ტაო-კლარჯეთი

ისტორიული რეგიონი

ტაო-კლარჯეთი — პირობითი სახელწოდება, რომელიც აღნიშნავს თურქეთის შემადგენლობაში შემავალ ისტორიული ზემო ქართლის სხვადასხვა მხარეებს. ტერმინს საფუძვლად უდევს ორი მნიშვნელოვანი მხარის — ტაოსა და კლარჯეთის სახელწოდებები, თუმცა ის აღნიშნავს სხვა მხარეებსაც.

ტაო-კლარჯეთი

ისტორიული ტაო-კლარჯეთი მესხეთის საზღვრებში

ტაო-კლარჯეთის ტერიტორია თურქეთის თანამედროვე ადმინისტრაციული დაყოფით ემთხვევა შემდეგ ადმინისტრაციულ ერთეულებს: არტაანის პროვინცია, ართვინის პროვინცია, ოლურის რაიონი, შენკაიას რაიონი, ნარმანის რაიონი, თორთუმის რაიონი, უზუნდერეს რაიონი, ისპირის რაიონი, ოლთუს რაიონი, ფინდიქლის რაიონი, არდეშენის რაიონი.

გეოგრაფია

რედაქტირება

ტაო-კლარჯეთი ტერიტორიულად სრულად მოიცავს მდინარე ჭოროხის აუზს და აღნიშნული ტოპონიმის საზღვრები არ სცილდება მის საზღვრებს. გამონაკლისს წარმოადგენს ჭანეთ-ლაზეთი, რომელიც ასევე „ზღვისპირა კლარჯეთის“ სახელითაა ცნობილი.

კლარჯეთი როგორც ისტორიული საქართველოს სხვა რეგიონები (ჯავახეთი) მასაც გააჩნია ვიწრო და ფართო გაგება. ვიწრო გაგებით კლარჯეთი წარმოადგენს მდინარე იმერხევის ქვედა ხეობას, რომლის მარჯვენა ნაპირზე კლარჯეთის ცნობილი მონასტრებია, ხოლო მარცხენა ნაპირზე არტანუჯის ხეობაა, სადაც მდებარეობს დასახლებული პუნქტი — კლარჯეთი. იქვე დგას იმავე სახელწოდების საფორტიფიკაციო ნაგებობა — კლარჯეთის ციხე.

ფართო გაგებით კლარჯეთი წარმოადგენს ტერიტორიას, მოცულს ჭოროხის აუზის ქვედა ნაწილს კლარჯეთის ციხიდან მოყოლებული ვიდრე შავ ზღვამდე, პლუს ზღვისპირა კლარჯეთი - ლაზეთ-ჭანეთი.

ტაო, შესაბამისად წარმოადგენს ჭოროხის აუზის ზედა ტერიტორიას, რომელიც იწყება მდინარე იმერხევისა და ჭოროხის შესართავიდან ვიდრე ბაიბურთის ჩათვლით. ტაო თავის მხრივ იყოფა სპერისა და ტაონის ტერიტორიებად.

ტაო-კლარჯეთის ტერიტორიაზე მდებარეობს შუა საუკუნეების ქართული კულტურის მნიშვნელოვანი ძეგლები, რომელთა დიდი ნაწილი ნანგრევების სახითაა შემორჩენილი.

ქართულ სახელმწიფოში შედიოდა ასევე ბასიანის მხარე, რომელიც წარმოადგენს ისტორიული სომხეთის ნაწილს, ხოლო კოლა, არტაანი და ერუშეთი კი ეს ჯავახეთის ფართო გაგებით ნაწილია, რომელიც ასევე შედის ზემო ქართლის ანუ მესხეთის მხარეში.

 
ტაო-კლარჯეთის სამეფო დაახ. X საუკუნეში.
 
კავკასია 1213 წელს

ეს ტერიტორია საქართველოს კულტურისა და სახელმწიფოებრიობის აკვანია, რადგან ძვ.წ. VII საუკუნეში ტაოხებმა სწორედ იქ ჩამოაყალიბეს პირველი სახელმწიფოებრივი ფორმაცია, პროტოქართული სახელმწიფოს ჩანასახი დიაოხი. ძვ.წ. IV საუკუნიდან მოყოლებული, ეს მიწები პროტოქართული სახელმწიფოების – კოლხეთისა და იბერიის შემადგენლობაში შედიოდა. ძვ.წ. 189 – ახ. წ. 115 წლებში პონტოს მთების სამხრეთით მდებარე მიწები დიდი სომხეთის შემადგენლობაში აღმოჩნდა, ხოლო პონტოს მთების ჩრდილოეთით მდებარე მიწები ძვ.წ. 101 წელს მთელ კოლხეთთან ერთად პონტოს სამეფომ დაიპყრო და ეს ტერიტორიები ამ სახელმწიფოს საზღვრებში რჩებოდა ძვ. წ. 64 წლამდე, ვიდრე პონტოს სამეფოს რომის რესპუბლიკა დაეპატრონა.

ახ.წ. III საუკუნეში იბერიამ და ეგრისის სამეფომ დაკარგული ტერიტორიები დაიბრუნეს. მომდევნო 500 წლის განმავლობაში ადრექართულ სახელმწიფოთა საზღვრები სამხრეთ კავკასიაში არასტაბილური იყო ბიზანტიასა და სასანიანთა იმპერიას შორის პერმანენტული ომების, შემდეგ კი, 650 წლიდან მოყოლებული, ბიზანტიასა და არაბთა სახალიფოს |შორის დაპირისპირების გამო. IX საუკუნის დასაწყისისთვის არაბული ხალიფატის დაღმავლობის შემდეგ, ქართულენოვანი ტერიტორიის უდიდესი ნაწილი პატარა სამეფოებად და საერისთავოებად იყო დაქუცმაცებული.

ახ.წ. IX საუკუნის პირველ ათწლეულებში წარმოიშვა ქართველთა სამეფო, სადაც ადარნასემ, ბაგრატიონთა (ბაგრატუნთა) სომხურ-ქართული სამეფო სახლის მემკვიდრემ, თავისი ძალაუფლების ქვეშ გააერთიანა არტაანი, ერუშეთი და კოლას პროვინციები, ტაოს ნაწილი და კლარჯეთის, ოძრხისა და წუნდის საერისთავოები. 826 წელს ბიზანტიის იმპერატორმა ადარნასეს ვაჟს, აშოტ I დიდს, კურაპალატის ტიტული უბოძა, მის სამეფოს დაპყრობილი სამცხე, თრიალეთი და შიდა ქართლიც შეუერთა და იბერიის საკურაპალატოდ გარდაქმნა, ცენტრით არტანუჯში. აშოტ I-მა გარდაცვალებამდე თავი იბერიის ტახტის მემკვიდრედ გამოაცხადა. მისმა შთამომავალმა მეფე ბაგრატ III-მ 1008- 1014 წლებში შექმნა ერთიანი საქართველოს სამეფო.

XIII-XIV საუკუნეებში მონღოლთა ბატონობის დროს ჩამოყალიბდა სხვადასხვა მხარეები თორთომი, პარხალი, ოლთისი, იმერტაო, ამიერტაო, არტაანი, კლარჯეთი, შავშეთი, ჯავახეთი, სამცხე. ეს მხარეები შევიდა ადმინისტრაციულ ერთეულში სამცხე-საათაბაგო, რომელმაც 1491 წლიდან დამოუკიდებლობა მოიპოვა.

1590 წლისათვის სამცხე-საათაბაგო მთლიანად დაპყრობილი ჰქონდა ოსმალეთის იმპერიას, რომელმაც ის გადააკეთა ჯერ გურჯისტანის ვილაიეთად, რამდენიმე წლის შემდეგ კი ამ ტერიტორიის უდიდესი ნაწილი ახალციხის საფაშოდ ჩამოყალიბდა. ოსმალეთის იმპერიის სამასწლოვან ბატონობას მოჰყვა ამ მხარეების ისლამიზაცია. XIX საუკუნის დასაწყისისთვის ადგილობრივი მუსლიმი მოსახლეობის დიდი ნაწილი თავს თურქად და ოსმალეთის ერთგული ქვეშევრდომად მიიჩნევდა, მხოლოდ ზოგიერთმა იცოდა თავისი ქართული ან ნახევრად ქართული წარმომავლობის შესახებ.

1828 - 1878 წლებში, სამი რუსულ-ოსმალური ომის შედეგად, ოსმალეთის იმპერია იძულებული გახდა ტაო-კლარჯეთის ტერიტორიების ნაწილი რუსეთის იმპერიისთვის დაეთმო. რუსეთის იმპერიაში შევიდა სამცხე და ჯავახეთი ახალციხის მაზრის სახით, აჭარა, კლარჯეთი და შავშეთი ბათუმის ოლქის სახით და კოლა, არტაანი და ამიერტაო ყარსის ოლქის შემადგენლობაში. ოსმალეთის იმპერიას დარჩა შემცირებული ლაზისტანის სანჯაყი და იმიერტაო (სპერი, თორთუმი და პარხალი).

რუსეთის მიერ „სამუსლიმანო საქართველოს“ უდიდესი ნაწილის ანექსირებას საქართველოს ინტელექტუალური ელიტა ენთუზიაზმითა და ეიფორიით შეხვდა. თუმცა ამას დიდი იმედგაცრუება მოჰყვა, რადგან რუსეთის იმპერიულმა ხელისუფლებამ ადმინისტრაციულად დაყო ქართული მხარეები და მხარი არ დაუჭირა მუსლიმი ქართველების ხელახალ გაქრისტიანებას და აღკვეთა ქართული სამღვდელოების მცდელობა, რომ შემოერთებულ რაიონებში წირვა- ლოცვა აღევლინათ. XIX საუკუნის ბოლოსათვის ტაო-კლარჯეთმა შესამჩნევად დაკარგა ქართული ხასიათი. ამ მხარეების ქრისტიანულ და ქართულ წარმომავლობაზე მხოლოდ არქიტექტურული ძეგლების ნაშთები და სოფლების ქართული დასახელებები მიანიშნებს. თუმცა ამ სახელების უმტესი ნაწილი თურქულით იქნა ჩანაცვლებული 1920-იან წლებში.

1921 წელს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დაცემის შედეგად სამუსლიმანო საქართველოს დიდი ნაწილი შეუერთდა თურქეთს და ჩამოყალიბდა თურქეთსა და საქართველოს შორის თანამედროვე საზღვარი.

ტაო-კლარჯეთის ხუროთმოძღვრული ძეგლების სია

რედაქტირება
 
რეგიონის ხუროთმოძღვრული ძეგლების რუკა
 
არტანუჯი

ეკლესია-მონასტრები

რედაქტირება
  1. ანჩის მონასტერი
  2. ანისის ქართული ეკლესია
  3. აგარაკის მონასტერი (ოლთისის მხარე)
  4. აკრიას ეკლესია (ართვინის მხარე)
  5. ახალთას ეკლესია (კოწახურა)
  6. ახოთის ეკლესია (ართვინის მხარე)
  7. ახიზის (ახიზას) მონასტერი
  8. ალის წმინდა გიორგის მონასტერი
  9. არსენისეული (არმენისეული) ორი დარბაზული ეკლესია (ტაო)
  10. აღჯაყალას ეკლესია (აღჯაკალას ციხის ეკლესია ჩილდირის ტბასთან)
  11. აბრნესის ეკლესია (თორთომის მხარე)
  12. არტანუჯის ციხის ეკლესია (ართვინის მხარე)
  13. აიაზმას (ორდანიკის) ეკლესია
  14. ახალშენის ეკლესია (არტაანის მხარე)
  15. ამპურის ეკლესია (ერუშეთის მხარე)
  16. ბანას ტაძარი
  17. ბალვანას ეკლესია
  18. ბაღჩალო ყიშლას ეკლესია (ბახჩალი-კიშლა)
  19. ბერთას მონასტერი
  20. ბარეთელთას მონასტერი
  21. ბაზელონის ნამონასტრალი
  22. ბებერექის ეკლესია (არტაანის მხარე)
  23. ბოსელთას ციხის (შატბერდის ციხის) ღვთისმშობლის ეკლესია
  24. ბაგინის ეკლესია (ოთნგო,ართვინის მხარე) ბაგინი
  25. ბარდისის ეკლესია (ოლთისის მხარე)
  26. ბერგის ეკლესია (არტაანის მხარე)
  27. ბობისგერის ეკლესია (ბობოსგირი,ოლთისის მხარე)
  28. გურჯანის ეკლესია (დარბაზული,ართვინის მხარე)
  29. გაბანის ეკლესია
  30. გურნათელის (გუნათლეს ვანი) ეკლესია (შავშეთის მხარე)
  31. გოგიუბის( გოიუბა,გოგიუბა,გუგუბის) ეკლესია
  32. გასადინარის მონასტერი (შავშეთის მხარე)
  33. გელაშენის ეკლესია (ართვნისი მხარე)
  34. გორაშეთის ეკლესია (ართვნისი მხარე)
  35. დაბას მონასტერი
  36. დადაშენის ეკლესია
  37. დამალას დარბაზული ეკლესია (ერუშეთის მხარე)
  38. დაბაკეთილის (იაშარქოის) ეკლესია
  39. დოლისყანას მონასტერი
  40. დორთქილისას ეკლესია (ზემო ოთხთა,ოთხთას მონასტერთან ახლოს)
  41. დარიჯას ეკლესია (დარბაზული)
  42. დასამობის ეკლესია (ართვნისი მხარე)
  43. ერუშეთის ეკლესია (პირველი ქრისტიანული ტაძარი საქართველოში)
  44. ენირაბათის ანუ ახალდაბას (ნორაშენის) მონასტერი
  45. ესბეკის ეკლესიათა კომპლექსი (ეზბეკი)
  46. ექექის მონასტერი (ექექსი)
  47. ერკინისის (ითიკი) ეკლესია
  48. ვარზაჰანის მონასტერი (უღრაკი)
  49. ვაშლობის მცირე ეკლესია
  50. ვაჩეძორის მონასტერი (ნიაკომი)
  51. ველის ციხის ეკლესია (არტაანის მხარე)
  52. ზეგანის ეკლესია (ზაქი)
  53. ზარდანესის ეკლესია (ოლთისის მხარე)
  54. თათალეთის (ტატალეთის) ეკლესია
  55. თეთრციხეს დარბაზული ეკლესია
  56. თუქრაშენის (თურქაშენი) ეკლესია
  57. თაგურეთის ეკლესია (არტაანის მხარე)
  58. თავზეთის ანუ თაუზეთის ეკლესია (ართვინის მხარე)
  59. თიკმანეთის ეკლესია (ართვინის მხარე)
  60. თორთომის ციხის ეკლესია
  61. ისის სამაფსიდიანი ეკლესია
  62. იშხანის მონასტერი
  63. ირსას ეკლესია (ართვინის მხარე)
  64. კიაღმის ალთის ტაძარი (კიაგლის ალტი)
  65. კინეპოსის ეკლესია
  66. კაგარის ეკლესია (არტაანის მხარე)
  67. კავკასიძეების ციხის ეკლესია (ართვინის მხარე)
  68. კალაჯუკის ეკლესია (არტაანის მხარე)
  69. კალკოსის ეკლესია (ოლთისის მხარე)
  70. კალმახის ციხის ეკლესია (სოლომონისის ციხის ეკლესია)
  71. კინცხურეთის ეკლესია (ართვინის მხარე)
  72. კოდიწყაროს (კოდისწყარო) ეკლესია (არტაანის მხარე)
  73. კოკოშაურის (კოკოშა) ეკლესია (შავშეთის მხარე)
  74. კოპაძეების ეკლესია (შავშეთის მხარე)
  75. კორიდეთის ეკლესია (ართვინის მხარე)
  76. კორსნიას (კარსნია) ეკლესია (ართვინის მხარე)
  77. კოტასის ეკლესია (კოტისი, არტაანის მხარე)
  78. კოძირის ეკლესია (ართვინის მხარე)
  79. კოსორის მღვიმის ეკლესია(კოსსორი, ოლთისის მხარე)
  80. კოპის ეკლესია (ოლთისის მხარე,კოპის ციხის მახლობლად)
  81. კერკლიუხის ეკლესია (ოლთისის მხარე)
  82. ლექსორის მონასტერი
  83. ლელუსის (ლელი) მონასტერი (არტაანის მხარე)
  84. ლონგოთხევის ეკლესია (ართვინის მხარე)
  85. მამაწმინდის ეკლესია
  86. მიჯნაძორის მონასტერი (მიძნაძორი)
  87. მერეს ეკლესია (ფოცხოვში)
  88. მუხლაჯიქილისეს ეკლესია (მუხლაჯიგილისი, ოთხთას ეკლესიათან ახლოს)
  89. მასკურის ეკლესია (ოლთისის მხარე)
  90. მგელციხეს (კურტკალე) ეკლესია (არტაანის მხარე)
  91. მგლივანის ეკლესია (არტაანის მხარე)
  92. მერედისის (მერადისი) ეკლესია (არტაანის მხარე)
  93. მერენისის ეკლესია (ოლთისის მხარე)
  94. მერიას (მოლოხორი,მოლოჰორი) ეკლესია (შავშეთის მხარე)
  95. მიტენდიერის მღვიმის ეკლესია (ოლთისის მხარე)
  96. მურიანას ეკლესია (არტაანის მხარე)
  97. ნაქალაქევის (ნოქალაქევი, ნაქალაქოი)  მონასტერი
  98. ნუკას საყდარი (დედათა მონასტერი)
  99. ნიგალას (ნიგალის) ეკლესია (ართვინის მხარე)
  100. ნიხახის ეკლესია (იოკუშლუ, ართვინის მხარე) ნიხახი
  101. ოთხთას ეკლესია
  102. ოპიზის მონასტერი
  103. ორჯოხის (ორჩოკის) ტრიკონქის მონასტერი
  104. ოშკის ტაძარი
  105. ოქრობაგეთის ეკლესია (ქოფრულუ)
  106. ოლთისის ციხის ეკლესია
  107. ოდეკის ეკლესია (თორთომის მხარე)
  108. ოდეკის ციხის ეკლესია (თორთომის მხარე)
  109. ოკამის ეკლესია (უკიამი, არტაანის მხარე)
  110. ორთულის ეკლესია(ოლთისის მხარე)
  111. პარეხის მონასტერი (პარეხთა)
  112. პარხალის მონასტერი
  113. პატარა ვანქის ეკლესია
  114. პეტრე-პავლეს ეკლესია (არტანუჯის ციხესთან)
  115. პერტუსის ეკლესია (ოლთისის მხარე)
  116. პეტობანის ეკლესია (არტაანის მხარე)
  117. პარსადანის ეკლესია (ოლთისის მხარე)
  118. სათლეს ანუ შავშეთის ეკლესია
  119. საზგირელის ანუ ბაზგირეთის ეკლესია
  120. სვეტის ეკლესია
  121. სინკოთის ეკლესია
  122. სირასგომის (სინდისგომის,სარიამაჩის)  ეკლესია (არტაანის მხარე)
  123. სოხთოროთის (სოხტოროტი) ეკლესია
  124. სოლომონისის მღვიმის ეკლესია
  125. სოლომონ-ყალას (სოლომონ-კალა) ეკლესია
  126. სუხბეჩის ეკლესია
  127. სიხჩეკის ეკლესია (სეხჩეკი, ოლთისის მხარე)
  128. საკირეს ეკლესია (საკირი)
  129. სენსოპის ეკლესია
  130. სერას მცირე ეკლესია (ტაოში)
  131. სპერის ეკლესია
  132. საბაურის ეკლესია (ართვინის მხარე)
  133. სამწუბის ეკლესია (არტაანის მხარე)
  134. სამწყაროს ეკლესია (ართვინის მხარე)
  135. სანანესის (სანანო) ეკლესია (ოლთისის მხარე)
  136. სურევანის (სვირევანი,სვილევანი) ეკლესია (ართვინის მხარე)
  137. სკარების ეკლესია (არტაანის მხარე)
  138. სუაგარას ეკლესია (ართვინის მხარე)
  139. ტაძარანის მონასტერი (სპერის მხარე)
  140. ტახტაკრანის ეკლესია (ართვინის მხარე)
  141. ტანძოთის ეკლესია
  142. ტბეთის მონასტერი
  143. ტაოსკარის ეკლესია
  144. ურთას ციხის სამნავიანი ბაზილიკის ეკლესია (არტაანის მხარე)
  145. ურის ეკლესია (არტაანის მხარე)
  146. ურუმის ეკლესია (არტაანის მხარე)
  147. ფარნაკის ციხის ეკლესია (ფერნიაკი,პერნიაკი)
  148. ფანასკერტის ციხის ეკლესია
  149. ფექრაშენის ეკლესია (არტაანში)
  150. ფანჯურეთის ეკლესია (ოლთისის მხარე)
  151. ქარაფის ეკლესია (სპერის მხარე)
  152. ქარგლუხის ეკლესია (კარკლუხი, ოლთისის მხარე)
  153. ქარცხისკარის ეკლესია (ოლთისის მხარე)
  154. ქამხისის ეკლესია (ოლთისის მხარე)
  155. ღვიმეს ეკლესია (არტაანის მხარე)
  156. შატბერდის მონასტერი
  157. შუაწყლის ეკლესია
  158. შაგორას ეკლესია (ართვინის მხარე)
  159. შავმთას ეკლესია (ართვინის მხარე)
  160. შინდობას ეკლესია (ართვინის მხარე)
  161. ჩანგლის მონასტერი
  162. ჩაისის ეკლესია
  163. ჩამხუსის ეკლესია (სოლომონისის ციხის მახლობლად)
  164. ჩამარდოს ეკლესია (არტაანის მხარე)
  165. ჩარნესის ეკლესია (ოლთისის მხარე)
  166. ჩიხირეთის ეკლესია (არტაანის მხარე)
  167. ცირქინეს ეკლესია
  168. ციხისძირის (ყაიადიბის) ეკლესია
  169. ციხიას ანუ ჯაყელების ეკლესია (ართვინის მხარე)
  170. ციხის ეკლესია (სპერის მხარე)
  171. წყაროსთავის ეკლესია (კლარჯეთის მხარე)
  172. წყაროსთავის ტაძარი (ასევე ეძახიან ,,ჯავახეთის წყაროსთავსაც", ფოცხოვში)
  173. წეფთის ციხის ეკლესია (ართვინის მხარე)
  174. წინუბანის (წინობნის) ეკლესია (შავშეთის მხარე)
  175. წურწყაბის ეკლესია (არტაანის მხარე)
  176. ჭალის (ჯალის) ეკლესია (იუსუფელში)
  177. ჭინჭრობის ეკლესია
  178. ხანძთას მონასტერი (ფორთი,პორტა)
  179. ხახულის მონასტერი
  180. ხანაკის (ჰანაკის) ციხის ეკლესია
  181. ხოდურეთის (ხოშრეთი,ხოშურეთი,ჰოშრეთი) ეკლესია
  182. ხევას ეკლესია
  183. ხერსის ეკლესია (ართვინის მხარე)
  184. ხეოსმანის ეკლესია (არტაანის მხარე)
  185. ხერთვისის მონასტერი (არტაანის მხარე)
  186. ხოზაბირის აეკლესია (ართვინის მხარე)
  187. ხოშვანის ეკლესია (ხოშევანქი, ოლთისის მხარე)
  188. ხოსორის ეკლესია
  189. ხუნამისის ეკლესია (არტაანის მხარე)
  190. ძურძნის ეკლესია (არტაანის მხარე)
  191. ძეგლის ეკლესია (ართვინის მხარე)
  192. ჯმერკის მონასტერი
  193. ჯიჯორის ეკლესია
  194. ჯვარების ეკლესია (შავშეთის მხარე)
  195. ჯოჯორთას ეკლესია (არტაანის მხარე)
  196. ჯუღოს ეკლესია (ართვინის მხარე)
  197. ჯუჯურუსის ეკლესია (ოლთისის მხარე)
  198. ჰამზეთის ეკლესია (ხამზეთი)

ციხე - სიმაგრეები

რედაქტირება
  1. აზორდის ციხე
  2. ანძავის ციხე
  3. ართვინის (ლივანა) ციხე
  4. არტაანის ციხე
  5. არტანუჯის ციხე
  6. ასისფორის (ერსისის,არსისი,ქილიჩქაია) ციხე
  7. ახიზას ციხე
  8. აღჯაყალას (უნგუზექი )ციხე
  9. ბარაციხე (ჩაქველთა) ციხე იმერხევში
  10. ბარდუსის (ბარდისის) ციხე
  11. ბაღჩალო ყიშლას ციხე
  12. ბაძგირეთის ( ბაზგირეთის) ციხე
  13. ბიჯეს ციხე
  14. ბაკეთის ციხე
  15. ბორჩხას ციხე
  16. ბოსელთას ანუ შატბერდის ციხე
  17. ბუღათაყურის ხევის ციხეები
  18. ბეჭის ციხე (ქუმურლუხი)
  19. ბედაზორის ციხე (ბუდაზორი)
  20. გარყლობის ციხე
  21. გორაშეთის ციხე
  22. გარდაგადმომხედის ციხე-კოშკი (ჭოროხის და ქლასკურის წყლის შესართავთან)
  23. დაბაწვრილის (მეშელის) ციხე
  24. ეზბეკის (ესბეკის) ციხე
  25. ერკინისის ციხე
  26. ერსინეკის ციხე
  27. ერუშეთის ციხე
  28. ენირაბათის (ახალდაბას,ლაკომარყალე) ციხე
  29. ველის ციხე-ქალაქი
  30. ვაჩეძორის ციხე
  31. ვაშლოვანის ციხე
  32. ზემო ხანახის ციხე
  33. თეთრციხე
  34. თორთომის ციხე
  35. თუხარისის ციხე
  36. იფხრელის ციხე (იფხრეული)
  37. კლარჯეთის ციხე
  38. კავკასიძეების ციხე (თექალე)
  39. კალებოღაზის ანუ ყელის ციხე
  40. კალმახის (სოლომონისი) ციხე
  41. კვარცხანას (კვარცხანის) ციხე
  42. კალაჯუხის ციხე
  43. კისკიმის (ქისქიმი) ციხე
  44. კისპარატის (კისპორეტი,ქისპორეტის) ციხე
  45. კონქის ციხე
  46. კოპის ციხე
  47. ლონგოთხევის (იენი რაბათის) ციხე
  48. ლისგავის ციხე (ლისკავი)
  49. მოხურგუთის ციხე
  50. მგელციხე (კურტკალე)
  51. მგლინავის (გირვანის) ციხე
  52. მელოს ციხე (სარიბუდაქი)
  53. მერეს ციხე ფოცხოვში
  54. ნიაკომის ანუ ვაჩეძორის ციხე
  55. ნიხახის ციხე (იოკუშლუ)
  56. ნორბედის ციხე (ნორბერდი)
  57. ოლთისის ციხე-ქალაქი
  58. ორუჯუქის (ორჯოხის) ციხე
  59. ორეზაქის ციხე
  60. ოკდემის (ოღდემის) ციხე
  61. ოდეკის ციხე (ოლთისის მხარე)
  62. ოქრობაგეთის ციხე
  63. ოშკისორის ციხე
  64. ოშნაგის (ოშნაკი,ოშნაქი) ციხე
  65. ოხურის ციხე
  66. პერტოვანის ციხე
  67. პეტრეკისის (პეტერეკის) ციხე
  68. სათლეს (შავშეთის, სათლელის) ციხე
  69. სამკარის ციხე
  70. სარწების ციხე
  71. საღირას ციხე
  72. სვეტის ციხე
  73. სირასგომის (სინდისგომის,სარიამაჩის ციხე)
  74. სიხჩეკის ციხე (სიხჩეკ კალა)
  75. სოლექის (სოლფორექი) ციხე
  76. სინკოთის (სინაქოთი, იჩკალე) ციხე-კოშკი
  77. სპერის ციხე
  78. ტამრუტის ციხე
  79. ტანძოთის (სხულოვანის,აიდინქოის) ციხე
  80. ტაოსკარის ციხე
  81. ურთას ციხე (ჩილდირის ტბასთან მდებარე)
  82. ურის ციხე (არტაანის მხარე)
  83. უსტამისის (ესქიკალე,ესკიყალე) ციხე
  84. ფანასკერტის ციხე
  85. ფარაკანის ციხე (არტაანის მხარე)
  86. ფარნაკის (ავჭალას) ციხე (ფერნიაკი,პერნიაკი)
  87. ფიქლობის ციხე
  88. ქაჯის ციხე (ქაჯეთის ციხე)
  89. ქვათეთრისის ციხე
  90. ქოროღოს ციხე (ტაო)
  91. ქინძოტამალის (ბაღდაშენი,ქინძის) ციხე
  92. ქისპორეთი ციხე
  93. ყველის ციხე
  94. შავციხე
  95. შარბიეთის ციხე (კლარჯეთის მხარე)
  96. წეფთის (უსტამისის) ციხე
  97. წურწყაბის (წყურწყამი)  ციხე
  98. ჩაღირნესის (ჩარნესი) ციხე
  99. ჭანჭახის ციხე
  100. ჭიმჭიმის ციხე
  101. ჭაბუკის ანუ მზეჭაბუკ ათაბაგის ციხე-დარბაზი
  102. ხანთუშეთის (ყარაღაჯის) ციხე
  103. ხანაკის (ჰანაკის) ციხე
  104. ხევისკარის ანუ ერიტაშის ციხე (შავშეთის მხარე)
  105. ხევისკარის ციხე (მტკვრის აუზი)
  106. ხელევანის თეთრი ციხე
  107. ხევწრულის ციხე (შავშეთი)
  108. ჯაყის ციხე
  109. ჯუღოს ციხე
  110. ჰუვახის ციხ (ხუვახი, ხავაღი,ჰოვახი,ჰავაგი)

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება