მწერიჭამიები (ლათ. Eulipotyphla ან Lipotyphla, ძველად Insectivora) — ძუძუმწოვრების რიგი. მათი სხეულის სიგრძე 3-იდან (მცირე თეთრკბილა) 39 სმ (ტანრეკი) აღწევს. აქვთ წაგრძელებული თავი, რომელიც მეტწილად მოძრავი სხეული შემოსილია ნაზი ბალნით (თხუნელა, მთიხვი, ბიგა და სხვა), ზოგისა — ჯაგრით (ტანრეკი) ან რქოვანი ეკლებით (ზღარბი). ზოგს (ზღარბი) ძალზე მოკლე კუდი აქვს, ხოლო ზოგის (მთიხვი) კუდი თითქმის სხეულის საერთო სიგრძის ტოლია. ცნობილია ყოფილი მწერიჭამიების 9 ოჯახი: კბილნაპრალასებრნი, ტანრეკისებრნი, წავისებრი ბიგები, ოქროს თხუნელასებრნი, ზღარბისებრნი, ხტუნიები, ბიგასებრნი, თხუნელასებრნი, მთიხვისებრნი (დღეს აღარ არსებობს), რომლებშიც გაერთიანებულია 300-მდე სახეობა, დღეისათვის აერთიანებს 4 თანამედროვე ოჯახს (იხ. კლასიფიკაცია).[1] გავრცელებული არიან თითქმის მთელ მსოფლიოში, გარდა ავსტრალიისა, სამხრეთ ამერიკის უმეტესი ნაწილისა და ანტრაქტიდისა. იკვებებიან მწერებით, პატარ-პატარა ხერხემლიანი ცხოველებით. მრავლდებიან წელიწადში 2—3 ჯერ. სარგებლობა მოაქვთ მავნე მწერების განადგურებით. არიან ტკიპების — საში დაავადებათა გადამტანების — შუამავალი მასპინძლები. ზოგიერთის (მთიხვი, თხუნელა და სხვა) ბეწვი ძვირფასია. ზოგი სახეობის (მთიხვი, კბილნაპრალა) რაოდენობა ძალზე შემცირებულია, რის გამოც მათ ყველგან იცავენ.

მწერიჭამიები
Talpa europaea
ჩვეულებრივი თხუნელა (Talpa europaea)
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ძუძუმწოვრები
რიგი:  მწერიჭამიები
ლათინური სახელი
Eulipotyphla (Waddell, Okada & Hasegawa, 1999)

კლასიფიკაციარედაქტირება

ლიტერატურარედაქტირება

  • ჯანაშვილი ა., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, გვ. 263, თბ., 1984 წელი.
  • Дзержинский Ф. Я., Васильев Б. Д., Малахов В. В.  Зоология позвоночных. 2-е изд. — М.: Издат. центр «Академия», 2014. — 464 გვ . — ISBN 978-5-4468-0459-7

სქოლიორედაქტირება