თაგინაური — მთა საქართველოში, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ხულოს მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მესხეთის ქედზე, მდინარეების ბჟუჟის, ჭვანისწყლისა და ნატანების ზემო დინებათა წყალგამყოფზე. სიმაღლე 2668 მ. აგებულია შუაეოცენური ანდეზიტური ტუფბრექჩიებით. გუმბათისებური მოყვანილობისაა. ჩრდილოეთ კალთაზე შემორჩენილია მეოთხეული გამყინვარების კვალი. კალთები ქვემოთ შემოსილია სუბალპური ტყეებითა და მდელოებით, ზემოთ, ალპური მდელოებია. მთა აღმართულია ოზურგეთისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტების საზღვარზე.

თაგინაური
კოორდინატები: 41°47′01″ ჩ. გ. 42°12′38″ ა. გ. / 41.78361° ჩ. გ. 42.21056° ა. გ. / 41.78361; 42.21056
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
ქობულეთის მუნიციპალიტეტი
სიმაღლე 2668 
ქედი მესხეთის ქედი
თაგინაური — საქართველო
თაგინაური
თაგინაური — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა
თაგინაური

ლიტერატურარედაქტირება