შავშეთის ქედი
შავშეთის ქედი — ქედი საქართველოში, შუახევის, ქედისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებში, საქართველოს სამხრეთ მთიანეთში, თურქეთის საზღვარზე. სიგრძე დაახლოებით 65 კმ, სიმაღლე 2812 მ-მდე (მთა ხევა). თითქმის განედური მიმართულებისაა. ჭარბობს პლატოსმაგვარი ზედაპირები. აგებულია ქვიშაქვებით.
შავშეთის ქედი | |
---|---|
![]() შავშეთის ქედის ხედი ხულოდან. ცენტრში ჩანს უმაღლესი მწვერვალი ხევა. | |
კოორდინატები: 41°30′00″ ჩ. გ. 42°06′00″ ა. გ. / 41.50000° ჩ. გ. 42.10000° ა. გ. | |
ქვეყანა | ![]() |
ტერიტორიული ერთეული | შუახევის მუნიციპალიტეტი ქედის მუნიციპალიტეტი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი |
უმაღლესი წერტილი | ხევა |
სიმაღლე | 2812 მ |
სიგრძე | 65 კმ |
![]() |
შავშეთის ქედი აღმოსავლეთით უკავშირდება არსიანის ქედს, დასავლეთით ებჯინება მდინარეების ჭოროხისა და აჭარისწყლის შესართავს. აღმოსავლეთით, მაღალ, ნაწილზე შემორჩენილია ძველი გამყინვარების კვლები — ცირკები, მორენები, „ვერძის შუბლები“. თხემი შემოსილია ალპური მდელოებით, კალთები წიწვოვანი და ფოთლოვანი ტყეებით.
ლიტერატურარედაქტირება
- მარუაშვილი ლ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 675.