დანდალო

სოფელი საქართველოში, ქედის მუნიციპალიტეტში

დანდალოსოფელი საქართველოში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქედის მუნიციპალიტეტში, დანდალოს თემის ცენტრი (სოფლები: ბალაძეები, გოგიაშვილები, დანდალო, მოსიაშვილები, ტაკიძეები, ხარაულა, ჯალაბაშვილები). 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 347 კაცი.[1] დანდალო პირველად მოხსენიებულია სამცხე-საათაბაგოს მღვდელმთავართა სამრევლოების აღწერილობათა წიგნში (XVI საუკუნე).

სოფელი
დანდალო
Dandalo bridge, Adjara, Georgia.jpg
დანდალოს ხიდი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ავტონომიური რესპუბლიკა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა
მუნიციპალიტეტი ქედის მუნიციპალიტეტი
თემი დანდალო
კოორდინატები 41°38′38″ ჩ. გ. 42°06′05″ ა. გ. / 41.64389° ჩ. გ. 42.10139° ა. გ. / 41.64389; 42.10139
დაარსდა XVI საუკუნე
მოსახლეობა 347[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 100 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
დანდალო — საქართველო
დანდალო
დანდალო — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა
დანდალო

გეოგრაფიარედაქტირება

მდებარეობს აჭარის ქვაბულში, მდინარე აჭარისწყლის მარცხენა მხარეს ტაფობში, რომელიც საკმაოდ ვრცელ ველს წარმოადგენს. დანდალო ერთმანეთისგან ჰყოფს ზემო აჭარასა და ქვემო აჭარას.

დემოგრაფიარედაქტირება

აღწერის წელი მოსახლეობა
2002 485[2][3]
2014 347[1]  

ღირსშესანიშნაობებირედაქტირება

სოფელში არის შუა საუკუნეების დანდალოს ხიდი. სოფლის განაპირას, აღმოსავლეთით, მაღალ კლდეზე დგას გვიან ფეოდალური ხანის კავიანის ციხე. გადმოცემით კავიანი ციხეს იმიტომ ჰქვია, რომ მხოლოდ კავით შეიძლება მასზე ასვლა. სხვა ვერსიით კი ქავი გალავანს ნიშნავს და აქედან მოდის ციხის ნამდვილი სახელი ქავიანი.[4]

ლიტერატურარედაქტირება

სქოლიორედაქტირება

  1. 1.0 1.1 1.2 მოსახლეობის 2014 წლის აღწერა (არქივირებული). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
  2. pop-stat.mashke.org — საქართველოს დასახლებული პუნქტების მოსახლეობა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-19. ციტირების თარიღი: 2012-08-31.
  3. საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტი — სოფლების მოსახლეობა 2002 წელი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-19. ციტირების თარიღი: 2012-07-05.
  4. დიმიტრი ბაქრაძე, „არქეოლოგიური მოგზაურობა გურიასა და აჭარაში“, გვ. 52, ბათუმი, „საბჭოთა აჭარა“, 1987