შუახევის მუნიციპალიტეტი
შუახევის მუნიციპალიტეტი — თვითმმართველი ერთეული საქართველოში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შემადგენლობაში.
ადმინისტრაციული ერთეული | |||||
---|---|---|---|---|---|
შუახევის მუნიციპალიტეტი | |||||
| |||||
ქვეყანა | საქართველო | ||||
ავტონომიური რესპუბლიკა | აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა | ||||
ადმ. ცენტრი | შუახევი | ||||
კოორდინატები | 41°37′37″ ჩ. გ. 42°11′13″ ა. გ. / 41.62694° ჩ. გ. 42.18694° ა. გ. | ||||
მერი | ომარ ტაკიძე | ||||
ფართობი | 588 კმ² | ||||
მოსახლეობა |
15 044 (2014), 20 700 (1994)[1] , 19 990 (1995)[1] , 18 816 (1996)[1] | ||||
სიმჭიდროვე | 25,6 კაცი/კმ² | ||||
ეროვნული შემადგენლობა |
ქართველები 98,1 % თურქები 1,8 % | ||||
სარწმუნოებრივი შემადგენლობა |
მუსლიმები 74,4 % მართლმადიდებლები 23,5 %[2] | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+04:00 | ||||
სატელეფონო კოდი | (424) | ||||
საფოსტო ინდექსი | 6300 | ||||
ოფიციალური საიტი | http://www.shuakhevi.gov.ge | ||||
| |||||
შეიქმნა 1952 წელს ხულოს რაიონიდან გამოყოფილი ტერიტორიის ხარჯზე, 1963-1964 წწ. ისევ ხულოს რაიონშია, 1965 წლიდან დამოუკიდებელი რაიონია. ამჟამად მუნიციპალიტეტი.
მუნიციპალიტეტის საზღვრების საერთო სიგრძე დაახლოებით 195 კილომეტრია. ჩრდილოეთით მას ესაზღვრება ოზურგეთის მუნიციპალიტეტი (6,3 კმ) და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი (2,5 კმ), სამხრეთით თურქეთი (46 კმ), აღმოსავლეთით ხულოს მუნიციპალიტეტი (78 კმ), დასავლეთით ქედის მუნიციპალიტეტი (31,5 კმ) და ქობულეთის მუნიციპალიტეტი (29,5 კმ).
შუახევის მუნიციპალიტეტის ფართობია — 588 კმ².
გეოგრაფია
რედაქტირებარელიეფი
რედაქტირებაშუახევის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დიდი ნაწილი საშუალო სიმაღლის მთებს უჭირავს. მდინარე აჭარისწყლის გასწვრივ გადის 500 მ სიმაღლის იზოჰიფსი.
სამხრეთ ნახევარი უჭირავს შავშეთის ქედსა და მის ჩრდილოეთ განტოტებებს, ჩრდილოეთ ნახევარი - აჭარა-გურიის სამხრეთ განტოტებებს.
მაღალი მთებია: ხევა (2812 მ) შავშეთის ქედზე და თაგინაური (2662 მ) მესხეთის ქედზე. რელიეფი დანაწევრებულია მდინარე აჭარისწყლისა და მისი შენაკადების ეროზიული ხეობებით.
ფერდობებზე სხვადასხვა ასაკის ტერასების ფრაგმენტებია. აგებულია შუაეოცრნური ანდეზიტებითა და ჰიდროკლასტოლითებით, ვულკანოგენური ფაციესის, შრეებრივი ტუფ-ბრექჩიებით, ტუფ-ქვიშაქვებითა და არგილიტებით. არის შუა და ზედაეოცენური სიენიტ-დიორიტები.
შუახევის მუნიციპალიტეტი მდიდარია სასარგებლო წიაღისეულით, როგორიცაა გოგირდის კოლჩედანის, ალუნიტის, გაბროს, სანალიის, ანდეზიტ-ტაციტისა და ბრილის სააგურე თიხის საბადოები.
შიგა წყლები
რედაქტირებამუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიედინება მდინარე აჭარისწყლის შუა მონაკვეთი, მას მარჯვნიდან ერთვის ჭვანისწყალი (სიგრძე 27 კმ), მარცხნიდან ჩირუხისწყალი (სიგრძე 32 კმ). ყველა მდინარე მიეკუთვნება აჭარისწყლის აუზს. მდინარე აჭარისწყალი მუნიციპალიტეტის ფარგლებში გაედინება 17 კმ-ის მანძილზე. მდინარეები შერეული საზრდოობისაა. წყალდიდობა გაზაფხულზეა, წყალმცირობა - ზამთარში. მუნიციპალიტეტში ბევრია წყაროების გამოსავლები. მდინარეთა ჰიდროპოტენციური მარაგი მაღალია.
მდინარე სანალიაზე აშენებულია 3000 კვტ. სიმძლავრის მცირე ჰესი.
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული მცირე ტბებიდან აღსანიშნავია შავი ტბა (ფართობი 750 მ², სიღრმე 10 მ).
უხვადაა მინერალური წყლები: შუახევის, შამბალეთის, ლამაზმარეს, ბათალვაკის, გუდნის, ბოგილის, ტყემალთის, უჩამბის და სხვ. სოფელ ტომაშეთის მიდამოებში ცნობილია გოგირდწყალბადიანი თერმული წყლები, რომელთა ტემპერატურა 30 °C-ს აღწევს.
ჰავა
რედაქტირებაშუახევის მუნიციპალიტეტი აჭარაში გამოირჩევა შედარებით ნაკლები სინესტით. ხეობის გასწვრივ არის ხმელთაშუაზღვის ტიპის სუბტროპიკული ჰავა, იცის ცხელი და მშრალი ზაფხული, შედარებით თბილი ზამთარი.
საშუალო წლიური ტემპერატურა 11,4 °C, იანვარში 1,3 °C, აგვისტოში 19,9 °C; აბსოლუტურ მაქსიმალური ტემპერატურა 42,3 °C; აბსოლუტურ მინიმუმი - 12 °C. ნალექები 1200–1500 მმ მოდის წელიწადში. ნალექების მაქსიმუმი შემოდგომაზეა, მინიმუმი - გაზაფხულზე. წლის ცივ პერიოდში ნალექები თოვლის სახით მოდის. თოვლის სისქე 2-3 აღწევს.
ყველაზე მაღალ ადგილებში ნოტიო ჰავაა, ზამთარი ცივია, ზაფხული მოკლე და გრილი.
ნიადაგები
რედაქტირებაშუახევის მუნიციპალიტეტში წარმოდგენილია ტყის მუქი ყომრალი, ღია ყომრალი, ფსევდოეწერი, მთა–ტყის ტიპის ნიადაგები. მაღალმთიან ზონაში მთის მდელოს ნიადაგებია. ბევრგან ნიადაგი სრულიად ჩამორეცხილია.
ლანდშაფტები
რედაქტირებაშუახევის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამოიყოფა ლანდშაფტის შემდეგი სახეები:
- დაბალი მთა-ხეობათა ზონა ხმელთაშუა ზღვის ტიპის მსგავსი სუბტროპიკული ჰავით, წიფლნარ-მუხნარითა და ფიჭვის ტყეებით, ალუვიური და კორდიან-კარბონატული ნიადაგებით;
- საშუალმთის მთა-ხეობათა ზონა, წაბლისა და წიფლის ტყეებით, ტყის ყომრალი ნიადაგებით;
- მაღალ მთა-ხეობათა ზონა ძლიერ დანაწევრებული რელიეფით, წიწვოვანი ტყეებით, ტიპური და გაეწრებული ტყის ყომრალი ნიადაგებით;
- მაღალმთიანი ზონა ბრტყელი წყალგამყოფებით, მთა-მდელოს ნიადაგებით, სუბალპური და ალპური მცენარეულობით.
ფლორა და ფაუნა
რედაქტირებაფაუნა
რედაქტირებაფაუნის წარმომადგენლებიდან აღსანიშნავია: შველი, არჩვი, გარეული ღორი, ზღარბი, თხუნელა, კურდღელი, მგელი, მელა, დათვი, მაჩვი, ტურა, კვერნა. გვხვდება აგრეთვე მწვანე ხვლიკი და გველი ანკარა. მრავალფეროვანია ფრინველთა სამყარო: კოდალა, შაშვი, გუგული, ოფოფი, კაკაბი, როჭო, მერცხალი, ტყის ქათამი.
მდინარეებში ბევრია თევზი: კალმახი, წვერა, ღორჯო და სხვ.
ფლორა
რედაქტირებაშუახევის მუნიციპალიტეტის ფლორა საკმაოდ მდიდარია (მუხა, წაბლი, რცხილა, ნეკერჩხალი, იფანი, წიფელი, ცაცხვი, თელა, ფიჭვი, ნაძვი, იელი, მოცვი, წყავი, შქერი). მუნიციპალიტეტის ტყეები მდიდარია გარეული ხილით, აგრეთვე სამკურნალო მცენარეებით.
მოსახლეობა
რედაქტირებაწლები[3] | 1959 წ. აღწ. | 1970 წ. აღწ. | 1979 წ. აღწ. | 1989 წ. აღწ. | 1991' | 2002 წ. აღწ. | 2014 წ. აღწ. | 2016' | 2017' | 2018' |
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
მოსახლეობა | 20 324 | 23 196 | 23 081 | 25 113 | 17 900 | 21 850 | 15 044 | 15 100 | 15 100 | 15 100 |
ადგილობრივი თვითმმართველობა
რედაქტირებაადმინისტრაციული ერთეულები
რედაქტირებამუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრია დაბა შუახევი (1,0 ათასი მცხოვრები, დაბის სტატუსი–1974 წლიდან). შუახევის მუნიციპალიტეტში 68 დასახლებული პუნქტია: 1 დაბა და 67 სოფელი. მუნიციპალიტეტი იყოფა 10 ტერიტორიულ ერთეულად: 1 დაბა და 9 თემი.
მუნიციპალიტეტის საკრებულო შედგება 19 წევრისგან. საკრებულოს თავმჯდომარეა იური ქათამაძე. საკრებულოს კომისიებია:
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისია
- განათლების, კულტურის, სპორტისა და ტურიზმის საკითხთა კომისია
- საპროცედურო საკითხთა კომისია
- საფინანსო და საბიუჯეტო საკითხთა კომისია
- ბუნებრივი რესურსებისა და გარემოს დაცვის საკითხთა კომისია
საკრებულო
რედაქტირებაშუახევის საკრებულო — შუახევის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო. შედგება 21 წევრისგან და ირჩევა 4 წელიწადში ერთხელ. ბოლო არჩევნები ჩატარდა 2021 წლის ოქტომბერში. მერად არჩეული იქნა ომარ ტაკიძე „ქართული ოცნებიდან“.
პარტია | 2017[4] | 2021[5] | ამჟამინდელი საკრებულო | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
ქართული ოცნება | 19 | 12 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ნაციონალური მოძრაობა | 3 | 5 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ხალხის ძალა | 2[ა] | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
საქართველოსთვის | 1 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ლელო | 1 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
პატრიოტთა ალიანსი | 1 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ევროპული საქართველო | 1 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
სულ | 24 | 21 |
ეკონომიკა
რედაქტირებამუნიციპალიტეტში გავრცელებული ნიადაგები ხელს უწყობენ მაღალხარისხოვანი „სამსუნისა“ და „ტრაპიზონის“ ჯიშის თამბაქოს მოყვანას. კარგ მოსავალს იძლევა აგრეთვე ხილი, ლობიო, ბოსტნეული კულტურები და სხვა.
ეკონომიკის მთავარი დარგი სოფლის მეურნეობაა, დაბალმთიან ზონაში წამყვანია მემცენარეობა, ხოლო მაღალმთიან ზონაში – მეცხოველეობა, ფართოდაა გავრცელებული მეფუტკრეობა.
ღირსშესანიშნაობანი
რედაქტირებამატერიალური კულტურის ძეგლებიდან აღსანიშნავია:
ფოტოგალერეა
რედაქტირება-
შუახევის რაიონის რუკა, 1987 წ.
ლიტერატურა
რედაქტირება- ჯიბუტი ნ, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 53-54.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- შუახევის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებ-გვერდი დაარქივებული 2013-06-07 საიტზე Wayback Machine.
შენიშვნები
რედაქტირება- ↑ გამოეყო ქართულ ოცნებას.[6]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური — 2010.
- ↑ georgia-religion 2014
- ↑ Georgia division
- ↑ პროტოკოლით არჩეული მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები და მერები 2017 გვ. 97-98. ცესკო. ციტირების თარიღი: 2021-01-06[მკვდარი ბმული]
- ↑ პროტოკოლით არჩეული მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები და მერები 2021 გვ. 120-121. ცესკო. ციტირების თარიღი: 2021-01-06[მკვდარი ბმული]
- ↑ შუახევში ქართული ოცნების ორი წევრი „ხალხის ძალას“ შეუერთდა (2022-11-14). ციტირების თარიღი: 2024-06-20