ქედის მუნიციპალიტეტი

მუნიციპალიტეტი საქართველოში

ქედის მუნიციპალიტეტი — ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული საქართველოში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შემადგენლობაში.

ადმინისტრაციული ერთეული
ქედის მუნიციპალიტეტი
დროშა გერბი

ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ავტონომიური
რესპუბლიკა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა
ადმ. ცენტრი ქედა
კოორდინატები 41°35′52″ ჩ. გ. 41°56′33″ ა. გ. / 41.59778° ჩ. გ. 41.94250° ა. გ. / 41.59778; 41.94250
მერი როლანდ ბერიძე     
ფართობი 452 კმ²
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 16 760[1] კაცი (2014)
სიმჭიდროვე 37,08 კაცი/კმ²
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,92 %
რუსები 0,03 %[2]
სარწმუნოებრივი შემადგენლობა მუსლიმები 62,1 %
მართლმადიდებლები 31,3 %[3]
სასაათო სარტყელი UTC+04:00
სატელეფონო კოდი (425)
საფოსტო ინდექსი 6100
ოფიციალური საიტი http://keda.gov.ge/
ქედის მუნიციპალიტეტი — საქართველო
ქედის მუნიციპალიტეტი
ქედის მუნიციპალიტეტი — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა
ქედის მუნიციპალიტეტი

გეოგრაფია

რედაქტირება

ქედის მუნიციპალიტეტი მდებარეობს მდინარე აჭარისწყლის შუა წელზე. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიედინება მდ. აჭარისწყლის დიდი ნაწილი (42 კმ.), აღსანაიშნავია ასევე მდ. მერისი. ქედის მუნიციპალიტეტს ჩრდილოეთით ქობულეთის, აღმოსავლეთით — შუახევის, დასავლეთით — ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტები ესაზღვრება, სამხრეთით კი თურქეთის 17 კილომეტრიანი საზღვარი აკრავს. ქედის მუნიციპალიტეტს სამხრეთით მიუყვება შავშეთის ქედი, ჩრდილო-აღმოსავლეთით მესხეთის ქედი, ჩრდილოეთით და ჩრდილო-დასავლეთით ქობულეთ-ჩაქვის ქედი.

მუნიციპალიტეტის საერთო ფართობი 452 კვ კმ-ია. მოსახლეობის რაოდენობა – 16 760 (2014). ადმინისტრაციული ცენტრი დაბა ქედაა, რომელიც ზღვის დონიდან 256 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. ყველაზე მაღალი მწვერვალია ღომა (2441 მეტრი).

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდინარე აჭარისწყლის ხეობაში გავრცელებულია კოლხური ტიპის მცენარეულობა. ფერდობებზე უხვადაა წიფლნარ-წაბლნარი. კარგადაა განვითარებული ქვეტყე (შქერი, იელი, თხილი, მოცვი, წყავი). დამახასიათებელია გარეული მსხალი, ვაშლი, კაკალი, ბალი, ზღმარტლი, ხურმა, ტყემალი. ზემოთ ვრცელდება შერეული ტყეები და წიწვოვნები, მცირე მონაკვეთზე სუბ-ალპური და ალპური მცენარეულობა. ტყიანობის მიხედვით ქედის მუნიციპალიტეტი ერთ-ერთი პირველია საქართველოში. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დღემდე გვხვდება წითელ წიგნში შეტანილი და გადაშენების პირას მისული მცენარეები. აღსანიშნავია ქედის მუნიციპალიტეტში სოფ. ქვედა მახუნცეთის ტერიტორიაზე ჯგუფურად გავრცელებული მესამეული პერიოდის იშვიათი რელიქტიურთხელი და კოლხური ბზა. წიფლნარ და წაბლნარ ტყეებში გვხვდება გარეული ღორი, კავკასიური ირემი, ევროპული შველი, კავკასიური მურა დათვი, მგელი, ტურა, მელა, მაჩვი, ზღარბი, გველებიდან ანკარა და ცხვირრქოსანი გველგესლა; მრავალფეროვანია ფრინველთა სამყარო: ბულბული, ტოროლა, შაშვი, ძერა, კაჭკაჭი. მდინარეებში გვხვდება წვერა, კალმახი, ღორჯო.

ნალექების წლიური რაოდენობა წელიწადში 1500 მმ. კლიმატი მიახლოებულია სუბტროპიკულთან.

ადგილობრივი თვითმმართველობა

რედაქტირება

ადმინისტრაციული ერთეულები

რედაქტირება

ქედის მუნიციპალიტეტში შედის 11 ადმინისტრაციული ერთეული (1 სადაბო და 10 სასოფლო თემია) და 64 დასახლებული პუნქტი (1 დაბა და 63 სოფელი).

1) დაბა ქედის ადმინისტრაციული ერთეული.

დასახლება: დაბა ქედა

2) ქედის ადმინისტრაციული ერთეული.

დასახლებები: ქედა, არსენაული, აქუცა, გულები, ზენდიდი, კორომხეთი, ორცვა, შევაბური, ცხემნა, ძენწმანი, ხუნკუდა.

3) დანდალოს ადმინისტრაციული ერთეული.

დასახლებები: დანდალო, ბალაძეები, გოგიაშვილები, მოსიაშვილები, ტაკიძეები, ხარაულა, ჯალაბაშვილები.

4) დოლოგნის ადმინისტრაციული ერთეული.

დასახლებები: დოლოგანი, ჭალახმელა, ჭინკაძეები.

5) ზვარეს ადმინისტრაციული ერთეული.

დასახლებები: ზვარე, ვაიო, ზესოფელი, კვაშტა, სირაბიძეები.

6) მახუნცეთის ადმინისტრაციული ერთეული.

დასახლებები: ზედა მახუნცეთი, ქვედა მახუნცეთი, ზედა ბზუბზუ, ქვედა ბზუბზუ, ზუნდაგა, მილისი, ნამლისევი, უჩხითი, ქოსოფელი.

7) მერისის ადმინისტრაციული ერთეული.

დასახლებები: მერისი, გარეტყე, გუნდაური, ინაშარიძეები, ნამონასტრევი, სილიბაური სიხალიძეები.

8) ოქტომბრის ადმინისტრაციული ერთეული.

დასახლებები: ოქტომბერი, აგოთა, გოგინიძეები, კუჭულა, მეძიბნა.

9) პირველი მაისის ადმინისტრაციული ერთეული.

დასახლებები: პირველი მაისი, ზედა აგარა, ქვედა აგარა, კოლოტაური.

10) ცხმორისის ადმინისტრაციული ერთეული.

დასახლებები: ცხმორისი, ახო, გეგელიძეები, გობრონეთი, კოკოტაური, ჩეტკიძეები.

11) წონიარისის ადმინისტრაციული ერთეული.

დასახლებები: წონიარისი, აბუქეთა, ვარჯანისი, კანტაური, საბადური, ტიბეთა.

საკრებულო

რედაქტირება
პარტია 2017[4] 2021[5] ამჟამინდელი საკრებულო
  ქართული ოცნება 18 15                            
  ნაციონალური მოძრაობა 3 4        
  საქართველოსთვის 1  
  ლელო 1  
  პატრიოტთა ალიანსი 2
  ევროპული საქართველო 1
სულ 24 21  

დემოგრაფია

რედაქტირება

მოსახლეობა

რედაქტირება
წლები[6] 1959 წ. აღწ. 1970 წ. აღწ. 1979 წ. აღწ. 1989 წ. აღწ. 1991' 2002 წ. აღწ. 2014 წ. აღწ. 2021 2022 2023
მოსახლეობა 17 204   19 065   19 232   19 928   19 100   20 024   16 760   16 700 16 612 16 537

ეთნიკური ჯგუფები

რედაქტირება
ადმინისტრაციული

ერთეული

მოსახლეობა ქართველები რუსები უკრაინელები სხვა
რაოდენობა % რაოდენობა % რაოდენობა % რაოდენობა %
ქედის მუნიციპალიტეტი 16 760 16 747 99,92 5 0,03 3 0,02 5 0,03
დაბა ქედა 1 510 1 504 99,6 3 0,2 2 0,13 1 0,07
ქედას თემი 1 988 1 986 99,9 1 0,05 1 0.05 0 0
დანდალოს თემი 1 961 1 960 99,95 0 0 0 0 1 0,05
დოლოგანის თემი 781 780 99,87 0 0 0 0 1 0,13
ზვარის თემი 1 346 1 346 100 0 0 0 0 0 0
მახუნცეთის თემი 2 121 2 119 99,91 1 0,05 0 0 1 0,05
მერისის თემი 1 132 1 132 100 0 0 0 0 0 0
პირველი მაისის თემი 1 213 1 213 100 0 0 0 0 0 0
ცხმორისის თემი 2 605 2 604 99,96 0 0 0 0 1 0,04
წონიარისის თემი 1 250 1 250 100 0 0 0 0 0 0
რელიგია 2014
რაოდენობა %
ქრისტიანობა 5 235 31,24
–საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია 5 235 31,24
–სომხური სამოციქულო ეკლესია 0 0
–კათოლიკური ეკლესია 0 0
–იეჰოვას მოწმეები 0 0
–პროტესტანტიზმი 0 0
ისლამი 10 411 62,12
ეზიდიზმი 0 0
იუდაიზმი 0 0
სხვა რელიგიები 0 0
არარელიგიურობა 624 3,72
უარი პასუხზე 342 2,04
რელიგია არ არის მითითებული 136 0,81
სულ 16 760 100

ტურიზმი და მოგზაურობა

რედაქტირება

ღირსშესანიშნაობანი

რედაქტირება
ციხე-სიმაგრეები

ცივასულას ციხე, გულების ციხე, საღორეთის ციხე, კავიანის ციხე, ზენდიდის ციხე.

ქვისთაღოვანი ხიდები

დანდალოს ხიდი, მახუნცეთის ხიდი, მიწის ხიდი, ჯაიმელას ხიდი.

მუზეუმები

ქედის ისტორიული მუზეუმი, ფრიდონ ხალვაშის სახლ-მუზეუმი.

ეკლესიები

ზვარის წმინდა გიორგის ეკლესია, წმინდა ნიკოლოზის ეკლესია.

ასევე

ქვის უძველესი საწნახელები

  1. მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 26 ივლისი 2016.
  2. georgia-ethnic-2014
  3. georgia-religion 2014
  4. პროტოკოლით არჩეული მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები და მერები 2017. ცესკო. ციტირების თარიღი: 2022-07-17[მკვდარი ბმული]
  5. პროტოკოლით არჩეული მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები და მერები 2021. ცესკო. ციტირების თარიღი: 2022-07-17[მკვდარი ბმული]
  6. Georgia division