მესამეული სისტემა

(გადამისამართდა გვერდიდან მესამეული პერიოდი)

მესამეული სისტემა (პერიოდი)კაინოზოური ჯგუფის (ერის) პირველი სისტემა (პერიოდი). ტერმინი „მესამეული სისტემა“ შემოიღო იტალიელმა გეოლოგმა არდუინომ 1759 წელს. მესამეული სისტემის ნალექები განლაგებულია ცარცული სისტემის ნალექებზე და დაფარულია ანთროპოგენური (მეოთხეული) სისტემის ნალექებით. 1959 წლიდან ყოფილ სსრკ-ში მესამეული სისტემის (პერიოდის) ნაცვლად გამოყოფენ პალეოგენურ სისტემას (პერიოდი) და ნეოგენურ სისტემას (პერიოდს), რომლებიც ადრე მესამეული სისტემის (პერიოდის) სექციებად (ეპოქებად) ითვლებოდა.

მესამეული პერიოდის ანაბეჭდი ქვაზე

ლიტერატურა

რედაქტირება