ჭოროხი

მდინარე საქართველოში და თურქეთში

ჭოროხი (თურქ. Çoruh nehri) — მდინარე საქართველოსა და თურქეთში. სათავე აქვს ოქუს-ბადადაღის მთებში. მდინარის სიგრძე 438 კმ-ია, მათ შორის 26 კმ-იან მონაკვეთზე მიედინება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე. მდინარის აუზის ფართობი 22 ათასი კმ². ჭოროხი ძირითადად მიედინება ტექტონიკურ ხეობაში ლაზისტანისა და ჭოროხის ქედებს შორის და ქალაქ ბათუმის სამხრეთით ერთვის შავ ზღვას. წყლის საშუალო ხარჯი შესართავთან — 277 მ³/წმ. ახასიათებს გაზაფხულ-ზაფხულის წყალდიდობები, გამოიყენება სარწყავად. მთავარი შენაკადებია: აჭარისწყალი და მაჭახელისწყალი.

ჭოროხი

მდინარე ჭოროხი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
თურქეთის დროშა თურქეთი
ქალაქები ართვინი
ბაიბურთი
სათავე ოქუს-ბადადაღის მთები
40°33′28″ ჩ. გ. 41°44′28″ ა. გ. / 40.55778° ჩ. გ. 41.74111° ა. გ. / 40.55778; 41.74111
სათავის სიმაღლე 3225 მ
შესართავი შავი ზღვა
41°36′17″ ჩ. გ. 41°34′27″ ა. გ. / 41.60472° ჩ. გ. 41.57417° ა. გ. / 41.60472; 41.57417
შესართავის სიმაღლე 0 მ
სიგრძე 438 კმ
აუზის ფართობი 22 000 კმ²
წყლის ხარჯი (საშ.) 277 მ³/წმ

ჭოროხის აუზი
ჭოროხი — კავკასია
ჭოროხი
ჭოროხი
— სათავე, — შესართავი
ჭოროხი ვიკისაწყობში

მდინარე ჭოროხზე თურქეთის მხარეს მდებარეობს ქალაქი ბაიბურთი, სპერი (ისპირი), ართვინი, ბორჩხა, აგებულია ჰესები, საქართველოს საზღვართან ახლოს მიმდინარეობს დერინერის კაშხალის მშენებლობა. ჭოროხის აუზში ქართული კულტურის მრავალი ძეგლია შემორჩენილი.

აკამფსისი (ბერძნ. Akampsis), მდინარე ჭოროხის სახელწოდებაა რომაულ და ბიზანტიურ წყაროებში.

ჭოროხის წყალშემკრები აუზი

რედაქტირება

მდინარე ჭოროხის მარცხენა შენაკადებია: ჭარნალი, ბოლოყო.

მდინარე ჭოროხის მარჯვენა შენაკადებია: ჯოჭოსწყალი, აჭარისწყალი, მაჭახელისწყალი.

ლიტერატურა

რედაქტირება