საკირის ეკლესია (არტაანი)
საკირის ეკლესია — X საუკუნის ერთნავიანი დარბაზული ეკლესია ისტორიულ არტაანში. თურქეთის დაყოფით მდებარეობს არტაანის პროვინციის, ჩილდირის რაიონის სოფელ ქოთანლიში (ყოფილი სიკიარები[1]). ტაძარი დგას სოფლის შუაგულში და გარშემორტყმულია სახლებითა და საკარმიდამო მიწებით.
საკირის ეკლესია | |
![]() | |
ძირითადი ინფორმაცია
| |
---|---|
გეოგრაფიული კოორდინატები | 41°09′38″ ჩ. გ. 43°02′20″ ა. გ. / 41.16056° ჩ. გ. 43.03889° ა. გ. |
რელიგიური კუთვნილება | საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია |
ქვეყანა | თურქეთი |
პროვინცია | არტაანი |
მუნიციპალიტეტი | ჩილდირი |
ადგილმდებარეობა | სოფ. ქოთანლი |
სასულიერო სტატუსი | უმოქმედო |
ხუროთმოძღვრების აღწერა
| |
ხუროთმოძღვრული ტიპი | დარბაზული ეკლესია |
თარიღდება | X სკ. |
დეტალები
| |
მასალა | ბაზალტი |
ხუროთმოძღვრება და შემკულობა
რედაქტირებანაგებია მოწითალო და რუხი ფერის ბაზალტის ქვით. პერანგის ქვა კარგად არის გათლილი და სწორ მწკრივებად დალაგებული. ფასადებზე ბოლნურჯვრიანი ქვებია ჩატანებული. აღმოსავლეთ ფასადზე, სარკმლის თავზე და ქვედა ნაწილში, ასომთავრული ლაპიდარული წარწერებია.
ეკლესიას ტიმპანიანი კარი აქვს დასავლეთით. სამხრეთ კედელში მოწყობილია მიჰრაბი. აფსიდის სარკმლის აქეთ-იქით სწორკუთხა ნიშებია. შემორჩენილი თაღის იმპოსტი მარტივი გეომეტრიული ფორმისაა.
შენობის გადახურვა ჩამოქცეულია. ტიმპანის დიდი ქვა მეზობელი სახლის ეზოში დევს.