ჩირუხისწყალი
მდინარე საქართველოში, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში
ჩირუხისწყალი, მარეთისხევი — მდინარე დასავლეთ საქართველოში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შუახევის მუნიციპალიტეტში. მდინარე აჭარისწყლის მარცხენა შენაკადი. სათავე აქვს შავშეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე. ზღვის დონიდან 2220 მეტრ სიმაღლეზე, სიგრძე 32 კილომეტრი. მდინარის აუზის ფართობი 329 კმ². საზრდოობს წვიმის, თოვლისა და მიწისქვეშა წყლით. გაზაფხულზე ახასიათებს წყალდიდობა, შემოდგომაზე წყალმოვარდნები, ზაფხულსა და ზამთარში — წყალმცირობა. საშუალო წლიური ხარჯი შეადგენს სათავესთან 10,9 მ³/წმ.
ჩირუხისწყალი | |
---|---|
ჩირუხისწყლისა და აჭარისწყლის (წინ) შესართავი | |
სხვა სახელი | მარეთისხევი |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეულები | აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა |
სათავე |
შავშეთის ქედი 41°27′47″ ჩ. გ. 42°26′42″ ა. გ. / 41.46306° ჩ. გ. 42.44500° ა. გ. |
სათავის სიმაღლე | 2220 მ |
შესართავი |
აჭარისწყალი 41°37′31″ ჩ. გ. 42°10′45″ ა. გ. / 41.62528° ჩ. გ. 42.17917° ა. გ. |
სიგრძე | 32 კმ |
აუზის ფართობი | 329 კმ² |
წყლის ხარჯი (საშ.) | 10,9 მ³/წმ |
— სათავე, — შესართავი |
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 138.