ქედა
დაბა საქართველოში
ქედა — დაბა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ქედის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს მდინარე აჭარისწყალის ნაპირზე, ზღვის დონიდან 256 მ-ზე. ბათუმიდან 41 კმ-ზე მის აღმოსავლეთით. 2014 წლის აღწერის მონაცემებით დაბაში ცხოვრობს 1510 კაცი[1]. დაბაში არის ადმინისტრაციული, განათლების და ჯანდაცვის დაწესებულებები, მცირე საწარმოები, მხარეთმცოდნეობის მუზეუმი. დაბაში მოდის მინერალური წყალი.
დაბა | |||||
---|---|---|---|---|---|
ქედა | |||||
![]() აჭარისწყალი | |||||
| |||||
ქვეყანა |
![]() | ||||
ავტონომიური რესპუბლიკა | აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა | ||||
მუნიციპალიტეტი | ქედის მუნიციპალიტეტი | ||||
კოორდინატები | 41°35′52″ ჩ. გ. 41°56′33″ ა. გ. / 41.59778° ჩ. გ. 41.94250° ა. გ. | ||||
ამჟამინდელი სტატუსი | 1966 | ||||
ცენტრის სიმაღლე | 256 მ | ||||
მოსახლეობა | 1510[1] კაცი (2014) | ||||
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 99,6 %, რუსები 0,2 % | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+04:00 | ||||
სატელეფონო კოდი | +995 425[2] | ||||
საფოსტო ინდექსი | 6100[3] | ||||
|
ისტორიარედაქტირება
ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით ქედა იყო მცირე ქალაქის მსგავსი დაბა, სადაც სახლობდნენ ვაჭრები. 1874 წელს ქედა მოინახულა და აღწერა დიმიტრი ბაქრაძემ. ამ დროს ქედა სავაჭრო პუნქტს წარმოადგენდა და შედგებოდა ოთხი უბნისგან: ქედა, ასანური, ორცვა და გულები. ორცვა აჭარისწყლის მარცხენა, ხოლო გულები მარჯვენა ნაპირზე მდებარეობდა.[4] დაბის სტატუსი მიენიჭა 1966 წელს.
დემოგრაფიარედაქტირება
აღწერის წელი | მოსახლეობა |
---|---|
2002 | 1200[5][6] |
2014 | 1510[1] |
ლიტერატურარედაქტირება
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 497.
სქოლიორედაქტირება
- ↑ 1.0 1.1 1.2 მოსახლეობის 2014 წლის აღწერა (არქივირებული). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
- ↑ საქართველოს სატელეფონო კოდები — „სილქნეტი“
- ↑ საქართველოს საფოსტო ინდექსები — „საქართველოს ფოსტა“
- ↑ დიმიტრი ბაქრაძე, „არქეოლოგიური მოგზაურობა გურიასა და აჭარაში“, გვ. 49 — ბათუმი, „საბჭოთა აჭარა“, 1987
- ↑ pop-stat.mashke.org — საქართველოს დასახლებული პუნქტების მოსახლეობა
- ↑ საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტი — სოფლების მოსახლეობა 2002 წელი