სპერი (ამჟამად თურქეთის პროვინცია İspir — ისპირი) — თურქეთის ერთ-ერთი რაიონი ერზურუმის პროვინციაში, ისტორიულად საქართველოს ერთ-ერთი მხარე, მესხეთის ნაწილი, ბაგრატიონთა საგვარეულოს სამშობლო.

ადმინისტრაციული ერთეული
სპერი
ქვეყანა თურქეთის დროშა თურქეთი
კოორდინატები 40°28′59″ ჩ. გ. 40°59′54″ ა. გ. / 40.48306° ჩ. გ. 40.99833° ა. გ. / 40.48306; 40.99833
ფართობი 2012 კმ²
ოფიციალური ენა თურქული ენა
მოსახლეობა 15 898 (2018)
სასაათო სარტყელი UTC+3
საფოსტო ინდექსი 25900
სპერი — თურქეთი
სპერი

სპერი მდებარეობს ჭოროხის ზემო დინებაში. მკვლევართა დიდი ნაწილი სპერსა და მის მოსახლეებს მიიჩნევს აღმოსავლელი ქართული ეთნიკური, სახელმწიფოებრივი და კულტურული წრის შემადგენელ ნაწილად. ძვ. წ. V საუკუნეში ჰეროდოტე იხსენიებს მის მოსახლეობას — სასპერებს (ტერმინი შეიძლება ნაწარმოები იყოს მხარის სავარაუდო სახელწოდებისაგან „სასპერ“-ოდან). სპერის ტერიტორია შავ ზღვამდე აღწევდა (აქედან სახელწოდება „სპერის ზღუა“). ძვ. წ. IV—III საუკეებში სპერი, ქართლის სამეფოს წარმოქმნის დროისათვის, პროვინცია იყო (სტრაბონი სპერის „პარიადრის მთიანეთის“ სახელით იხსენიებს).

სპერის მხარის ერთი ნაწილი — ზემო სპერი სხვა ძველ ქართულ პროვინციებთან (ტაო, გოგარენე) პერიოდულად გადადიოდა ხან სომხეთის, ხან ქართლის მფლობელობაში. სომხეთის მფლობელობაში სპერის მხარის ეს ნაწილი მოქცეული იყო ძვ. წ. II საუკუნეში და ახ. წ. III—IV საუკუნეებში (387 წლამდე). სპერის ოლქის უდიდესი ნაწილი და საკუთრივ ძველი ქალაქი სპერი 1570-იანი წლების დამლევამდე თითქმის ყოველთვის შედიოდა საქართველოს სამეფოს საზღვრებში: XII-XIII საუკუნეებში საქართველოს ფეოდალური მონარქიის გამგებლობაში იყო, XIII საუკუნის II ნახევრიდან სამცხის სამთავროში (სამცხე-საათაბაგოში) შედის. XIII საუკუნის ბოლოს სამცხის მთავარმა ბექა მანდატურთუხუცესმა სპერში დაამარცხა ოსმალთა ლაშქარი. 1578 წლიდან ეს მხარე ოსმალეთის იმპერიამ მიიტაცა.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება