ერისთავთერისთავი
ერისთავთერისთავი[1][2], ერისთავთ-ერისთავი[3] — დიდ ფეოდალ მფლობელ-მოხელეთა ტიტული, ერისთავების უფროსი, დიდი ერისთავი. ქართულ წყაროებში ხშირად მკვეთრად არ არის გამიჯნული „ერისთავისაგან“ ნაწარმოებ სხვა ტერმინთაგან (ერისმთავარი, ერისთავთერისთავთა უფალი და სხვა); ზოგჯერ ერისთავთერისთავის მნიშვნელობით გვხვდება „ერისთავი“, ზოგჯერ ერისთავთერისთავს „მეფე“, „ხელმწიფე“, „მთავარი“ ეწოდება. განსაკუთრებით ფართოდ დამკვიდრდა ერისთავთერისთავის ტიტული ტაო-კლარჯეთის ბაგრატიონთა საგვარეულოში. XI-XV საუკუნეებში საქართველოს ფეოდალურ მონარქიაში ერისთავთერისთავები (ქართლის (ერისთავთ-ერისთავი სურამელთა გვარი), კახეთის (ძაგანისძე), სამცხის (სპასალარი ჯაყელი), ოდიშის (ბედიანი), სვანეთის (ვარდანისძე), ცხუმის (შარვაშიძე), რაჭის და თაკვერის (კახაბერისძე), ჰერეთის (გრიგოლის ძე) მეფის მოხელეები იყვნენ, მათ ხელქვეითი ერისთავები არ ჰყავდათ და ამდენად ერისთავთერისთავების პირდაპირი მნიშვნელობა რეალურ ვითარებას არ ასახავდა. XV-XVI საუკუნეებში ზოგიერთი ერისთავთერისთავი დამოუკიდებელი თუ ნახევრად დამოუკიდებელი სამთავროს მთავარი გახდა.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ გუჩუა ვ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 53.
- ↑ ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 191.
- ↑ ბონდო კუპატაძე, „საქართველოს ხელისუფლების ისტორია“, უნივერსალი, თბ., 2009, გვ. 47