ზვარე (ქედის მუნიციპალიტეტი)
სოფელი საქართველოში, ქედის მუნიციპალიტეტი
ზვარე — სოფელი საქართველოში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქედის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: ზვარე, ვაიო, ზესოფელი, კვაშტა, სირაბიძეები).[2] მდებარეობს მესხეთის ქედის სამხრეთ-დასავლეთ კალთაზე, მდინარე აჭარისწყლის მარჯვენა მხარეს, ზღვის დონიდან 480 მ სიმაღლეზე, დაბა ქედიდან დაშორებულია 6 კილომეტრით.
სოფელი | |
---|---|
ზვარე | |
ქვეყანა | საქართველო |
ავტონომიური რესპუბლიკა | აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა |
მუნიციპალიტეტი | ქედის მუნიციპალიტეტი |
თემი | ზვარე |
კოორდინატები | 41°37′41″ ჩ. გ. 41°58′28″ ა. გ. / 41.62806° ჩ. გ. 41.97444° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 480 მ |
მოსახლეობა | 201[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 100 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
ისტორია
რედაქტირებასაბჭოთა პერიოდში ზვარეს სასოფლო საბჭოში შედიოდა ასევე სოფლები აბუქეთა, ვარჯანისი, კანტაური, საბადური, სასადილოყელი, წონიარისი. აღნიშნული სოფლები შემდგომში გამოიყო ცალკე თემად. განვითარებული იყო მეთამბაქოეობა.
დემოგრაფია
რედაქტირება2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 201 კაცი[1].
აღწერის წელი | მოსახლეობა |
---|---|
2002 | 190[3][4] |
2014 | 201[1] |
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 366.
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 517.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 მოსახლეობის 2014 წლის აღწერა (არქივირებული). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
- ↑ საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-19. ციტირების თარიღი: 2012-07-05.
- ↑ pop-stat.mashke.org — საქართველოს დასახლებული პუნქტების მოსახლეობა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-19. ციტირების თარიღი: 2012-08-30.
- ↑ საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტი — სოფლების მოსახლეობა 2002 წელი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-19. ციტირების თარიღი: 2012-07-05.