ართვინის პროვინცია
ართვინის პროვინცია (თურქ. Artvin ili) — პროვინცია (ილი) ჩრდილო–აღმოსავლეთ თურქეთში, შავი ზღვის რეგიონში. ადმინისტრაციული ცენტრი — ქალაქი ართვინი. მოიცავს 9 რაიონს.
ადმინისტრაციული ერთეული | ||
---|---|---|
ართვინის პროვინცია თურქ. Artvin ili | ||
![]() | ||
ქვეყანა |
![]() | |
რეგიონი | შავი ზღვის რეგიონი | |
ადმ. ცენტრი | ართვინი | |
შიდა დაყოფა | არტანუჯი (ქალაქი), არჰავი, ართვინი, ბორჩხა, ხოფა, მურგული, შავშეთი, იუსუფელი და ქემალფაშა (ართვინი) | |
კოორდინატები | 41°08′00″ ჩ. გ. 41°51′00″ ა. გ. / 41.13333° ჩ. გ. 41.85000° ა. გ. | |
მმართველი | მუსტაფა იემლიჰალიოღლუ | |
ფართობი | 7436 კმ² | |
მოსახლეობა | 174 010 (2018)[1] | |
სატელეფონო კოდი | 466 | |
საფოსტო ინდექსი | 08000–08999 | |
საავტომობილო კოდი | 08 | |
ოფიციალური საიტი | http://www.artvin.gov.tr | |
| ||
გეოგრაფია რედაქტირება
პროვინციას ჩრდილოეთით ესაზღვრება საქართველო (აჭარა), აღმოსავლეთით არდაჰანის, სამხრეთით – ერზურუმის და დასავლეთით რიზეს პროვინციები, აქვს 35 კილომეტრიანი საზღვაო საზღვარი შავ ზღვაზე (ნავსადგური ხოფა). პროვინციის დიდი ნაწილი მდებარეობს მდინარე ჭოროხის აუზში.
მოსახლეობა რედაქტირება
მოსახლეობა შეადგენს 164 ათას ადამიანს (2012), უდიდესი ქალაქებია: ართვინი (25 ათასი ადამიანი, 2012), ხოფა (18 ათასი ადამიანი, 2012). თურქების გარდა ცხოვრობენ ლაზები და აჭარლები (ქართველი მუსლიმები), აგრეთვე ხემშილები (სომეხი მუსლიმები).
ისტორია რედაქტირება
პროვინციის ტერიტორია წლების მანძილზე გადადიოდა ხელიდან ხელში. ეკუთვნოდა საქართველოს, ოსმალეთის იმპერიას, რუსეთს (1828 წლიდან; პროვინციის ტერიტორიაზე ჩამოყალიბდა ქუთაისის გუბერნიის, ბათუმის ოლქის ართვინის ოკრუგი).
1921 წელს ყარსის ხელშეკრულების შემდეგ არდაჰანის, ყარსისა და იგდირის პროვინციებთან ერთად გადაეცა თურქეთს.
რაიონები რედაქტირება
ართვინის პროვინცია იყოფა 8 რაიონად (ცენტრალური რაიონი მოცემულია მსხვილი ასოებით):