მერცხლისებრნი
(გადამისამართდა გვერდიდან მერცხალი)
მერცხლისებრნი (ლათ. Hirundinidae) — ფრინველთა ოჯახი ბეღურასნაირთა რიგისა. მათი სხეულის სიგრძე 10-23 სმ აღწევს. გავრცელებული არიან მთელ დედამიწაზე, არქტიკისა და ანტარქტიკის გარდა. ცნობილია 79 სახეობა. საქართველოში მობუდარი გადამფრენია: ქალაქის მერცხალი (ლათ. Delichon urbica), სოფლის მერცხალი (ლათ. Hirundo rustica), მენაპირე მერცხალი (ლათ. Riparia riparia), მთის მერცხალი (ლათ. Ptyonoprogne rupestris), წელწითურა მერცხალი (ლათ. Hirundo daurica). მერცხლისებრთა ბუდეს ნახევრად სფეროსებური ან ბრტყელი მათარის ფორმა აქვს. ზოგი მდინარისპირა ციცაბო თიხნარ ნაპირებში თხრის სოროს, ზოგი კი ხის ფუღუროში ბუდობს. ხშირად ქმნიან კოლონიებს. მერცხლისებრნი იკვებებიან მწერებით, რომლებსაც ჰაერში იჭერენ. მხოლოდ 1 სახეობა ჭამს ღვიის კენკრას.
მერცხლისებრნი | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
Tachycineta bicolor | ||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||
Hirundinidae | ||||||||||||
|
ლიტერატურა
რედაქტირება- ჟორდანია რ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 596.