრაცია (1970, 1979 და 1989 წწ. აღწერათა მონაცემებით), თბ., 1997
  4. ამ სექციის ძირითად წყაროდ გამოყენებულია Темо Джоджуа, Историография Цхинвальского региона (Южная Осетия), Историографический диалог вокруг непризнанных государств : Приднестровье, Нагорный Карабах, Армения, Южная Осетия и Грузия. Науч. ред. Кимитака Мацузато. Sapporo: Slavic Research Center, Hokkaido University, 2007
  5. 5.0 5.1 5.2 5.3 5.4 5.5 5.6 5.7 ო. ჯაფარიძე, საქართველოს არქეოლოგია (ქვისა და ბრინჯაოს ხანა), თბ., თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1991
  6. 6.0 6.1 6.2 Джапаридзе О. На заре этнокультурной истории Кавказа. Тбилиси, 1989
  7. 7.0 7.1 7.2 7.3 7.4 7.5 ოთარ ჯაფარიძე, ქართველი ერის ეთნოგენეზის სათავეებთან, თბ., არტანუჯი, 2006
  8. 8.0 8.1 Верещагин Н. Млекопитающие Кавказа. М.; Л., 1959
  9. 9.0 9.1 Любин В. Высокогорная пещерная стоянка Кударо I (Юго-Осетия). Известия Всесоюзного геогр. об-ва. Т. 91. Вып. 2. М., 1959
  10. 10.0 10.1 Любин В. Палеолит Кавказа и Северной Азии. Л., 1989
  11. Любин В. Ашельская эпоха на Кавказе. СПб., 1998
  12. 12.0 12.1 Любин В. Нижнепалеолитические памятники Юго-Осетии: Мат-лы и исслед. по археологии СССР. Т. 79. Палеолит и неолит СССР. Т. 4. М.; Л., 1960
  13. Любин В. Изучение нижнего палеолита Кавказа. Краткие сообщения Ин-та археологии АН СССР. Вып. 118. М., 1969
  14. 14.0 14.1 Любин В., Левковская Т. Пещера Кударо III // Мат-лы и исслед. по археологии СССР. Вып. 185. Палеолит и неолит СССР. Т. 7. Л., 1972
  15. 15.0 15.1 Каландадзе А., Тушабрамишвили Д. Цонская пещера // Археология и палеография раннего палеолита Крыма и Кавказа. М., 1978
  16. Зубов А. О зубе архантропа из пещеры Кударо I // Кударские пещерные стоянки Юго-Осетии. М., 1980
  17. კუდარო, ქსე, ტ. 6, 1983
  18. ლაშებალთა, ქსე, ტ. 6, 1983
  19. პალეოლითი, ტ. 7, 1984
  20. წონა, ტ. 11, 1987
  21. Любин В. Мустьерские культуры Кавказа. Л., 1977
  22. საქართველოს არქეოლოგია: ქვის ხანა, ტ. 1, თბ., 1991
  23. Формозов А. Обзор исследования мезолитических стоянок на Кавказе // Советская археология. Вып. 4. 1963
  24. Алексеев В. Происхождение народов Кавказа. М., 1974
  25. 25.0 25.1 ნიკო ბერძენიშვილი, საქართველოს ისტორიის საკითხები, ტ. VIII, თბ., 1975
  26. Габуния М., Церетели Л. Мезолит Грузии // Краткие сообщения Ин-та археологии АН СССР. Вып. 149. М., 1977
  27. Дьяконов И. Три корня этногенеза. Кавказ и цивилизации Востока в древности и средневековье. Владикавказ, 1993
  28. Дьяконов И. Алародии (хуриты, урарты, кутии, чеченцы и дагестанцы). Махачкала, 1995
  29. Меликишвили Г. Наири-Урарту. Тбилиси, 1954
  30. ჯაფარიძე ო., ჯავახიშვილი ალ., უძველესი მიწათმოქმედი მოსახლეობის კულტურა საქართველოს ტერიტორიაზე. — თბ. : საბჭ. საქართველო, 1971
  31. ნებიერიძე ლ. დასავლეთ ამიერკავკასიის ნეოლითი, თბ. 1972.
  32. 32.0 32.1 32.2 32.3 კიკვიძე ი., მიწათმოქმედება და სამიწათმოქმედო კულტი ძველ საქართველოში, თბ., 1976
  33. თამაზ კიღურაძე, აღმოსავლეთ ამიერკავკასიის ადრესამიწათმოქმედო კულტურის პერიოდიზაცია, თბ. 1976
  34. გურამ გრიგოლია, ცენტრალური კოლხეთის ნეოლითი. პალური / საქ. სსრ მეცნ. აკადემია. ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინ-ტი. — თბ. : მეცნიერება, 1977
  35. მედეა მენაბდე, თამაზ კიღურაძე, სიონის არქეოლოგიური ძეგლები / საქ. სსრ მეცნ. აკადემია. არქეოლოგიური კომისია. ს. ჯანაშიას სახ. საქ. სახელმწ. მუზეუმი. — თბ. : მეცნიერება, 1981
  36. გურამ ჩიქოვანი, შიდა ქართლი ძვ.წ. V-IV ათასწლეულებში (არქეოლოგიური მასალების მიხედვით). დის... ისტ. მეცნ. კანდ. / საქ. მეცნ. აკად., არქეოლ. კვლ. ცენტრი. — თბ., 1999
  37. გ. ყიფიანი, ბერიკლდეები, გალავანი და ტაძარი / საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის მოამბე -XLII-B. — 1997
  38. ჯაფარიძე ო., ქართველი ტომების ისტორიისათვის ლითონის წარმოების ადრეულ საფეხურზე, თბ., 1961
  39. 39.0 39.1 39.2 Куфтин Б. Археологическая маршрутная экспедиция 1945 г. в Юго-Осетию и Имеретию. Тбилиси, 1949
  40. 40.0 40.1 გობეჯიშვილი გ., სტალინირის ნაცარგორა, «მიმომხილველი», ტ. 2, თბ., 1951;
  41. საქართველოს არქეოლოგია, თბ., 1959
  42. Дьяконов И. Некоторые лингвистические данные к проблеме связей населения Восточного Кавказа и Закавказья с Древним Востоком в III тыс. до н. э.: Тезисы. Баку, 1966
  43. 43.0 43.1 გ. მელიქიშვილი, საქართველოს, კავკასიისა და მახლობელი აღმოსავლეთის უძველესი მოსახლეობის საკითხისათვის, თბ., 1965
  44. Чубинашвили Т. Древние культуры Южного Кавказа (V-III тыс. до н. э). Л., 1970
  45. 45.0 45.1 45.2 45.3 45.4 Техов Б. Очерки древней истории и археологии Юго-Осетии. Тбилиси, 1971
  46. 46.0 46.1 Джавахишвили А. Строительное дело и архитектура поселений Южного Кавказа V-III тыс. до н. э. Тбилиси, 1973
  47. 47.0 47.1 Мунчаев Р. Кавказ на заре бронзового века. М., 1975
  48. 48.0 48.1 48.2 48.3 48.4 მუსხელიშვილი დ., საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის ძირითადი საკითხები, ნაწ. 1, თბ., 1977
  49. 49.0 49.1 ნაცარგორა, ქსე, ტ. 7, 1984
  50. 50.0 50.1 ნულის სამაროვანი, ქსე, ტ. 7, 1984
  51. 51.0 51.1 ქულბაქები, ქსე, ტ. 10, 1986
  52. ძაღინის სამაროვანი, ქსე, ტ. 11, 1987
  53. Ростунов В. Куро-аракские могильники Северной Осетии. Погребальный обряд древнего и средневекового населения Северного Кавказа. Орджоникидзе, 1988
  54. 54.0 54.1 54.2 54.3 54.4 54.5 54.6 54.7 54.8 ნოე აფხაზავა, კულტურულ-ეთნიკური პროცესები შიდა ქართლის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში უძველესი დროიდან გვიან შუა საუკუნეებამდე, კრებულში: ოსთა საკითხი, შემდგ. და რედ. აკაკი ბაქრაძე და ომარ ჩუბინიძე, გორი, თბ., 1996
  55. ზ. მახარაძე, ენეოლით-ადრებრინჯაოს ხანის კავკასიის არქეოლოგიის ზოგიერთი პრობლემა, ძიებანი, N1, თბ., 1998
  56. 56.0 56.1 Джапаридзе О., Квасатальский могильник эпохи бронзы в Юго-Осетии. Краткие сообщения Ин-та истории материальной культуры. Вып. 60. М., 1955
  57. 57.0 57.1 Меликишвили Г. К истории древней Грузии. Тбилиси, 1959
  58. გოგაძე ე., თრიალეთის ყორღანული კულტურის პერიოდიზაცია და გენეზისი, თბ., 1972
  59. გიორგი ქავთარაძე, საქართველოს ენეოლით-ბრინჯაოს ხანის არქეოლოგიური კულტურების ქრონოლოგია ახალი მონაცემების შუქზე, თბ., მეცნიერება, 1981
  60. Гамкрелидзе Т., Иванов В. Индоевропейские языки и индоевропейцы. Тбилиси, 1984
  61. ქვასათალის სამაროვანი, ქსე, ტ. 10, 1986
  62. Пицхелаури К. Центральное Закавказье в конце III и начале II тыс. до н. э. // Кавказ в системе палеометаллических культур Евразии. Тбилиси, 1987
  63. 63.0 63.1 ნ. ბერძენიშვილი, საქართველოს ისტორიის საკითხები, თბ., 1990
  64. Кавтарадзе Г. Вопросы этнической истории Кавказаи Анатолии и проблемы хронологии и периодизации. Тбилиси, 1992
  65. ა. ორჯონიკიძე, შერეული კერამიკის კომპლექსი შიდა ქართლიდან, თბ., 1992
  66. კობა თურმანიძე. ამიერკავკასიის განვითარების მიმართულებების შესახებ (ძვ. წ. 3500-1450 წლები), წგნ.: არქეოლოგიური კრებული, II. თბილისი: თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, 1998
  67. გურამ მირცხულავა, ბორბლიანი ტრანსპორტის წარმოშობისა და განვითარების ეტაპები საქართველოში, ძიებანი, N5, 2000
  68. Меликишвили И. Теория языковых контактов и вопрос картвело-индоевропейского генетического взаимоотношения // Этногенезис грузинского народа. Тбилиси, 2002 (на груз. яз.)
  69. Мусхелишвили Д. К проблеме этногенезиса грузин // Там же.
  70. ოთარ ჯაფარიძე, ცხინვალის განძი, XVI. თბილისი, 1950
  71. ო. ჯაფარიძე, შიდა ქართლის ჩრდილო ზოლი ბრინჯაოს ხანაში, ძეგლის მეგობარი N14, თბ., 1968
  72. Скифы и центральный Кавказ в VII-VI вв. до н. э. М., 1980
  73. 73.0 73.1 გობეჯიშვილი გ., არქეოლოგიური გათხრები საბჭოთა საქართველოში, თბ., 1952
  74. 74.0 74.1 74.2 "„ეფეთა ცხოვრება“, ქართლის ცხოვრება (ს. ყაუხჩიშვილის რედ.), თბ., 1955
  75. Гаглоити Ю. Аланы и вопросы этногенеза осетин. Тбилиси, 1966
  76. Калоев А. Осетины. М., 1967
  77. ჰეროდოტე, ისტორია // ქართულად თარგმნა, შესავალი და შენიშვნები დაურთო თ. ყაუხჩიშვილმა, თბ., 1975
  78. Ковалевская В. Скифы, Мидия, Иран во взаимоотношениях с Закавказьем по данным Леонтия Мровели // Известия. Серия истории, археологии, этнографии и истории искусства. Т. 6. Тбилиси, 1975
  79. Абаев В. Скифы и осетины // Курьер. 1977 (январь)
  80. მარინე ფირცხალავა, სკვითური კულტურის ძეგლების გავრცელების საკითხისათვის საქართველოს ტერიტორიაზე // საქართველოს არქეოლოგიის საკითხები, ტ. 1, 1978
  81. თლიის სამაროვანი, ქსე. ტ. 4, თბ., 1979
  82. Есаян С., Погребова М. Скифские памятники Закавказья. М., 1985
  83. Очерки истории Юго-Осетинской автономной области. Т. I. Тбилиси, 1985
  84. 84.0 84.1 Очерки истории Грузии. Т. I: Грузия с древнейших времен до IV в. н. э. Тбилиси, 1989
  85. Смирнов Я. Ахалгорский клад. Тифлис, 1934
  86. 86.0 86.1 იულონი გაგოშიძე, ადრეანტიკური ხანის ძეგლები ქსნის ხეობიდან / საქ. სსრ მეცნ. აკად., ს. ჯანაშიას სახ. საქ. სახელმწ. მუზეუმი. თბ., მეცნიერება, 1964
  87. შ. ამირანაშვილი, ქართული ხელოვნების ისტორია, თბ., 1971
  88. ყანჩაეთის სამაროვანი, ქსე, ტ. 10, 1986
  89. Лордкипанидзе О. Наследие древней Грузии. Тбилиси, 1989
  90. ახალგორის განძი, საქართველო, ენციკლოპედია ტ. I, 1997
  91. სიმონ ჯანაშია, უძველესი ეროვნული ცნობა ქართველთა პირველსაცხოვრისის შესახებ მახლობელი აღმოსვლეთის ისტორიის სინათლეზე. — ენიმკის მოამბე, V-VI, 1940, გვ. 633-694
  92. სიმონ ჯანაშია, შრომები, ტ. I, თბ., 1949
  93. პ. ინგოროყვა. ძველ-ქართული მატიანე „მოქცევაჲ ქართლისაჲ“ და ანტიკური ხანის იბერიის მეფეთა სია. — საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის მოამბე, ტ. XI-B, 1941
  94. ნოდარ ლომოური, კლავდიოს პტოლემაიოსი, „გეოგრაფიული სახელმძღვანელო“, ცნობები საქართველოს შესახებ („მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის“), ნაკვ. 32, თბ., 1955
  95. ყაუხჩიშვილი თ. სტრაბონის გეოგრაფია, ცნობები საქართველოს შესახებ, თბ. 1957
  96. გ, მელიქიშვილი, ქართლის (იბერიის) სამეფოს ისტორიის ქრონოლოგიის საკითხისათვის, ივ. ჯავახიშვილი სახ. ისტორიის ინსტიტუტის შრომები, ტ. 4, ნაკვ. I, 1958
  97. გ. მელიქიშვილი, ძველი ქართული, სომხური და ბერძნული საისტორიო ტრადიცია და ქართლის (იბერიის) სამეფოს წარმოქმნის საკითხი, საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის საზოგადოებრივ მეცნიერებათა განყოფილების მოამბე, №2, 1962
  98. მელიქიშვილი გ., ქართლის (იბერიის) მეფეთა სიებში არსებული ხარვეზების შესახებ, «მაცნე, ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოგრაფიისა და ხელოვნების ისტორიის სერია», № 3, 1978
  99. 99.0 99.1 გვრიტიშვილი დავით, ნარკვევები საქართველოს ისტორიიდან (XIII-XIV სს), თბ.1962
  100. 100.0 100.1 მოქცევაჲ ქართლისაჲ, ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, ილ. აბულაძის რედ., წგნ. 1, თბ., 1963
  101. 101.0 101.1 101.2 101.3 ჯ. გვასალია, ქსნის ხეობის ისტორიული გეოგრაფიის საკითხები // საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის კრებული // ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინ-ტი. №3, 1967
  102. Гвасалиа Дж. К исторической географии Шида Картли // Известия. Серия истории, археологии, этнографии и истории искусства. Вып. 1. Тбилиси, 1976
  103. 103.0 103.1 საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. I, საქართველო უძველესი დროიდან ახალი წელთაღრიცხვის IV საუკუნემდე, თბ., 1970
  104. მანანა ხიდაშელი, ბრინჯაოს მხატვრული დამუშავების ისტორიისათვის ანტიკურ საქართველოში (ბრინჯაოს ქართული ჭვირულგამოსახულებიანი ბილეთები) // ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინ-ტი. თბ., მეცნიერება, 1972
  105. Абрамишвили Т., Сланов А. Монеты античного времени из Сохтинского могильника // Известия Юго-Осетинского научно-исслед. ин-та. Вып. XXI. Тбилиси, 1977
  106. 106.0 106.1 Сланов А. Сохтинский могильник. Тбилиси, 1988
  107. Сланов, А. Археологические находки из с. Кливана (Цхинвальский район)// Известия (Юго-Осетинский научно-исследовательский институт) вып. 23. Тбилиси, 1978
  108. 108.0 108.1 დვალები, ქსე, ტ. 3, 1978
  109. 109.0 109.1 დვალეთი, ქსე, ტ. 3, 1978
  110. მამულია გ., კლასობრივი საზოგადოებისა და სახელმწიფოს ჩამოყალიბება ქართლში, თბ., 1979
  111. Гаглоев Р. Об одном погребальном комплексе из Монастырского могильника // Известия Юго-Осетинского научно-исслед. ин-та. Вып. XXV. Тбилиси, 1980
  112. 112.0 112.1 112.2 ჯონდო გვასალია, აღმოსავლეთ საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის ნარკვევები (შიდა ქართლი) // საქ. სსრ მეცნ. აკადემია. ი. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინ-ტი. თბ., მეცნიერება, 1983
  113. სოხთის სამაროვანი, ქსე, ტ. 9, 1985
  114. 114.0 114.1 Техов Б. Материальная культура населения среднего течения реки большой Лиахви в I-VIII вв. Тбилиси, 1987
  115. Могильник Аркнети // Грузия. Энциклопедия. Т. I. Тбилиси, 1997
  116. 116.0 116.1 116.2 116.3 საქართველოს მეფეები, მ. ლორთქიფანიძისა და რ. მეტრეველის რედაქციით, თბ., 2000
  117. 117.0 117.1 117.2 117.3 117.4 საქართველოს ისტორიის ატლასი, თბ., 2003
  118. არჩილის წამება, ქართლის ცხოვრება (ს. ყაუხჩიშვილის რედ.), ტ. I, თბ., 1955
  119. ჯუანშერი, ცხოვრება ვახტანგ გორგასლისა, ქართლის ცხოვრება (ს. ყაუხჩიშვილის რედ.), ტ. I, თბ., 1955
  120. გ. თოგოშვილი, საქართველო-ოსეთის ურთიერთობის ისტორიიდან (უძველესი დროიდან XIV ს. დამლევამდე), სტალინირი, 1958
  121. Гамрекели В. Двалы и Двалетия в I-XV вв. н. э. Тбилиси, 1961
  122. ჯ. გვასალია, შიდა ქართლის ისტორიული გეოგრაფიისათვის // საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის მაცნე. ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოგრაფიისა და ხელოვნების ისტორიის სერია, N1, 1976
  123. 123.0 123.1 ვახუშტი ბატონიშვილი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა. ქართლის ცხოვრება, ტ. IV. თბ. 1973
  124. 124.0 124.1 124.2 საქართველოს ისტორიის ნარკვევები , ტ. II, საქართველო IV-X საუკუნეებში, თბ., 1973
  125. Кузнецов В. Аланская культура Центрального Кавказа и ее локальные варианты в V-XIII вв. // Советская археология, Вып. 2, 1973
  126. 126.0 126.1 მუსხელიშვილი დ., საქართველო IV-VIII საუკუნეებში, თბილისი, 2003
  127. ნოე აფხაზავა, ადრეული შუასაუკუნეების აღმოსავლეთ საქართველოს ნივთიერი კულტურა / საქ. სსრ მეცნ. აკად. საქ. სახ. მუზეუმი, თბ., 1979
  128. ნ. აფხაზავა, ქვემო ავლევი ადრეშუასაუკუნეებში, თბ., 1988
  129. Гаглоев Р. Стырфазский могильник. Цхинвали, 1981
  130. ნინო მირიანაშვილი, შიდა ქართლის მატერიალური კულტურის ისტორიიდან (აღაიანის არქეოლოგიური ძეგლები) / საქ. სსრ მეცნ. აკადემია. საქართველოს არქეოლოგიური კომისია. ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინ-ტის არქეოლოგიური კვლევის ცენტრი. თბ., 1983
  131. ნ. აფხაზავა, ი. გაგოშიძე, კ. გოცაძე. შიდაქართლის არქეოლოგიური ექსპედიციის ქსნის ხეობის რაზმის 1981 წლის მუშაობის შედეგები // კრ: საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის არქეოლოგიური ექსპედიციები, ტ. 8, 1986
  132. Дзаттиаты Р. Раннесредневековый могильник в селении Едыс (Южная Осетия) // Советская археология. Вып. 2, 1986
  133. 133.0 133.1 133.2 გ. ოთხმეზური, შიდა ქართლის მთიანეთის ეპიგრაფიკა, ოსთა საკითხი, თბ., 1996
  134. 134.0 134.1 მიხეილ ბახტაძე, ერისთავობის ინსტიტუტი საქართველოში, თბ., 2003
  135. Чубинашвили Г. Архитектурные памятники VIII и IX вв. в Ксанском ущелье. Тбилиси, 1936
  136. მატიანე ქართლისა, ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის რედაქციით, ტ. 1, განათლება, თბ., 1955
  137. ცხოვრება მეფეთ მეფისა დავითისი, ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის რედაქციით, ტ. 1, განათლება, თბ., 1955
  138. ლაშა-გიორგის დროინდელი მატიანე, ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის რედაქციით, ტ. 1, განათლება, თბ., 1955
  139. Меписашвили Р. Полупещерный памятник IX в. в селе Биети // Грузинское искусство. Вып. 6-А. Тбилиси, 1963
  140. რ. მეფისაშვილი, ბერის საყდარი, Ars Georgica, 7 — A, თბ., 1971
  141. რ. მეფისაშვილი, ერედვის 906 წლის ხუროთმოძღვრული ძეგლი, Ars Georgica, 4, თბ., 1955
  142. ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი, ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის რედაქციით, ტ. 2, განათლება, თბ., 1959
  143. ბასილი ეზოსმოძღვარი, ცხოვრება მეფეთ მეფისა თამარისი, ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის რედაქციით, ტ. 2, განათლება, თბ., 1959
  144. 144.0 144.1 ასწლოვანი მატიანე, ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის რედაქციით, ტ. 2, განათლება, თბ., 1959
  145. ლ. რჩეულიშვილი, თიღვა: შარვანის დედოფლის თამარის აღმშენებლობა თბ., 1960
  146. 146.0 146.1 იოსებ მეგრელიძე, წარწერები და სხვა სიძველეები იკორთაში //საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მაცნე: ისტორიის ... სერია.N3, 1963
  147. იოსებ მეგრელიძე, ლიახვის ხეობის წარწერები და სხვა ძეგლები, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მაცნე: ენის ... სერია.N2, 1981
  148. მაკალათაის ს. ლეხურის ხეობა. — თბილისი, 1964
  149. 149.0 149.1 Меписашвили Р., Цинцадзе В. Архитектура Нагорной части исторической провинции Грузии — Шида-Картли. Тбилиси, 1975
  150. Джатиев Р. Археологический материал из Сау-Дзуар Ерман // Известия Юго-Осетинского научно-исслед. ин-та. Вып. XXI. Тбилиси, 1977
  151. ქართული წარწერების კორპუსი, ტ. I. ლაპიდარული წარწერები, ტ. I. აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველო (V-X სს). გამოსცა ნ. შოშიაშვილმა, თბილისი, 1980
  152. Закараиа П. Монастырский комплекс в Хопа // Известия. Серия истории, археологии, этнографии и истории искусства. Т. 4. Тбилиси, 1992
  153. 153.0 153.1 პ. ზაქარაია, შიდა ქართლის მთიანეთის ხუროთმოძღვრების ისტორიისათვის, წიგნში: ოსთა საკითხი. გორი, თბილისი, 1996
  154. თინათინ ყაუხჩიშვილი, საქართველოს ბერძნული წარწერების კორპუსი, ტ. II. (აღმოსავლეთ საქართველო) თბ., 2000
  155. 155.0 155.1 Гвасалиа Дж. Шида Картли и осетинская проблема // Осетинский вопрос. Гори; Тбилиси, 1996
  156. გვასალია ჯ. ლიახვის ხეობის ისტორიული გეოგრაფიის საკითხები //საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის კრებული. ტ. VI., თბ., 1982
  157. გვასალია, ჯ. ქართველი და ოსი ხალხების ურთიერთობის საკითხისათვის // საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის მაცნე. ისტორიის, ეთნოგრაფიისა და ხელოვნების ისტორიის სერია, 1990
  158. კ. ხარაძე, შიდა ქართლში ტოპონიმთა გაყალბების წინააღმდეგ // ოსთა საკითხი, გორი, თბ., 1996
  159. ბ. გამყრელიძე, ოსთა განსახლების საკითხისათვის საქართველოში. // ოსთა საკითხი, თბილისი-გორი, 1996
  160. სეხნია ჩხეიძე, ცხოვრება მეფეთა // ქართლის ცხოვრება ტ. II, სანქტ-პეტერბურგი, 1854
  161. Белокуров С. Сношения России с Кавказом. М., 1889
  162. თ. ჟორდანია, ქრონიკები, ტ. 2, ტფილისი, 1897
  163. ფარსადან გორგიჯანიძე, საქართველოს ცხოვრება, საისტორიო მოამბე, ტ. II, თბ. 1925
  164. დოკუმენტები საქართველოს სოციალური ისტორიიდან / სსრკ მეცნ. აკად. საქ. ფილიალი, აკად. ნ. მარის სახ. ენის, ისტორიისა და მატერ. კულტურის ინსტიტუტი. ტ. 1, ბატონყმური ურთიერთობა(XV-XVIII ს. ს.), რედ. და წინასიტყვ. ნ. ბერძენიშვილი. თბ., 1940
  165. დავით ბატონიშვილი, ახალი ისტორია, ბაგრატ ბატონიშვილი, ახალი მოთხრობა, თ. ლომოურის გამოცემა, თბ., 1941
  166. Жизнь Иесе Бараташвили, или завещание детям // Мат-лы по истории Грузии и Кавказа. Т. 28. Тбилиси, 1950
  167. სიმონ ჯანაშია, შრომები, ტ. II, თბ., 1952
  168. მესხია, შ. ძეგლი ერისთავთა. (ქსნის ერისთავთა საგვარეულო მატიანე). ტექსტი გამოსცა, გამოკვლევა, ლექსიკონი და საძიებელი დაურთო შოთა მესხიამ // მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის, ნაკვ. 30. თბ., 1954
  169. გვრიტიშვილი დ., ფეოდალური საქართველოს სოციალური ურთიერთობის ისტორიიდან (ქართლის სათავადოები), თბ., 1955
  170. პ. ზაქარაია, ლარგვისის არქიტექტურული ანსამბლი // აქართველოს სახ. მუზეუმის მოამბე XIXB.-1956
  171. ბერი ეგნატაშვილი. ახალი ქართლის ცხოვრება, ქართლის ცხოვრება. ტ II. ს. ყაუხჩიშვილის რედაქციით, თბილისი, 1959
  172. ცოტნიაშვილი გ. ცხინვალის ისტორიისათვის. სტალინირი. 1961
  173. გვრიტიშვილი, დ. დვალთა ვინაობისა და ოსთა ჩამოსახლების საკითხისათვის // მიმომხილველი. (აკად. ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის ინ-ტი), I. თბ., 1949
  174. გიულდენშტედტის მოგზაურობა საქართველოში / გერმ. ტექსტი ქართ. თარგმანითურთ გამოსცა და გამოკვლევა დაურთო გ. გელაშვილმა; ტ. 1, თბ., 1962; ტ. 2. თბ., 1964
  175. История Осетии в документах и материалах. Т. I. Цхинвали, 1962
  176. Андгуладзе Н. Надписи монастыря в Тири // Известия. Серия истории, археолоии, этнографии и истории искусства. Вып. 6. Тбилиси, 1969
  177. გ. თოგოშვილი, საქართველო-ოსეთის ურთიერთობა XV-XVIII საუკუნეებში, თბ., 1969
  178. Гамрекели В., Цкитишвили З. Демографический список от 5 апреля 1770 г. // Известия. Серия истории, археологии, этнографии и истории искусства. Вып. 1. Тбилиси, 1973
  179. ანდღულაძე ნ. თირის მონასტრის ხუროთმოძღვრული ანსამბლი. თბ., 1976
  180. ხოშტარია, ე.(ბროსე). „ძეგლი ერისთავთას“ ზოგიერთი რეალის გაგებისათვის // მრავალთავი (ხელნაწერთა ინსტიტუტი), ტ.7. თბ. 1980
  181. პაპუნა ორბელიანი, ამბავნი ქართლისანი, ე. ცაგარეიშვილის გამოცემა, თბილისი, 1981
  182. არახამია გონელი, ძველი ქართული საგვარეულო მატიანეები, თბ. 1988
  183. ომან ხერხეულიძე, მეფობა ირაკლი მეორისა. ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, გამოკვლევა, ლექსიკონი და საძიებელი დაურთო ლ. მიქიაშვილმა. თბილისი, 1989
  184. ზაქარია ჭიჭინაძე, ოსების ჩამოსახლება ქართლში, თბ., 1990
  185. ვახტანგ ითონიშვილი, აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის ისტორიიდან თბ., მეცნიერება, 1992
  186. Гунашвили В. Политическая история Цхразмийского эриставства в 20-50 гг. XIV в. // Известия. Серия истории, археологии, этнографии и истории искусства. Вып. 4. Тбилиси, 1992
  187. 187.0 187.1 კ. ხარაძე, საქართველოს ისტორიული გეოგრაფია შიდა ქართლი, თბ., 1992
  188. ბერიძე ვ. XVI-XVIII საუკუნეების ქართული საეკლესიო ხუროთმოძღვრება.-თბ.,1994
  189. 189.0 189.1 ანზორ თოთაძე (2008)
  190. 190.0 190.1 ავთანდილ სონღულაშვილი (2009)
  191. ჭუმბურიძე დ. „შიდა ქართლის სოციალუე-ეკონომიკური ვითარება XIX საუკუნის I ნახევარში“ „ახალი და უახლესი ისტორიის საკითხები“ N1 გვ. 82 – თბილისი, „უნივერსალი“ 2013 ISSN 1512-3154
  192. საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. IV, საქართველო XVI დასაწყისიდან XIX საუკუნის 30-იან წლებამდე, თბ., 1974
  193. საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. V, საქართველო XIX საუკუნის 30-90-იანი წლებში, თბ., 1970
  194. Итонишвили В. Южная-Осетия в Центральной Грузии?! // Осетинский вопрос. Гори; Тбилиси, 1996
  195. Тотадзе А. Осетины на грузинской земле // Осетинский вопрос. Гори; Тбилиси, 1996
  196. Лекишвили С. Когда появился термин «Южная Осетия» // Осетинский вопрос. Гори; Тбилиси, 1996
  197. Акты Кавказской археографической комиссии. Т. III: Тифлис, 1869
  198. Акты Кавказской археографической комиссии. Т. IV: Тифлис, 1870
  199. Акты Кавказской археографической комиссии. Т. VI. Вып. 1: Тифлис, 1874
  200. Иваненко З. Гражданское управление Закавказьем. Тифлис, 1873
  201. Путеводитель и собеседник в путешествии по Кавказу. М., 1885
  202. Сборник сведений о Кавказе. Т. IX. Тифлис, 1885
  203. Свод статистических данных о населении Закавказского края извлеченных изъ посемейнных списковъ 1886 г. Тифлис, 1893
  204. Эсадзе С. Историческая записка об управлении Кавказом. Вып. I. Тифлис, 1907
  205. Чхетиа Ш. Система российского управления в Грузии // Вестник ИЯМК. Т. VIII. Тбилиси, 1940
  206. Документы по истории Грузии. Т. I. Вып. 1. Тбилиси, 1954
  207. Абаев В. Экономическое развитие Юго-Осетии в феодально-крепостническую эпоху (1800-1864 гг.) // Известия Юго-Осетинского научно-исслед. ин-та. Т. VII. Тбилиси, 1955
  208. Абаев В. Экономическое развитие Юго-Осетии в период капитализма (1864— 1917-1921 гг.). Т. 2. Тбилиси, 1956
  209. История Осетии в документах и материалах. Т. I: Сталинир, 1960
  210. История Осетии в документах и материалах. Т. II: Цхинвали, 1962
  211. Тогошвили Г. Взаимоотношения грузин и осетин в 1801-1921 гг. Тбилиси, 1969
  212. დუშეთის მაზრა // ქსე. ტ. 3. 1978
  213. თბილისის გუბერნია // ქსე. ტ. 4. 1979
  214. Периодическая печать Кавказа об осетии и осетинах. Т. IV. Цхинвали, 1989
  215. Очерки истории Грузии. Т. V: Грузия в XIX в. Тбилиси, 1990
  216. Харадзе К. Против подделывания топонимов в Шида Картли // Осетинский вопрос. Гори; Тбилиси, 1996
  217. Гамкрелидзе Б. К вопросу о расселении осетин в Грузии // Осетинский вопрос. Гори; Тбилиси, 1996
  218. სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის გაუქმების შესახებ (pdf). საქართველოს რესპუბლიკის კანონი. საქართველოს პარლამენტი. ციტირების თარიღი: 2010-04-12.
  219. საქართველოს რესპუბლიკის კანონი ცხინვალისა და ყორნისის რაიონების გაუქმების შესახებ, 1991 წლის 27 აპრილი, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, 4 გვ. 84 1991 წ
  220. ოფიციალური სამთავრობო ვებ საიტი. სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია. ციტირების თარიღი: 2010-04-11.
  221. საქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ
  222. civil.ge — სააკაშვილმა ხელი მოაწერა კანონს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-05-25. ციტირების თარიღი: 2010-08-18.