მერისი (ქედის მუნიციპალიტეტი)
მერისი (1948 წლამდე ქეშიოღლები, ორთამელა[2]) — სოფელი საქართველოში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქედის მუნიციპალიტეტში. მერისის თემის ცენტრი (სოფლები: გარეტყე, გუნდაური, ინაშარიძეები, ნამონასტრევი, სილიბაური, სიხალიძეები).
სოფელი | |
---|---|
მერისი | |
ქვეყანა | საქართველო |
ავტონომიური რესპუბლიკა | აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა |
მუნიციპალიტეტი | ქედის მუნიციპალიტეტი |
თემი | მერისი |
კოორდინატები | 41°34′54″ ჩ. გ. 42°00′18″ ა. გ. / 41.58167° ჩ. გ. 42.00500° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 700 მ |
მოსახლეობა | 300[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 100 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
მდებარეობს მდინარე მერისის მარჯვენა ნაპირზე. ზღვის დონიდან 700 მ სიმაღლეზე. დაბა ქედიდან დაშორებულია 9 კილომეტრით. 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 300 კაცი[1]. სოფელში არის საჯარო სკოლა.
დემოგრაფია
რედაქტირებააღწერის წელი | მოსახლეობა |
---|---|
1886 | 1221[3] |
2002 | 337[4][5] |
2014 | 300[1] |
მევენახეობა
რედაქტირებასაბჭოთა პერიოდში მერისი აჭარის მევენახეობა–მეღვინეობის ერთ–ერთი ძლიერი ცენტრი იყო. საკოლმეურნეო ზვრებში გამოიყენებოდა სამი ძირითადი ჯიში: ჩხავერი, ცოლიკოური და ალიგოტე. ამჟამად ყოფილი საკოლმეურნეო ვენახები თითქმის მთლიანად განადგურებულია. მათ ნაცვლად ითესება სიმინდი და ბოსტნეული კულტურები, მოსახლეობაში შემორჩენილია აგრეთვე ჩხავერი და ცოლიკოური.[6]
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 588.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 მოსახლეობის 2014 წლის აღწერა (არქივირებული). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
- ↑ საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №1-2 (14-15), გვ. 35, თბ., 1948 წ. ISSN 0203-2023
- ↑ "Свод статистических данных о населении Закавказскаго края, извлеченных из посемейных списков 1886 г..
- ↑ pop-stat.mashke.org — საქართველოს დასახლებული პუნქტების მოსახლეობა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-19. ციტირების თარიღი: 2011-04-28.
- ↑ საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტი — სოფლების მოსახლეობა 2002 წელი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-19. ციტირების თარიღი: 2012-07-05.
- ↑ [1]