მაჭახელისწყალი
მაჭახელისწყალი, მაჭახლისწყალი[1] — მდინარე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სათავე აქვს თურქეთში, შავშეთის ქედის სამხრეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 2285 მ. ერთვის მდინარე ჭოროხს მარჯვნიდან სოფელ მაჭახლისპირთან. სიგრძე 37 კმ, აუზის ფართობი 369 კმ2. საზრდოობს წვიმის, თოვლისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმოვარდნა — შემოდგომაზე, წყალმცირობა — ზამთარში. საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან 20,8 მ3/წმ.
მაჭახელისწყალი | |
---|---|
![]() მაჭახელისწყლის ხედი გვარას ციხიდან | |
ქვეყანა | საქართველო, თურქეთი |
სათავე | შავშეთის ქედი |
სიგრძე | 37 კმ |
აუზის ფართობი | 369 კმ² |
ლიტერატურარედაქტირება
- აფხაზავა ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 515.