თხუნელასებრნი

ძუძუმწოვართა ოჯახი მწერიჭამიების რიგის

თხუნელასებრნი (ლათ. Talpidae) — ძუძუმწოვართა ოჯახი მწერიჭამიების რიგისა. გავრცელებულია ევროპაში, აზიაში და ჩრდილოეთ ამერიკაში. ოჯახში 4 ქვეოჯახია. აქვთ მკვრივი, მოგრძო (20 სმ-მდე) სხეული. ყურის ნიჟარები არა აქვთ. თვალები განუვითარებელია ან დაფარულია აპკით. წინა კიდურები მოკლეა, ნიჩბისებური, უკან მიმართული ფართო მტევნები მაგარი გრძელი ბრჭყალებით ბოლოვდება. სხეული დაფარულია ხშირი, მოკლე და ხავერდოვანი ბეწვით, რომელსაც ხაო არ აქვს. შეფერილობა ჩვეულებრივად შავია, რუხი ან მოწაბლისფრო.

თხუნელასებრნი

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ძუძუმწოვრები
ოჯახი:  თხუნელასებრნი
ლათინური სახელი
Talpidae

თხუნელასებრნი კარგად არიან შეგუებული მიწაში ცხოვრებას. კარგად აქცთ განვითარებული ყნოსვა და შეხება. ჩვეულებრივი თხუნელა საქართველოში ბევრგან გვხვდება. ბინადრობენ ტყეში, მდელოზე, ბოსტნებში, ბაღებში, მთებში. ბუდობენ სოროში, 30 სმ სიღრმეზე. მრავლდებიან წელიწადში ერთხელ. მაკეობა 40 დღემდე გრძელდება. შობენ 1-9 უსუსურ ნაშიერს. სასარგებლო ცხოველებია, ანადგურებენ მავნე მწერებს. მცირე ზიანს აყენებენ ბაღ-ბოსტებსა და სათიბებს, რადგან მიწას თხრიან და მცენარის ფესვთა სისტემას აზიანებენ.

ლიტერატურა

რედაქტირება