აბუქეთა
აბუქეთა[2] — სოფელი საქართველოში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქედის მუნიციპალიტეტში, წონიარისის თემში (სოფლები: აბუქეთა, ვარჯანისი, კანტაური, საბადური, ტიბეთა, წონიარისი).[3] მდებარეობს მდინარე აჭარისწყლის მარცხენა მხარეს, ზღვის დონიდან 360-400 მეტრ სიმაღლეზე. 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 279 კაცი[1].
სოფელი | |
---|---|
აბუქეთა | |
![]() | |
ქვეყანა |
![]() |
ავტონომიური რესპუბლიკა | აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა |
მუნიციპალიტეტი | ქედის მუნიციპალიტეტი |
თემი | წონიარისი |
კოორდინატები | 41°38′33″ ჩ. გ. 42°01′40″ ა. გ. / 41.64250° ჩ. გ. 42.027861° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 344 მ |
მოსახლეობა | 279[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 100 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
დემოგრაფია
რედაქტირებააღწერის წელი | მოსახლეობა |
---|---|
2002 | 265[4][5] |
2014 | 279[1] |
ისტორია
რედაქტირებასოფელი აბუქეთა მოხსენიებულია აჭარის მოკლე დავთარში (გვ. 167), რომლის მიხედვითაც სოფელი შედიოდა ზემო აჭარის ლივის ქვემო აჭარის ნაჰიეში. აგრეთვე აღნუსხულია ამიერკავკასიის მხარის მოსახლეობის 1886 წლის საოჯახო სიებში, რომლის მიხედვითაც შედიოდა ქუთაისის გუბერნიის ბათუმის ოკრუგის ზემო აჭარის უბანსა და კვაშტის სასოფლო თემში. ამ პერიოდში აქ ცხოვრობდა 25 კომლი (110 მოსახლე). მთელი მოსახლეობა რეგისტრირებული იყო როგორც სუნიტი აჭარელი. დატანილია 5-ვერს. რუკაზე: Абукети (5-ти верст. карта: Г7). თითოეული დავთრის მიხედვით წლიური გადასახადების ჯამი მარცვლეულსა და სხვაზე შეადგენდა 3000 ახჩას.
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 39.
- დ. ნიკოლაიშვილი, დ. სართანია, ა. უჯმაჯურიძე, დ. კირთაძე, მ. კვეტენაძე. მესხეთი ოსმალური დავთრების მიხედვით. „გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი", თბ., უნივერსალი, 2021.
- აჭარის ტურისტული რუკა, 2019 წ.
- Сводъ статистическихъ данныхъ..., 1893.
- „აჭარის ვრცელი დავთარი“: გვ. 53, 92.
- „აჭარის მოკლე დავთარი“: გვ. 167.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 მოსახლეობის 2014 წლის აღწერა (არქივირებული). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
- ↑ საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 13.
- ↑ საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-19. ციტირების თარიღი: 2012-07-05.
- ↑ pop-stat.mashke.org — საქართველოს დასახლებული პუნქტების მოსახლეობა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-19. ციტირების თარიღი: 2012-08-30.
- ↑ საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტი — სოფლების მოსახლეობა 2002 წელი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-19. ციტირების თარიღი: 2012-07-05.