ჩანგლი
ჩანგლის ეკლესია — ქართული მართლმადიდებლური ჯვარგუმბათოვანი ტაძარი ყარსიდან სამხრეთ-დასავლეთით 80 კმ-ში, ისტორიული საქართველოდან სრულიად მოწყვეტილად, ამჟამად ქურთებით დასახლებულ მთიანი სოფლის, ჩანგლის (თურქ. Çengilli ჩენგილი) ცენტრში. დღეითვის ადგილობრივები საერთო თავლად იყენებენ.
ჩანგლი | |
ძირითადი ინფორმაცია
| |
---|---|
გეოგრაფიული კოორდინატები | 40°07′24″ ჩ. გ. 42°54′47″ ა. გ. / 40.12333° ჩ. გ. 42.91306° ა. გ. |
ქვეყანა | თურქეთი |
პროვინცია | ყარსი |
მუნიციპალიტეტი | კაღიზმანი |
ადგილმდებარეობა | სოფ. ჩანგლი |
სასულიერო სტატუსი | უმოქმედო |
ხუროთმოძღვრების აღწერა
| |
ხუროთმოძღვრული ტიპი | ჯვარგუმბათოვანი ტაძარი |
თარიღდება | XIV სკ. |
დეტალები
| |
სიგრძე | 15.78 მ. |
სიგანე | 9.17 მ. |
ნავის სიგანე | 26.67 მ. |
გუმბათი | 1 |
ძეგლის აღწერა
რედაქტირებამისი დასავლეთი ფასადი, ცენტრალური კარიდან სამხრეთით მდებარე მონაკვეთი მთლიანად მრავალსტრიქონიან ასომთავრულ წარწერას უჭირავს, რომელიც გვამცნობს, რომ ძეგლი XIV საუკუნეში აუგიათ, დროის იმ მონაკვეთში, როცა ეს მხარე ქართული ეკლესიის მფლობელობაში იმყოფებოდა. რამდენიმე ქართული წარწერა გვხვდება ასევე კარნიზზე, ხოლო სოფელში სახლების კედლებში ჩაშენებულ საფლავის ქვებზეც ქართული ეპიტაფიებია შემორჩენილი.
ძეგლი გეგმაში სამხრეთით და ჩრდილოეთით მცირედ შვერილ მკლავიან ჯვარს წარმოადგენს, რომლის საკურთხევლის გარდიგარდმო ვიწრო პასტოფორიუმებია მოწყობილი. ინტერიერში აღსანიშნავია გუმბათის ყელის უჩვეულო არქიტექტურულ-კონსტრუქციული გადაწყვეტა. ტრომპ-აფრებზე დაყრდნობილ გუმბათი გრეხილი ორი ლილვით იწყება, რომელზეც რვა ორ ნაწილიანი სვეტია მოთავსებული და შეკრულ თაღნარს ქმნის. თაღებს შორის თაღოვანი სარკმლებია. ასევე სამ-სამი სარკმელია გაჭრილი სამხრეთ და ჩრდილოეთ მკლავშიც. საკურთხეველი ცენტრალური სარკმლით ნათდება, რომლის ორივე მხარეს თაღოვანი ნიშებია მოწყობილი.
გარედან ისევ გუმბათის მხატვრულ-არქიტექტურული სახე იქცევს მნახველის ყურადღებას. 16 ნაწილიან თაღნარში, რომელიც შეწყვილებულ ლილვებს ეყრდნობა, მონაცვლეობით ხან სარკმელია გაჭრილი, ხანაც სამკუთხა ნიშებია შეჭრილი.