ხევა

მთა საქართველოსა და თურქეთის საზღვარზე

ხევა (თურქ. Heva Dağı) — მთა საქართველოსა და თურქეთის საზღვარზე. მოქცეულია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შუახევის მუნიციპალიტეტში. წარმოადგენს შავშეთის ქედის უმაღლეს მწვერვალს. სიმაღლე ზღვის დონიდან 2812 მ. მდებარეობს მდინარეების ჩირუხისწყლისა და იმერხევის სათავეებში. აგებულია ეოცენის ვულკანოგენური წყებებით. შემორჩენილია გამყინვარების კვალი. აქა-იქ არის ქვაყრილები. შემოსილია სუბალპური და ალპური მდელოს ბალახეულით. საზაფხულო საძოვრები.

ხევა
შავშეთის ქედის ხედი ხულოდან. ცენტრში ჩანს უმაღლესი მწვერვალი ხევა.
შავშეთის ქედის ხედი ხულოდან. ცენტრში ჩანს უმაღლესი მწვერვალი ხევა.
კოორდინატები: 41°29′30″ ჩ. გ. 42°12′32″ ა. გ. / 41.49167° ჩ. გ. 42.20889° ა. გ. / 41.49167; 42.20889
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
თურქეთის დროშა თურქეთი
ტერიტორიული ერთეული შუახევის მუნიციპალიტეტი
ართვინის პროვინცია
სიმაღლე 2812 
ქედი შავშეთის ქედი
ხევა — საქართველო
ხევა
ხევა — თურქეთი
ხევა
სურათები ვიკისაწყობში

ლიტერატურა

რედაქტირება
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ხევა&oldid=4557730“-დან